„მხოლოდ ქართული“ ეს ის პროექტია, რომელმაც რეზონანსული გამოხმაურება გამოჩენისთანავე გამოიწვია და აგერ უკვე მე-2 სეზონია, რაც რუსთავი ორის ეთერში წარმატებით მიმდინარეობს. წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი კი ნოდარიკო ხუციშვილია, რომელიც ჟიურის წევრებისა და მაყურებლის ნამდვილი ფავორიტია. ნოდარიკო თათა სადრაძის გადაცემა არტ FM-ის სტუმარი გახლდათ, სადაც დეტალურად მოგვიყვა მისი გადაწყვიტილებისა და ემოციების შესახებ. ამბობს, რომ არ ფიქრობდა დიდ სცენაზე დგომას, თუმცა უცბად გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადმოსახედიდან ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
ნოდარიკო ხუციშვილის ახალი წლის ტრადიცია და პროექტი, რომელმაც მისი ცხოვრების რიტმი შეცვალა




