ეკა ჩხეიძე: „საშინელი ავარიის შემდეგ აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის ცოლი…“

0
569

ეკა ჩხეიძე „რუსთავი 2“-თან იმ ამბების შესახებ საუბრობს, რომლებმაც ის შეცვალა. ერთ-ერთია ავარიის ამბავი, რომლის დროსაც ძალიან დაშავდა და დაერღვა ვესტიბულური აპარატი, დიდხანს ვერ დადიოდა.

„მეგობარმა დაიწყო მოკითხვა, იმდენი მომიარა, იმდენი გადამყვა, რომ ბოლოს მითხრა, ცოლად გამომყევიო. ალბათ, არასდროს გავთხოვდებოდი, რადგან გათხოვებაზე დღემდე ცუდი რეაქცია მაქვს. მყავდა სერიოზული თაყვანისმცემელი, რომელიც ცოლობას მთხოვდა, მაგრამ იმ პერიოდში არც მიფიქრია, არაფრით არ გავყევი. უცებ აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის ცოლი… ჩემი კლასელის ძმა იყო და ვიცნობდი ბავშვობიდან, ოღონდ სერიოზულად არ აღიქმებოდა ეს, ყველაზე ვიფიქრებდი, ოღონდ მასზე არა. ამ ავარიამ სრულიად შეცვალა ჩვენი ურთიერთობა, დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და გადაწყვიტა ჩვენი ბედი. 20 წელი ვიცხოვრეთ ერთად და გვყავს ორი შვილი…

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here