კინოთეატრებში გამოსვლამდე ზაზა ხალვაშის „ნამეს“ მედიის წარმომადგენლები შეაფასებენ

0
1414

17 აპრილს, 11:00 საათზე, მედიის წარმომადგენლები ზაზა ხალვაშის ახალ ფილმს, „ნამე“ შეაფასებენ. ჩვენების შემდეგ კი ჟურნალისტებს ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნებათ.
„ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
“ნამე” სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.
„ნამე“ საქართველოს კინოთეატრებში 19 აპრილიდან გამოდის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here