ფოტო: ანუკი არეშიძემ ახალი კაფსულა-კოლექცია ბრიტანული ონლაინმაღაზიისთვის შექმნა

0
474

ანუკი არეშიძის ახალი კაფსულა-კოლექცია, სადაც წითელი ფერი დომინირებს, დიზაინერის სოციალურ ქსელებში ახლახან გამოჩნდა. თორნიკე აივაზიშვილის ფოტოკამერის წინ მოდელმა თათია ახალაიამ მოირგო ანუკის ახალი ნამუშევრები, რომლებიც ქართველმა დიზაინერმა სპეციალურად ბრიტანული ონლაინმაღაზიისთვის brownfashion.com შექმნა. ანუკიმ ამჯერადაც არ უღალატა საკუთარ ხელწერას და ბრჭყვიალა ქსოვილები და ტყავი გამოიყენა. ქალური კოლექციის შეძენა ბრიტანულ საიტზეა შესაძლებელი.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here