,,ერთი დიდი დისკოთეკა იქნება, სადაც მოსულ სტუმრებს ლელასთან ერთად შეეძლებათ სიმღერა და მაქსიმალურად გართობა” – მზადება 4 ოქტომბრის კონცერტისთვის

,,ერთი დიდი დისკოთეკა იქნება, სადაც მოსულ სტუმრებს ლელასთან ერთად შეეძლებათ სიმღერა და მაქსიმალურად გართობა” – მზადება 4 ოქტომბრის კონცერტისთვის

თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემას ,,რადიო დუეტი” ლელა წურწუმია და მამულიჩა, 4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში დაგეგმილი გრანდიოზული სოლოკონცერტის დეტალებით სტუმრობდნენ… 

მოგვიყევით როგორ ემზადებით კონცერტისთვის?

მამულიჩა:

ძალებს არ ვიშურებთ, ძალიან მაგარ შოუს გპირდებით, ეს იქნება ყველასგან განსხვავებული კონცერტი, კოსტიუმირებული, გვეყოლება ,თედასის” მოცეკვავეები და ასევე ჰიპ-ჰოპის განხრით ირაკლი ფიფიას ,,მე სტუდიო”. გვყავს მოწვეული შემსრულებლები, ძირითადი ,,ნონ სტოპ” ბენდი იქნება, მედუეტეებს ჩამოგითვლით: სტეფანე, დუეტი ჯორჯია, ნოდიკო ტატიშვილი. ”მს ლაითი” იქნება განათებით, გენა მამედოვი აპარატურით, დიჯეი ,,ჰოლი მოლი”, რომელთან ერთადაც სიმღერების ძალიან საინტერესო ელექტრონული ვერსიები გაიჟღერებს. უცხოელი ხმის რეჟისორები ჩამოგვყავს, რომლებიც ჟღერადობაზე იმუშავებენ. ველოდებით ჩვენი თაყვანისმცემლების დიდ არმიას და ეჭვი არ მეპარება, რომ სპორტის სასახლეში 4 ოქტომბერს ძალიან ბევრი ხალხი იქნება. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ბილეთები ძალიან ხელმისაწვდომი ყოფილიყო, რათა ყველამ შეძლოს მოსვლა. ვინც ამ კონცერტზე მოვა ადგილზე ვერ დაჯდება, წინ დიდი საცეკვაო არეალი მოეწყობა, ერთი დიდი დისკოთეკა იქნება, სადაც მოსულ სტუმრებს ლელასთან ერთად შეეძლებათ სიმღერა და მაქსიმალურად გართობა.

ვრცლად გადაცემა…

სიახლეები/

|

September 20, 2019 / 3:03 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნინო ნადირაძე: “3 თვეში ბებია გავხდები”

ნინო ნადირაძეს მალე ბებიობას მივულოცავთ. მას პირველი შვილიშვილი სამ თვეში შეეძინება. მისი გოგონა, ბაია, ფეხმძიმედ არის. “3 თვეში ბებია გავხდები”, წერს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი და ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს. ამ პოსტის ქვეშ დედა–შვილა უამრავი მილოცვა მიიღო. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ბაია კუზანოვა ძალიან ლამაზი ორსულია. (ფოტო)

ია ჩანტლაძე ტყუპების მოლოდინში – „ეს ამბავი რომ გავიგე, ვიტირე…“

მომღერალ ია ჩანტლაძეს, რომელმაც წლებია, უკვე ბიზნესში გადაინაცვლა, პირად ცხოვრებაში დიდი სიახლე აქვს. ის და მისი იტალიელი მეუღლე, ჯანკარლო მერკადანტე ტყუპებს ელოდებიან. წყვილს დიდი ხანია, ერთმანეთი არ უნახავს. პანდემიის გამო, ჯანკარლომ საქართველოში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. როგორც მომღერალმა გვითხრა, ამ განშორებას რაციონალურად უდგებიან და მსჯელობენ, რომ მოუყვებიან შვილებს იმის შესახებ, როგორ გაატარეს კარანტინი მათმა მშობლებმა […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვიდეო: როგორ ერთობიან ლელა და მამულიჩა “ტიკ–ტოკზე”

ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი ძალიან აკრგად ერთობიან ახალი პროგრამით, “ტიკ–ტოკით”, რომელიც ზოგადად, საქართველოში ბერვმა აიტაცა. ახლახან მამულიჩამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მეუღლეს აღვიძებს. აღნიშნულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი მხიარულება გამოიწვია. (ვიდეო)

,,ყველა რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ ყველაზე მეტად ხელოვანებს გაგვიჭირდა” – ლელა წურწუმია ,,არტ-Fm”-ში

13 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემის ,,არტ-FM”-ის სტუმარმა ლელა წურწუმიამ თვითიზოლაციასა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც კარანტინმა შეუქმნა ქართულ შოუბიზნესს. – ლელა, მართალია, კარანტინმა ყველას სერიოზული პრობლემები მოუტანა, მაგრამ განსაკუთრებით მაინც შოუბიზნესმა იზარალა… – მართალია, შეზღუდვები რთული მისაღები აღმოჩნდა, მაგრამ გაგებით მოვეკიდე, რადგან ვიცოდი, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ კეთდებოდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მედიკოსებს და იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, […]

“გილოცავ, დაბადების დღეს, მამულიკო” – კახა მამულაშვილი იუბილარია

“გილოცავ დაბადების დღეს ჩემო მამულიკო, მიყვარხარ” – ლელა წურწუმია მეუღლეს, ცნობილ პროდიუსერს, კახა მამულაშვილს დაბადების დღეს ასე ულოცავს და “ინსტაგრამზე” მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ლელა ამ პოსტის ქვეშ მილოცვებს იღებს – “საუკეთესო წყვილი”, “სიყვარულით გეცხოვროთ მთელი ცხოვრება”, ” ერთად გილოცავთ დღევანდელ დღეს❣️ ძალიან ბევრი ლამაზი და ბედნიერი წელი გაგეტარებინოთ სიყვარულში…”, უწერენ წყვილს. (ფოტო)

ლელა წურწუმიამ ლაივის საშუალებით ასობით კითხვას უპასუხა და სიმღერები შეასრულა

ლელა წურწუმია და მისი მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი შინ ყოფნის პარალელურად, მომღერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებს “ფეისბუქ-ლაივებით” ეკონტაქტებიან. ახლახან ლელას მორიგმა ლაივმა, სადაც მსმენელის შეკითხვებს უპასუხა და რამდენიმე სიმღერა შეასრულა, ერთ დღეში ათიათასობით ნახვა და ათასობით მოწონება დააგროვა. (ვიდეო)

“ძალიან მომენატრეთ” – ლელა წურწუმიამ ონლაინ კონცერტი გამართა

თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული პროექტის, “უსმინე ქართულს” ფარგლებში, ამჯერად მაყურებლის წინაშე, დისტანციურად, ონლაინ ჩართვის საშუალებით, ლელა წურწუმია წარდგა. მან საკუთარი რეპერტუარიდან ყველაზე ცნობილი სიმღერები შეასრულა. ლელამ აღნიშნა, რომ საკუთარ მსმენელთან შეხვედრა ძალიან მოენატრა. კონცერტი თბილისის მერიის გვერდის საშუალებით გადაიცა. (ვიდეო)

რეკლამა