ფრედი მერკურის საუკეთესო განსახიერება – მარკ მარტელი „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარია!..

ფრედი მერკურის საუკეთესო განსახიერება – მარკ მარტელი „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარია!..

შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ 2018 წლის ლეგენდარული „ქუინის“ და მათი მუსიკალური მემკვიდრეობის დაცვის წელია. ბრწყინვალე მუსიკალური ჯგუფის „ქუინის“ შესახებ გადაღებულმა ფილმმა „ბოჰემური რაფსოდია“ ყველა დაჯილდოების ცერემონიალი მოიცვა, ფრედი მერკურის განსახიერებისთვის კი რამი მალეკმა ყველა შესაძლო ჯილდოს გამოჰკრა ხელი, მათ შორის ნებისმიერი მსახიობისთვის სანატრელ „ოქროს გლობუსს“ და ასევე ამერიკული კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს, „ოსკარს“, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა.

თუკი რამი მალეკმა ფრედი მერკურის სახება კინოში შექმნა, იგივე მუსიკაში კანადელმა ვოკალისტმა, მარკ მარტელმა მოახერხა. „ქუინის“ დრამერმა, როჯერ ტეილორმა მისი პირველად მოსმენის შემდეგ თქვა: „მარკ მარტელის მოსმენისას თვალებს თუ დახუჭავთ, თვალწინ ფრედი მერკური წარმოგიდგებათ“. სწორედ ამიტომაც მიიწვიეს „ბოჰემური რაფსოდიის“ გასახმოვანებლად, მის მუსიკალურ ნაწილში ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად გამოსდის ფრედი მერკურის არცთუ იოლად შესასრულებელი კომპოზიციების წარდგენა მსმენელისთვის ისე, რომ ამ უკანასკნელს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება არ გაუჩნდეს. რასაკვირველია, ფრედი მერკურის ვოკალურ შესაძლებლობებს ვერავინ დაეწევა, თუმცა „ქუინის“ რეპერტუარს საუკეთესოდ მსოფლიოში სწორედ მარკ მარტელი ირგებს.

ეს მოსაზრება, პირველ რიგში, სწორედ „ქუინის“ წევრებს, ბრაიან მეის და როჯერ ტეილორს გაუჩნდათ. სწორედ ამიტომ შეარჩიეს უამრავ პრეტენდენტს შორის უპირობოდ მარკ მარტელი, როცა პროექტისთვის „ქუინ ექსტრავაგანზა“ სოლისტს ეძებდნენ.

ფაქტები, რომლებიც უნდა იცოდეთ მარკ მარტელის შესახებ:

1999-2013 წლამდე იყო ჯგუფის Downhere წევრი, რომლებთან ერთადაც, სხვადასხვა კომპოზიციისთვის, 5-ჯერ იყო დაჯილდოებული Juno Awards-ით.

მარკ მარტელის ვიდეოები სხვადასხვა არხზე, მათ შორის, „იუთუბსა“ და „ფეისბუქზე“, 85-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

იყო სტუმარი სხვადასხვა პოპულარული ამერიკული შოუსი, მათ შორისაა American Idol (სადაც „ქუინთან“ ერთად გამოვიდა) და ელენ დეჯენერესის შოუ.

2016 წელს ერთ-ერთ კანადურ არხზე სელინ დიონის წინაშე მისივე მიწვვეით წარდგა და მომღერლის სრული აღფრთოვანება დაიმსახურა.

საქართველოში „ბოჰემური რაფსოდია“ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. საქართველოს კინოთეატრებში ფილმი „ქუინის“ შესახებ დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა და ის უამრავმა ადამიანმა ნახა. კინოთეატრებში მისი პრემიერა რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წარადგინა.

რადიოჰოლდინგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წლევანდელი „ოქროს ტალღა“ – წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია „ქუინს“ მიეძღვნება, მარკ მარტელი კი ღონისძიების სპეციალური სტუმარი იქნება და ქართველი მსმენელი პირველად მოისმენს მუსიკოსს, რომელიც ფრედი მერკურის საუკეთესო მუსიკალურ განსახიერებად არის აღიარებული.

