Best models-ის მიერ ორგანიზებული მისტერ და მის ზუგდიდის კონკურსი

0
3751

ბოლო რამდენიმე წელი კი კახი ხაბეიშვილი და სამოდელო სააგენტო ბესთ მოდელსი ბავშვების ოცნებების სადარაჯოზე დგას და მათ რეგიონალურ კონკურსებს სთავაზობს. ამჯერად 2018 წლის პირველი რეგიონალური კონკურსი სამეგრელოში, კერძოდ კი, ზუგდიდში ჩატარდა. შესაბამისად, მისტერ და მის ზუგდიდის ტიტულის მფლობელები უკვე ცნობილია. აქვე გეტყვით, რომ პროექტის გენერალური სპონსორი სილამაზის ცენტრი “კალა” გახლავთ. გამარჯვებულები ბავშვთა ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. მთლიანობაში ჟიურიმ 4 ასაკობრივ კატეგორიაში შეარჩია როგორც მისტერი, ასევე მისი. გარდა ამისა, ბავშვები სხვადასხვა ნომინაციაშიც გახდნენ გამარჯვებულები, მაგალითად, მის ტელეგენური, მის შარმი, მის ფოტოგენური, ვიცე მისები და მისტერები, ასევე, პროექტის მხარდამჭერმა კომპანიებმა თავიანთი რჩეულები გამოავლინეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here