Miss Dior – სურნელი, რომელიც იწვევს მოქმედების სურვილს, სინაზეს და სიყვარულს – “ვულე ვუს” მორიგი ივენთი

0
6919

არა უბრალოდ აქსესუარი, არამედ ქალის უკანასკნელი შტრიხი – ასეთია Miss Dior-ის სურნელი, რომელიც მისი შექმნის ეპოქიდან მოყოლებული საკუთარ ნიშას არ ცვლის. სულთან გაიგივებული სურნელი, რომელიც ინსპირაცია გახდა იმისა, რომ დიორის სახლის პირველი სუნამო Miss Dior-ი ყოფილიყო. კრისტიან დიორი ამბობდა, რომ ყველა კაბა ამ ფლაკონიდან იბადება. ელეგანტური, შარმიანი, იდუმალი, გამოცდილი და თავდაჯერებული, ასეთია მის დიორის ქალი, რომელიც ახალი სურნელით კიდევ უფრო ცდილობს, სიყვარულით გამოწვეული ემოციების, გრძნობებისა და ქცევების დემონსტრირებაას. ეს არის Dior-ის ახალი კამპანია, ნატალი პორტმანის მონაწილეობით. მას შემდეგ, რაც შთამბეჭდავი და ცვალებადი განწყობის კადრები ჩაივლის ჩვენს თვალწინ, მსახიობი გვეკითხება and you, what would you do for love? (და თქვენ, თქვენ რას გააკეთებდით სიყვარულისთვის?). ასე იწვევს იგი თითოეულ ადამიანს, გამოავლინოს და დაამტკიცოს სიყვარული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here