კომპანია „ფარმაკინეზის ესთეტიკსის“ ბრენდი „ჰიამირას“ ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა საქართველოში

0
1955

ალბათ კლეოპატრა, როდესაც მის უნიკალურ თავის მოვლის პროცედურებს იგონებდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საუკუნეების შემდეგ ესთეტიკის სამყაროს დიდი მიღწევები ექნებოდა. სილამაზე აბსტრაქტული ცნებაა, თუმცა იმისათვის, რომ იდეალურს მივუახლოვდეთ, ჩვენი ესთეტიკ ცენტრები არაერთ პროცედურებს გვთავაზობენ. ჩვენს დროში უკვე შესაძლებელია ცხვირის კორექცია ოპერაციის გარეშე, ტუჩის მოცულობის გაზრდა, დაბერების საწინააღმდეგო პროცედურების ჩატარება და კიდევ მრავალი სხვა. ამჯერად კი უკვე თქვენს დერმატო-კოსმეტოლოგებთან ახალი პროდუქციის, „ჰიამირას“ გამოყენებაც შეგეძლებათ, რომლის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია „ფარმაკინეზის ესთეტიკსი“ გახლავთ. სწორედ იმიტომ, რომ ჰიამირა ქართულ ბაზარზე გამოჩნდა „ფარმაკინეზის ესთეტიკსმა“ გადაწყვიტა ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგებისთვის პროდუქცია გაეცნო და პრეზენტაციაც ჩაატარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here