ეკა ხოფერიას გოგონა 18 წლისაა – „ნუნიკას ვეღარ დავუძახებ…“

ეკა ხოფერიას გოგონა 18 წლისაა – „ნუნიკას ვეღარ დავუძახებ…“

ეკა ხოფერიას უფროს ქალიშვილს 18 წელი შეუსრულდა. ის ეკას პირველი ქორწინებიდან ჰყავს გიორგი ლევიძესთან. ანანო ძალიან ლამაზი გოგონაა და ორივე მშობელს ჰგავს. ის საზღვარგარეთ სწავლობს.

ეკას მეორე ქორწინებიდან ექიმ მიშა ხუჯაძესთან ორი ბიჭი ჰყავს.

როგორც ეკა წერს:

„ის ასაკია, როცა ნუნიკას ვეღარ დაუძახებ) დღეს 18 წლის გახდა და ანა ლევიძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. გილოცავ, დედა, მიყვარხარ ძლიერ და გარდა იმისა, რომ ცხოვრებაზე მეტი ხარ ჩემთვის, მაგრადაც მომწონხარ) 4 აგვისტო – ანა ლევიძე 18 წლისაა“.

ეკამ ნუნიკას კიდევ ერთი, უფრო ვრცელი სტატუსი მიუძღვნა:

„ჩვენ ერთმანეთი 18 წლის წინ 4 აგვისტოს გავიცანით. ზუსტად ვიცოდი, რომ გოგო მეყოლებოდა და ზუსტად ვიცოდი, რომ ანანოს დავარქმევდი. ერთად ბევრი რამ გამოგვივლია. იყო ერთი თვის, „რუსთავი ორზე“ რომ დავიწყე მუშაობა და 2 თვის პირველად მარტო რომ დავტოვე ბებია-ბაბუასთან. სულ მგონია, რომ დავაკელი, სულ ერთგვარი კომპლექსი მქონდა, არ მახსოვს პირველი კბილი, პირველი სიტყვა. მაგრამ პირველი გავლა მახსოვს) გამიმართლა, მაშინ შვებულება მქონდა.

ამას წინათ ჩემი ნაცნობი მეკითხება, სამსახურმა მომთხოვა ვიცხოვრო ბათუმში, ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურია და დაკარგვაც არ მინდა, მაგრამ ერთი წლისაა შვილი და რა ვქნაო? რა გგონიათ, რა ვუპასუხე? არა, მეთქი, არ გიღირს. ამ დროის და ამ საათების მოკლებად არ ღირს. კი, რა თქმა უნდა, არ მექნებოდა სიტყვაზე ბინა, რომელიც ჩემი ფულით შევიძინე, ვერ წავიყვანდი ბევრ ადგილზე… მაგრამ რისი თქმა მინდა, იცით? დამქირავებელსაც უნდა სწორად დაუყენო შენი პირობები და ოჯახი, ბავშვები ყოველთვის პრიორიტეტულია. ან შეძლო და სწორად გადაანაწილო დრო. იდეაში ერთწლიანი(???) ტვ პაუზაც ამიტომაც ავიღე; გარდა იმისა, რომ მინდა ჰოლდინგი კარგად მოვაძლიერო და ასე შემდეგ, მინდა შვილებს მივხედო, მეშინია რამე მნიშვნელოვანი არ გამომეპაროს, ანანო 18 წლისაა, ეწყება მნიშვნელოვანი ეტაპი სწავლისა, ბიჭები 8 და 6 წლის, კარგად მინდა დავაკვირდე, ვის რა ძლიერი მხარეები აქვს, სად სჭირდებათ ჩემი დახმარება, რჩევა…

ეკა, ყველაფერს როგორ ასწრებო, მეუბნებოდნენ ხშირად. ჰოდა, არაა ასე. ყველაფერს მაგრად ვერ მოასწრებ, დგება მომენტი, როცა რაღაც პრიორიტეტიც უნდა წამოწიო წინ, მაგრამ საქმეც არ დაივიწყო, ცხადია)

ანანო კი მინდა მყარად იდგას ფეხზე, კარგი განათლება მიიღოს, იყოს დამოუკიდებელი და დარწმუნებული თავის არჩევანში, იყოს ჯანმრთელი და იყოს ბედნიერი!

