ელექტრონული მუსიკა ორკესტრის შესრულებით თბილისში აჟღერდება

0
730

5 ოქტომბერს ფრანგი არტისტი Worakls თბილისს პირველი სოლოალბომის Orchestra მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

Worakls Orchestra Tour უნიკალური კონცეფციის ტურნეა, ელექტრონული მუსიკა ცოცხალი ორკესტრის აკომპანირებით სრულდება. ფრანგი არტისტი თბილისს 14 ფრანგ მუსიკოსთან ერთად ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე ეწვევა, ხოლო საქართველოში მას აკომპანირებას თბილისის სიმფონიური ორკესტრის 14 წევრი გაუწევს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თბილისის სიმფონიური ორკესტრი და ფრანგი ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი ითანამშრომლებენ. ერთობლივი რეპეტიციები ფესტივალამდე ერთი კვირით ადრე დაიწყება.

ღონისძიება ფესტივალის ახალ ლოკაციაზე გაიმართება: Warehouse 7/მე-7 პავილიონი 5600 მ2 ტერიტორიაა, რომელიც 15 000-მდე სტუმარს იტევს, Warehouse 7/მე-7 პავილიონი ნაძალადევში, ახალქალაქის ქ. 30/32-ში მდებარეობს (მეტრო ნაძალადევის უკან). ახალ ლოკაციაზე, ტრადიციულად, აშენდება საფესტივალო ქალაქი, ტერიტორიაზე წარმოდგენილები იქნებიან ქართველი სტარტაპერები, ფესტივალის სცენა კვლავ დაეთმობა დამწყებ მუსიკოსებს.

2 ნოემბერს ამავე ლოკაციაზე გერმანელი არტისტი Boris Brejcha დაუკრავს. უკვე რამდენიმე წელია, ბრეჟა მსოფლიოს წამყვანი კლუბებისა და ფესტივალების ჰედლაინერია, მისი თითოეული ვიზიტი საქართველოში სეზონის დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here