ჯგუფი “რეგიონი” კონცერტისთვის ემზადება

0
1887

ერთ-ერთი გამორჩეული ჯგუფი „რეგიონი“ 10 წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში კი ისინი თავიანთ მსმენელებს გემოვნებიანი მუსიკით ანებივრებენ. „რეგიონი“ 2008 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის შექმნის იდეა კი თავად ჯგუფის ვოკალისტს, ლაშა ნოზაძეს ეკუთვნის, რომელმაც შეძლო სხვადასხვა ჯგუფებში მიმოფანტული მუსიკოსების გაერთიანება და ერთ ჯგუფად შეკვრა. „რეგიონი“ ერთადერთია მთელს კავკასიაში, რომელიც რეგის სტილში უკრავს. 2010 წელს კი მათ პირველი ალბომი ”I am a Georgian” ჩაწერეს. ჯგუფი 12 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საიუბილეო კონცერტს გეგმავს. სწორედ ამ სიახლით კი მედიაჰოლდინგ “ფორტუნა”-ს სწორედ ლაშა ნოზაძე ესტუმრა და ახალი ამბის შესახებ თათა სადრაძის გადაცემაში, „არტ FM“ ისაუბრა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here