ფონდმა “ანი ბავშვებისთვის” გამოფენა – გაყიდვა გაიმართა

0
1294

გამოფენის მიზანია დაეხმაროს მძიმე ფსიქო-მოტორული და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს. გამოფენაზე იყო წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთები, სააღდგომო დეკორაციები, მაისურები და ლარნაკები. მონაწილეობას ისეთი ცნობილი არტისტები იღებდნენ, როგორებიც არიან ზურაბ ნიჟარაძე, ლევან ხარანაული, ქეთი მატაბელი, ქეთი მელქაძე და სხვები.

ფონდი დაეხმარება ახალგაზრდა ფსიქოლოგებს, დაეუფლონ “Child Life Specialist” კომპეტენციებს, რაც გულისხმობს ასეთი ბავშვების რეაბილიტაციას და მათ დახმარებას. ეს იქნება შესაძლებლობა ახალგაზრდებითვის, დაუფლონ საკმაოდ საჭირო პროფესიას და გაიღრმავონ ცოდნა. ფონდი აპირებს საგანმანათლებლო პროცესის წახალისება – სტიმულაციას და უფრო მეტი ადამიანის დაკავებას კეთილი საქმით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here