„ერთად ჩაგვაფურთხეს სულში“ – ჯგუფი „ნიუტონი“ სკანდალში ეხვევა!

0
3822

ჯგუფინიუტონისკანდალში ეხვევა. დღესდღეობით საქართველოში ყველაზე პოპულარული მუსიკალურ ბენდს ქართველი ხელოვანები უპირისპირდებიან. “ნიუტონმათბილისობის დღესასწაულზე, ბიძინა კვერნაძის “შემოდგომის ყვავილებს“, თავისებური ინტერპრეტაციით შეასრულა. ხელოვანი ადამიანების გაღიზიანება სწორედ ამ კომპოზიციამ გამოიწვია. კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა, სოციალურ ქსელშინიუტონისმიერ შესრულებული სიმღერა გააზიარა და ამ ვერსიას კარიკატურა უწოდა.

ოთარ ტატიშვილი:ავტორის ჩანაფიქრის ასეთი ფორმით მიწოდება ჩემთვის მიუღებელია და კარიკატურის ტოლფასიარასაც ბატონი ბიძინა არ იმსახურებს ნამდვილადშესაძლოა ახლებურად საინტერესოდ გააჟღეროეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად და მოწიწებითისე რომ ავტორის ჩანაფიქრი და სიმღერის დრამატურგია არ შეილახოს. არ ვიციაბა თქვენ განსაჯეთიქნებ მე სულ გამოვშტერდი? დროს ჩამოვრჩი და აღარაფერი მესმის ქვეყანაზე,  რაც მთავარია წამყვანებს ძალიან მოსწონთ დაწერილი სცენარის მიხედვით .

ტატიშვილის პოსტს ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ, ხელოვანებს შორის იყო პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძეც.

ბადრი ბაგრატიონიგრუზინსკი: “ოთარ სულ არ მიკვირს, ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, იმ კულტურულსაგანმანათლებლო პოლიტიკით, რაც წლების განმავლობაში ხდება.”

ნანა დაუშვილი: “გაუგებარი, უგემოვნო, ბატონი ბიძინას სულის, მუსიკის და საერთოდ ქართული სულის შეურაცხყოფაა. ჯგუფს სხვა ნაწარმოებები ალბათ კარგი აქვს, მაგრამ ნუ შეეხება და ნუ დაამახინჯებს ღირებულს. ეს ხომ საავტორო უფლებების დარღვევაა? აზრი მიჩნდება რომ ეს ყველაფერი გააზრებულად არის გაკეთებული. ვინ განაგებს ამას? ვის ეკუთვნის კონცერტის ორგანიზება? ეს არის ბიძინა კვერნაძის გენიალური ქმნილება? ასე როგორ დასცინეს ქართულს? თან თბილისობის დღესასწაულზე?”

ზვიად კვაჭანტირაძე: “ვინც ეს ვითომ სიმღერა სცენაზე გაუშვა არიან მაპატიეთ და გოიმი, უშნოდ აცუნცრუკებული სირები. გეწყინოთ ! ცხონებული ბიძინა წამოაყენა რას გაგინებდათ. !”

ოთარ ტატიშვილი: “გეთანხმებით,რატომ არ ხსნიან სამსახურებიდან ამის ორგანიზატორებს? მაინცდამაინც სახლი უნდა ჩამოინგრეს ან ხიდი? ან სხვა სააღმსრულებლო კრიმინალი? ეს არაა კრიმინალი? კულტურაა საზოგადოების სახე და ბრენდი ყველა ქვეყანაში წარსული ცივილიზაციებიდან მოყოლებული და რატომ გასდით ამათ ყველაფერი და ყველა მთავრობას უძლებენ და ტივტივებენ?”

[fbvideo link=”https://www.facebook.com/otar.tatishvili.7/videos/1148470365188274/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here