ამასვე ვუსურვებ თქვენს შვილებს, აკოცეთ მათ მაგრად და არ დაივიწყოთ, ისინი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან!“

 

 

სიახლეები/

|

August 4, 2017 / 1:03 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ია ფარულავა ძველ სლოგანს იხსენებს: „ვისაც რისი *რაკი გვაქვს ის გვაცვია“

მსახიობი, ია ფარულავა კვლავ არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც მის მიმართ ჩაცმულობის გამო კრიტიკულები არიან. მსახიობი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მას ჭკუას არიგებს: „ჭკუას მარიგებენ – ამდენი ყვავილები სამოსზე ამდენი გუჩი და დოლჩე არ გინდა ტეხავს-ო ვინ გეკითხებათ ნეტა? ალბათ, დაგავიწყდათ ჩემი ძველი სლოგანი – ვისაც რისი […]

ეკა ხოფერიას ვაჟი, რომელსაც მოთხილამურე დაეჯახა, სრულად გამოჯანმრთელდა

რამდენიმე დღის წინ ეკა ხოფერიას ვაჟს ოპერაცია გაუკეთეს და ფეხიდან რკინები ამოუღეს. შეგახსენებთ, რომ სამთო კურორტზე პატარა ნიკოლას თებერვალში დიდი სისწრაფით მიმავალი მოთხილამურე დაეჯახა, რის შედეგადაც მძიმე მოტეხილობა მიიღო. ეკა ხოფერიამ ახლახან გამოაქვეყნა სამადლობელო წერილი ექიმების მიმართ, რომლებმაც მისი შვილი გამოაჯანმრთელეს. ასეთი წერილები იმდენად იშვიათია, რომ ტელეწამყვანის პოსტს სრულად გთავაზობთ: „3 თებერვალს ნიკოლკას მოტეხილი ფეხის […]

ეკა ხოფერიას ვაჟს ბაკურიანში სრიალისას ქალი დაეჯახა – „ბარძაყის ძვალი მოტეხა…“

ეკა ხოფერია აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მის ვაჟს, ნიკოლკას გამოჯანმრთელებას უსურვებენ. როგორც ტელეწამყვანი წერს, ბაკურიანში სრიალისას ნიკოლკას „ჩაინიკი დეიდა“ დაეჯახა, თუმცა ახლა ყველაფერი კარგად არის. ეკა ხოფერია აღნიშნავს: „ნიკოლკა უკვე კარგად არის, ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ვინც არ იცის, ბაკურიანში ერთი „ჩაინიკი“ დეიდა დაეჯახა და ბარძაყის ძვალი მოტეხა. რომ ვამბობდი, „აილეწა“-მეთქი ( იმ საათებში, აბა, სიტყვებს როგორ […]

როგორ გამოიყურება ეკა ხოფერია საცურაო კოსტიუმში – ნახეთ ტელეწამყვანის შესაშური ფორმები

ეკა ხოფერია საკუთარი შოუს გადაღებებზე კანარის კუნძულებზე, კერძოდ, ტენერიფეზე იმყოფება. ეკა საკუთარ ვოიაჟს სოცქსელებზე საკმაოდ ხატოვნად აღწერს, უამრავ ფოტოს ათავსებს და აღნიშნავს, როგორი დაუვიწყარი ვოიაჟი გამოუვიდათ მას და მის გუნდს. ერთ-ერთი ფოტო იახტაზე აქვს გადაღებული, სადაც საკუთარ შესაშურ ფორმებს აჩენს და საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი. „დღეს ვისეირნეთ იახტით ოკეანეში, ვნახეთ დელფინები, მძინარე ვეშაპები, შევედით „ბუხტაში“ გავჩერდით, […]

ეკა ხოფერიამ დაბადების დღე გერმანიაში აღნიშნა – ტელეწამყვანს 45 წელი შეუსრულდა

9 ივლისს ეკა ხოფერია 45 წლის გახდა. მან თავისი დაბადების დღე მეუღლესთან ერთად გერმანიის ქალაქ ალტენტრეპტოვში შეხვდა. ამ ქალაქს წყვილი იმიტომ ეწვია, რომ ტელეწამყვანის ექიმ მეუღლეს მუხლზე ოპერაცია დასჭირდა. ახლა, როგორც ეკა წერს, ყავარჯნით სარგებლობს და წიგნსაც წერს, თუმცა მეუღლისთვის დაბადების დღის ორიგინალურად მილოცვა არ დავიწყებია. ეკა აღნიშნავს: „ტკბილი სიზმრების წინ საკითხავი) ე.ი. რა ქნა […]

რეკლამა