დღეს „მხოლოდ ქართულში“ ლელა წურწუმიასა და სტეფანეს სიმღერები შესრულდება

0
923

დღეს, 27 იანვარს, „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალური ტური გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ხუთი მონაწილე დარჩა დღევანდელ ტურში – თამთა ხუხუნაიშვილი, ანა ქურთუბაძე, გიორგი ძოწენიძე, ლუკა ჭოხონელიძე და ნინი შონია.

კონკურსი „მთავარი არხის“ ეთერში, ტრადიციისამებტ, საღამოს ათ საათზე დაიწყება.

ხუთივე მონაწილე დღეს ორ სიმღერას შეასრულებს, ერთს ლელა წურწუმიას, მეორეს კი სტეფანეს რეპერტუარიდან. შესაბამისად, ერთი ნომრიდან შეგიძლიათ თქვენს ფავორიტს ორჯერ დაურეკოთ.

ზარების და ჟიურის წევრების შეფასებებიც დაითვლება და დაჯამდება ორ-ორჯერ, ლელა წურწუმიას და სტეფანეს ტურების მიხედვით.

შეგახსენებთ, რომ „მხოლოდ ქართულზე“ ზარები უფასოა.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here