ფესტივალი „ოქროს მუზა“ ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება

ფესტივალი „ოქროს მუზა“ ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება

მრავალფეროვანი ფორმატითა და საინტერესო ღონისძიებებით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მუზა“ უკვე მეოთხედ ტარდება საქართველოში. ამჯერად ფესტივალი კულტურის საერთაშორისო ცენტრში ხუთი დღის განმავლობაში გაიმართება, სადაც კონკურსში მონაწილეობას იღებენ: სამუსიკო, თეატრალური და სამხატვრო სტუდიების წარმომადგენლები, ასევე ინსტრუმენტალისტები და ინდივიდუალური შემსრულებლები. კონკურსი რამდენიმე მიმართულებით იმართება, ესენია ვოკალის, სამხატვრო გამოფენის მოწყობა ორგანიზება და კლასიკური მუსიკის ფორმატი. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კონკურსის მონაწილეეებს, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ჟიურის წევრები შეაფასებენ, პროექტს კი უკვე ჰყავს წარმატებული „მუზელები“, რომლებმაც კონკურსის წყალობით პატარა ასაკში უამრავ წარმატებას მიაღწიეს.

November 8, 2018 / 6:25 pm

TOP გადაცემები

ჯადოსნურ სოფელში ნინო ქათამაძის კონცერტი-პერფორმანსი გაიმართა

ჯადოსნურ სოფელში ნინო ქათამაძის კონცერტი-პერფორმანსი გაიმართა

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

პატარა ფორტუნელების წინასაახალწლო სამზადისი

სანტა კლაუსის როლი რადიო ფორტუნამ მოირგო და ჰოლდინგის თანამშრომლების შვილებს ჯადოსნური დღე მოუწყო, სადაც 2 საათიანი გასართობი პროგრამის გარდა პატარებთან საჩუქრებით დახუნძლული თოვლის ბაბუაც მოვიდა.

რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშებს შობა-ახალი წელი მიულოცა

რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ და კინოთეატრმა „ამირანმა“ კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსა და საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარ ბავშებს უმასპინძლეს. წინასაახალწლოდ ბავშებმა ფილმი „მაკნატუნა ოთხი სამეფო“ იხილეს

სამი მხატვრის ჯგუფური გამოფენა 19 დეკემბერს “იარტ გალერეაში” გაიმართება

გამოფენის სათაურიც სიმბოლურია, რადგან 50-მდე ნამუშევარი, რომელიც მხატვრებმა გამოფენაზე უნდა წარადგინონ სწორედ 117 სანტიმეტრის სისქის კედლების მქონე სახელოსნოში 59 დღის მანძილზე იქმნებოდა. მუზიკ ბოქსის გადამღებმა ჯგუფმა კულუარებშიც შეაღწია და მხატვრების მუშაობის პროცესსაც დაესწრო.

გალერეა „მუზაში“ გამოფენა-გაყიდვა – „ხელოვნების მეჯლისი“ გაიმართა

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა ხელოვნებაში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მიიღეს, როგორც მხატვრებმა, ასევე მოქანდაკეებმა. „ხელოვნების მეჯლისს“ კი საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი დაესწრო, სადაც 50-მდე ხელოვანს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი ნამუშევრები მათთვის გაეცნო.

გიორგი ნაკაშიძის მიერ აღმოჩენილი ახალი სამყარო და გამოფენა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცეში სადებიუტო ფოტოგამოფენაც გამართა სახელწოდებით, „ელექტრონული ხილვები“. გამოფენისთვის გიორგი 4 წელი ემზადებოდა. ინსპირაციის წყაროდ კი, სწორედ 4 წლის წინ საჩუქრად მიღებულ ფოტოაპარატს ასახელებს.

რეკლამა