გადაცემა Fashion Time-ს თიკო ნატროშვილი წაიყვანს

გადაცემა Fashion Time-ს თიკო ნატროშვილი წაიყვანს

გადაცემა Fashion Time ახალი სეზონიდან კვლავ ბრუნდება Music Box-ის ეთერში და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ქალთა სამყაროდან ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს მაყურებელს. რაც მთავარია პროექტს ახალი წამყვანი ეყოლება.

გადაცემას მოდელი, ჟურნალისტი და ირაკლი ნასიძის მუზა – თიკო ნატროშვილი გაუძღვება, რომელიც ქართველ საზოგადოებას კარგად ახსოვს პოდიუმიდან. გარდა ამისა თიკო რადიო ფორტუნას ჟურნალისტიც გახლდათ, 22 სექტემბრიდან კი ის მოდის სიახლეებისა და უახლესი ტრენდების შესახებ მოგითხრობთ.

სიახლეები/

|

September 10, 2015 / 3:15 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

გიგი დედალამაზიშვილის ამაღელვებელი სიურპრიზი ორსულ მეუღლეს (ფოტო+ვიდეო)

გიგი დედალამაზიშვილი ორსულ მეუღლეს, მარინა კარპის და ქალიშვილს, ლიზის, რომელიც სამი წლის გახდა, დაბადების დღეზე, შესანიშნავი სიურპრიზი მოუწყო. მომღერალს სამთვიანი ტურნე ჰქონდა და წესით, ამ დროს თბილისში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად ქალიშვილის დაბადების დღეზე გამოცხადდა და ოჯახს დიდი სიურპრიზი გაუკეთა. გიგის დედამ, ციცი ფალავანდიშვილმა გაავრცელა ფოტოები და დაწერა: „ჯერ კიდევ ემოციებში ვარ❤️❤️❤️❤️ როგორი სიურპრიზი […]

რას ურჩევს ჩაცმულობასთან დაკავშირებით მაია ასათიანსა და ნანუკა ჟორჟოლიანს მაყურებელი

„მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ფრაზებთან და მომღერლების გამოსვლებთან ერთად, პროექტის გარშემო კიდევ ერთი სასუბრო თემა გაჩნდა – მაია ასათიანის ღრმად დეკოლტირებული კაბა, რომელიც წამყვანმა ძალიან მოიხდინა. კაბა ნანა მელქაძის დიზაინითაა შექმნილი. ნანუკა ჟორჟოლიანმა პიჯაკი და რუშებიანი გამჭირვალე თეთრი ქვედაბოლო მოირგო. თანაწამყვანების სამოსი ზოგს მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ აღნიშნავენ იმას, რომ ნანუკას და მაიას ჩაცმულობები ერთმანეთს […]

მარიამ ვაშაძის ულამაზესი ნაძვის ხე (ფოტო)

მარიამ ვაშაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი ულამაზესად მორთული ნაძვის ხეა გადაღებული. ნაძვის ხე მისაღებ ოთახში დგას და კარგად ეხამება კრემისფერსა და ოქროსფერს, რომლებიც სახლის მთავარი ფერები გახლავთ. ბინის დიზაინზე ტელეწამყვანის მეუღლემ, ვანო ბენიძემ იზრუნა, მარიამმა კი სულ ბოლოს შეაფასა. სხვათა შორის, რადიო „ფორტუნა“ გადაცემით „33 კითხვა ფორტუნასგან“, მარიამს მცირე ხნის წინ ესტუმრა შინ. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თიკო ნატროშვილი შვილის დიაგნოზის შესახებ: „საქართველოში 4 წელი დავკარგეთ…“

მოდელი თიკო ნატროშვილი მეუღლესთან გაგა ხაბულიანთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. მიზეზი კი მისი მეორე ვაჟის დიაგნოზი გახდა. თიკო ახლა უკვე სამი შვილის დედაა, მესამე ბიჭი, ლუკა გერმანიაში გააჩინა. ოჯახმა სხვა ქვეყანაში გადასახლების გადაწყვეტილება ორი წლის წინ მიიღო, რადგან შუათანა ვაჟს კახის განსხვავებული მეთოდით მკურნალობა სჭირდებოდა. ოჯახმა გერმანელი მედიკოსებისთვის მიმართვა გადაწყვიტა. თიკო ნატროშვილი საკუთარი […]

მოდელ თიკო ნატროშვილს მესამე ბიჭი შეეძინა

თიკო ნატროშვილი სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს. მან თავად გამოაქვეყნა ფოტო, სადაც აღნიშნულია, რომ პატარა შეეძინა. თიკოსა და გაბრიელ ხაბულიანისთვის პატარა ლუკა მესამე შვილია, უფროსიც და შუათანაც ვაჟები არია თიკო ნატროშვილმა გერმანიაში, ბონის კლინიკაში იმშობიარა. მან ექიმების არაჩვეულებრივ გუნდს მადლობა გადაუხადა. (ფოტოები)

თიკო ნატროშვილი მეორედ „გათხოვდა“

მოდელი და ტელეწამყვანი თიკო ნატროშვილი დაქორწინდა.. ლაშა ბასლანძემ და სალომე ბაკურაძემ თიკოსა და მის მეუღლესთან ერთად იუსტიციის სახლში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით: „ქორწილია, ქორწილი“. თიკო ნატროშვილი და გაბრიელ ხაბულიანი რამდენიმე წელია, ერთად არიან. მათ ჯვარი პარიზში დაიწერეს, ხელი კი ამ დრომდე არ ჰქონდათ მოწერილი, დღეს გადაწყვიტეს, თავიანთი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიეცათ და შესაბამისი საბუთიც აიღეს. […]

თიკო ნატროშვილი: “მნიშვნელოვანია, თავს ისე მოუარო, რომ ბუნებრივი დარჩე…“

თიკო ნატროშვილი Music Box-ზე მოდის შესახებ გადაცემას უძღვება სახელად Fashion Time. თიკოს მორიგი გადაცემის ჩაწერაზე შევხვდით "სალონ 58“-ში, ჭავჭავაძეზე, სადაც მოდელმა და ტელეწამყვანმა სალონის ყველა მომსახურება საკუთარ თავზე გამოსცადა, ორ გოგონასთან ერთად. მათ სალონის სტილისტებმა სხვადასხვა იმიჯი მოარგეს, თიკოს რეტრო სტილით ყველა მოხიბლული დარჩა.

რეკლამა