ენრი ლოლაშვილის შემოქმედებითი საღამო გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება

0
1056

საფრანგეთში მცხოვრები კომპოზიტორის, ენრი ლოლაშვილის შემოქმედებითი საღამო ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა 20 ივნისის მოვლენების გამო გადაიდო.

მუსიკალური ღონისძიება 4 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართება. საღამოს სახელწოდებაა „ნოსტალგია“. მას წარმოგიდგენთ ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt.

როგორც პროექტის პროდიუსერი, თეონა ჯორბენაძე აღნიშნავს, ენრი ლოლაშილის საღამოს გამართვა გია ყანჩელის იდეა იყო:

„გია ყანჩელს ძალიან დიდი სიყვარული და თანადგომა შეეძლო მეგობრების მიმართ. და თუ ეს მეგობარი ამავე დროს, კოლეგაც იყო, განსაკუთრებულ რჩევებთან ერთად, ხშირად პირადად ერთვებოდა მისი შემოქმედების უკეთ წარმოჩენის საქმეში.

ენრი ლოლაშვილი მრავალი წელი საფრანგეთში ცხოვრობდა და საქართველოში დაბრუნებული ბატონმა გიამ გაგვაცნო, შემდეგ გაჩნდა იდეა პროექტი “ნოსტალგია” წარგვედგინა რუსთაველის თეატრში. ზაფხულში უნდა ყოფილიყო, მაგრამ 20 ივნისის მოვლენების გამო, რა თქმა უნდა, მოვხსენით.

„ნოსტალგია” იყო მისი უკანასკნელი პროფესიული თხოვნა ჩვენ მიმართ, პროგრამის შედგენასა და საორგანიზაციო საკითხებშიც კი მონაწილეობდა იმდენად უნდოდა, რომ კარგი საღამო გამოსულიყო“.

ღონისძიების მონაწილეები არიან: ნინო ქათამაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, სანდრო ნებიერიძე, დავით ჯაფარიძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, ლევან კემულარია, რეზო კიკნაძე, დავით მალაზონია, პაპუნა შარიქაძე,  სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი: პაატა ცეცხლაძე.

ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე: biletbei.ge

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here