„2 წლის მერე, პირველად მივფრინავთ დასასვენებლად“ – ასე დაასათაურა პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა მეუღლესთან, ლელა წურწუმიასთან და ქალიშვილთან, მარიკოსთან ერთად თბილისის აეროპორტში გადაღებული ფოტო. მანამდე პროდიუსერმა დაწერა, რომ ძალიან დატვირთული საახალწლო საკონცერტო გრაფიკის შემდეგ მას და მის მუსიკოსებს ნამდვილად სჭირდებოდათ კარგი დასვენება და ორკვირიან პაუზას იღებდნენ. ოჯახმა ერთად დუბაიში გამგზავრება გადაწყვიტა და ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროს მიაშურა.
January 21, 2022 / 12:33 pm
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ბოლო პერიოდია, საქართველოში იშვიათად არის. ჯერ აშშ-ში იმოგზაურა რამდენიმე თვე, შემდეგ კი იქიდან დუბაიში გადაინაცვლა, სადაც თეატრის სცენაზე ბენდთან ერთად გამოვიდა. მის საღამოს ჰოლივუდის მსახიობი სტივენ სიგალი ესწრებოდა, რომელმაც მისი შესრულების გამო აღფრთოვანება ვერ დამალა… ნუცა ბუზალაძე: ჩემი ახალი კლიპი ამერიკაში გადავიღე. გადამიღო ამერიკელმა რეჟისორმა. სიმღერა იქნება მისი ახალი ფილმის „მეოჯახე კაცი“ […]
ლელა წურწუმია ყოველდღიურად უამრავ წერილს იღებს. მას სთხოვენ იმის გაზიარებას, თუ როგორ ახერხებს საოცარ ფორმაში ყოფნას. ერთ-ერთი წერილის პასუხად, მან თავისი საიდუმლო გაგვიმხილა: „ივარჯიშეთ ინტენსიურად და იკვებეთ ზომიერად. საღამოს შვიდის მერე არ მიიღოთ საკვები და რაც მთავარია, განწყობა ქმნის საბოლოო შედეგს, მეტი პოზიტივი, მოტივაცია, ღიმილი და არასდროს ბოღმა არ ჩაიდოთ გულში, აბერებს და აუშნოებს. მიყვარხართ, […]
ნინი გოგიჩაიშვილი უკრაინულ არხზე გადაცემას უძღვება, სადაც საინტერესო ადამიანებისა და არაორდინარული პროექტებისა და ბიზნესმოდელების შესახებ უყვება მაყურებელს. ნინი ამჟამად დუბაიშია, სადაც არა მხოლოდ უკრაინული არხისთვის მუშაობს. ნინი, მოგვიყევი შენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ. რატომ ხარ დუბაიში წასული? ვფიქრობ ახლა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია ჩემთვის, როცა ვმუშაობ საკუთარი თავის, უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რადგან ახალ ამპლუაში მაყურებლის წინაშე გამოჩენა […]
პროდიუსერი კახა მამულაშვილი გადაცემა „ქალების“ სტუმარია. ანონსიდან ჩანს, რომ წამყვანები ინტერესდებიან, როგორ ახერხებს ის ასეთ კარგ ფორმაში ყოფნას. მამულიჩა ამბობს, რომ ეს შიშის დამსახურებაა. ალექსანდრა პაიჭაძის რეპლიკას, რომ ეს ფორმიდან ამოვარდნის შიშია, მამულიჩა ამატებს: „და მეუღლისაც…“ (ვიდეო)
ნუცა ბუზალაძე ამჟამად დუბაიში იმყოფება. მან გუშინ ბენდთან ერთად კონცერტი გამართა, სადაც მსოფლიო ჰიტები შეასრულა. უიტნი ჰიუსტონის სიმღერის შესრულებისას მას დარბაზში მჯდომი ცნობილი მსახიობი სტივენ სიგალი მიესალმა. სტივენი ამ საღამოს საპატიო სტუმარი გახლდათ. შესაბამის ვიდეოს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. (ფოტოები/ვიდეო)