„ოქროს ტალღა 2019“ 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. გამარჯვებულები კი 15 კატეგორიაში გამოვლინდებიან.

სიახლეები/

|

April 15, 2019 / 1:11 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მარკ მარტელი: „დიდი მადლობა, საქართველო!..“

კანადელი შემსრულებელი, მარკ მარტელი საქართველოს „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონილზე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მოწვევით ესტუმრა. მან თბილისში ორი დღე დაჰყო, მენეჯერებთან და მეუღლესთან ერთად. უცხოელმა სტუმრებმა საქართველოში მიღებული ემოციების გამო აღფრთოვანება ვერ დამალეს. მარკ მარტელმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე არაერთი ფოტო თუ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში სტუმრობის შესახებ დადებით კონტექსტში ისაუბრა. მარკმა დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ მსმენელს თბილი […]

„ოქროს ტალღა“ და მის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი სოციალურ ქსელებში

„ოქროს ტალღა“ დასრულდა, მაგრამ აჟიოტაჟი მის გარშემო არ წყდება. წლევანდელი წელი ძალიან პოპმეზური, საინტერესო და მუსიკალურად დატვირთული გამოვიდა. დამსწრე საზოგადოებას არ განელებია ის აღფრთოვანება, რაც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე „ქუინის“ სიმღერების საუკეთესო შემსრულებლის, მარკ მარტელის პერფორმანსმა გამოიწვია. წლის სიმღერის ტიტული მოიპოვა ანრი ჯოხაძის სიმღერამ„ ცივი ნოემბერი“, რომელიც ნიკა ჩერქეზიშვილის ტექსტზე შეიქმნა. […]

მარკ მარტელი რადიო „ფორტუნაში“ სტუმრობას „ფეისბუქ“-პოსტით გამოეხმაურა

„დღევანდელი ინტერვიუ რადიო „ფორტუნასთან“, – ასეთი წარწერით აქვეყნებს კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი საკუთარი ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე რადიო „ფორტუნას“ სტუდიაში გადაღებულ ფოტოს. ის ამჟამად რადიოჰოლდინგში იმყოფება, სადაც იტნერვიუ მისცა თათა სადრაძეს, აგდაცემაში „არტ FM“. შეგახსენებთ, რომ მარკ მარტელი საქართველოში გუშინ ღამე ჩამოვიდა. დღეს დილას მან მიიღო მონაწილეობა „ოქროს ტალღის“ პრესკონფერენციაში, რომელიც სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“ გაიმართა. შემდეგ „ბრავო […]

ხუმრობით დაწყებული პროექტი,რომელიც წლევანდელი „ოქროს ტალღის“ ნომინანტია

„ოქროს ტალღა“-ზე წლის დებიუტის ნომინაციაში რადიო „ფორტუნას“, „ავტორადიოს“ და „ფორტუნა პლუსის“ წამყვანების, ნიკა კაციას, გვანცა გადაბაძისა და ნიკო ცალანის მიერ შექმნილი Project O სიმღერით „არ მახსოვს“ ნომინანტების სამეულშია. წამყვანებისთვის ეს დიდი მოულოდნელობა და სიხარული იყო. საახალწლოდ სპონტანტურად შექმნილი სიმღერა, რომელიც თავიდან უბრალო ხუმრობად იყო ჩაფიქრებული, ბევრისთვის აღმოჩნდა მოსაწონი, მათ შორის, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურისთვისაც. წლის სიმღერის […]

მარკ მარტელი: „სიამოვნებით გავსინჯავ ქართულ სამზარეულოს და დავათვალიერებ ღირსშესანიშნაობებს“

კანადელი შემსრულებელი, რომელიც „ქუინის“ სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა და ფილმის „ბოჰემური რაფსოდია“ მუსიკალურ ნაწილში საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი, საქართველოს სტუმრობს. ის თბილისში რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიწვევით, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. „ოქროს ტალღაზე“, რომელიც 11 ივნისს, თბილისისა და ოპერის ბალეტის თეატრში იმართება, „ქუინის“ რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერები შესრულდება მარკ მარტელის მიერ, თუმცა მასთან ერთად სცენაზე გორის ქალთა გუნდი და თბილისის […]

რეკლამა