ჭორები: მოდური ირაკლი მაქაცარია, “მისის პლანეტა 2018”, ნია წივწივაძე მის მსოფლიოზე გაემგზავრა

0
1708

Elle Man Awards Ukraine-ზე ირაკლი მაქაცარიამ, რომელიც ამჟამად უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს, უკრაინის 10 საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცს შორის დასახელდა. ირაკლიმ თავად დადო ფოტოები და უკრაინულ „ელს“ მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის. „Elle Man, დიდი მადლობა. ძალიან მაგარია უკრაინის საუკეთესოდ ჩაცმული მამაკაცების ათეულში შესვლა.
ნინი შერმადინი როგორც უკვე იცით „მისის პლანეტა 2018-ის მონაწილე გახლდათ. და ახლა უკვე ამ უკანასკნელის გამარჯვებულიც. სილამაზის კონკურსი გათხოვილი ან განათხოვარი ქალბატონების მონაწილეობით ტარდება და გამარჯვება სწორედ ქართველმა კონკურსანტმა მოახერხა. სიახლე კი სოციალურ ქსელში ეკა მგალობლიშვილმა გაავრცელა სადაც წერს. “Mrs Planet-2018 Nini Shermadini – Georgia ჩვენ გავიმარჯვეეეეეთთ!!!!!
„მის საქართველო 2017“ ქერათმიანი ლამაზმანი ნია წივწივაძე გუშინ საღამოს ჩინეთში „მის მსოფლიოს“ კონკურსზე გაემგზავრა. ფინალი 9 დეკემბერს არის თუმცა წინ ერთ თვიანი მოსამზადებელი პერიოდია. მოდელმა აეროპორტში გადაღებული ფოტოები საკუთარ ფბ გვერდზე განათავსა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here