გადაცემა “ავტოგრაფის” სტუმარი, მომღერალი დათო ხუჯაძეა. წლების წინ, მან კარიერის აწყობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ სცადა და წარმატებულადაც შეძლო. ის რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და ყაზახეთში, უკვე ცნობილი მუსიკოსია. როგორი იყო წარმატების გზა უცხო ქვეყანაში და როგორი მამაა დათო ხუჯაძე, ამის შესახებ ის თავად გიამბობთ.
January 19, 2017 / 5:59 pm
ჯგუფი "სახეს" ახალი სიმღერის პრემიერა რადიოჰოლდინგ ფორტუნაში შედგა
ჯგუფი სახე, რომელიც ყველა დროს მოერგო და აქტუალობა არასოდეს დაკარგა, ამჯერადაც მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. მანამ სანამ 16 აგვისტოს “ბლექ სი არენას“ სცენას დაიკავებენ და მსმენელს გრანდიოზულ კონცერტს შესთავაზებენ, ისინი ალბომზე მუშაობენ.
ჯგუფ სახეს, "Bithard"-ის და Poetry’N’Motion “ჩემო თბილის-ქალაქოს" ახალი ვერსია და ნოდიკო ტატიშვილის "ჩიორას" ქავერი
ფონდმა "ცხოვრება მშვენიერია", რომელმაც მოღვაწეობა სამი წლის წინ დაიწყო, უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამჯერად კი ფონდის წევრები 30 წლის დედის, მარი ხარძიანის დასახმარებლად გაერთიანდნენ. როგორც ყოველთვის, ამ წამოწყებას ქართველი მომღერლებიც შეუერთდნენ.
20 წლის წინ, ბნელ 90-იანბში ჯგუფმა "სახემ“ ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში, ისეთი ჰიტები შექმნა, რომლებსაც დღესაც მღერიან და აქტუალურობას არ კარგავს. თუ მაშინ ამერიკაში Backstreet Boys-ის ბიჭებზე აფანატებდნენ გოგონები, ჩვენთან საქართველოში მსგავსი ამბავი ჯგუფ სახეს სოლისტებზე ხდებოდა. მათი ერთი გამოჩენა საკმარისი იყო, რომ ქუჩები გადაკეტილიყო, დარბაზები გადაჭედილიყო და არც მეტი და არც ნაკლები, კოცერტზე ვერტმფრენითაც კი მისულან. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მათმა სიმღერებმა დროს გაუძლო და უკვე 20 წლის იუბილე, ვასრკვლავის გახსნით აღნიშნეს. ფილარმონიასთან ჯგუფის ძველმა უკვე გაზრდილმა თაყვანისმცემლებმა და ახალგაზრდა მელომანებმა თავი მოიყარეს.