დღეს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე „რეზო და ბავშვები“ კონცერტი გაიმართება

დღეს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე „რეზო და ბავშვები“ კონცერტი გაიმართება

ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ 18 აგვისტოს, პროექტის „Check in Georgia“ ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე, კონცერტს გამართავენ. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

კონცერტთან დაკავშირებით, 18 აგვისტოს, სასტუმრო „მგზავრებში“ პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს დაგეგმილ კონცერტზე და სამომავლო გეგმებზე. ჯგუფის ხელმძღვანელის, რეზო ბლიაძის განცხადებით, კონცერტზე შედგება მათი ბოლო ანიმაციური კლიპის, „ველოსიპედის“ პრეზენტაციაც, რომელიც სტუდიამ „ველოსიპედი“ დაამზადა, ხოლო ტექსტისა და მუსიკის ავტორი თავად რეზო ბლიაძეა.  უახლოეს მომავალში ჯგუფი ალბომის გამოშვებას და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კონცერტების ჩატარებასაც გეგმავს.

“მადლობას ვუხდი  პროექტის ორგანიზატორებს, რადგან მართლაც მნიშველოვანია ასეთი მასშტაბური კონცერტის ორგანიზება და ის, რომ ამ პროექტში ვიღებთ მონაწილეობას. ძალიან დიდი მადლობა „Check in Georgia“-ს რომ მოგვეცა საშუალება მაღალი დონის აპარატურაზე და „საუნდზე“ გავტესტოთ ჩვენი შესაძლებლობები“ – განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა.

14017994_1092988920738908_60337001_n

სიახლეები/

|

August 18, 2016 / 4:28 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

მაია ასათიანი: „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ…“

აია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა რამდენიმე სთორი, სადაც ჩემოდნით არის გადაღებული. როგორც მაია ამბობს, თებერვალში, როდესაც მისი შვილის გარდაცვალების დღე ახლოვდება, ის საქართველოდან აუცილებლად მიემგზავრება შორეულ ქვეყანაში. „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ, ჩემს ოცნებაში. მისურვეთ კეთილი მგზავრობა. 16 საათი უნდა ვიფრინო. სინამდვილეში არის ჩემი შვილის გარდაცვალების წლისთავი. ასეთ დროს ყოველთვის მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან და ასე მარტო მივემგზავრები….“, […]

ვიდეო: ერეკლე დეისაძემ „დიდი სცენა“ სიმღერით „რაც მამას უნდა“ გახსნა

ერეკლე დეისაძე „რუსთავი 2“-ის მუსიკალური შოუს „დიდი სცენა“ ერთ-ერთი ჟიურის წევრია. მან გუშინდელ ლაივზე სცენა თავად დაიკავა და შეასრულა თავისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა „რაც მამას უნდა“. ნომერს შესაბამისი ეკრანული გაფორმება ახლდა თან. (ვიდეო)

ქეთი გაბისიანის შემოქმედებით საღამოზე ბილეთები სამ დღეში სრულად გაიყიდა – „ამას არ ველოდი…“

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 25 თებერვალს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის კონცეპტუალურ შემოქმედებით საღამოს წარადგენს, სადაც მუსიკოსებისა და შემსრულებლების დიდი რაოდენობა მონაწილეობს, მათ შორის ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, „შვიდკაცა“, თეატრალურის კვარტეტი“,  აჩიკო ნიჟარაძე, პაპუნა შარიქაძე, გიორგი ცაგარელი, ლაშა დეისაძე და სხვანი. აღსანიშნავია, რომ საღამოზე დასასწრები ბილეთები სამ დღეში სრულად გაიყიდა, რაც […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„რეზო და ბავშვების“ სოლისტი გიორგი ცაგარელის შესრულებას „სიმღერის დაკვლას“ ადარებს (ვიდეო)

„რეზო და ბავშვების“ სოლისტი, რეზო ბლიაძე გიორგი ცაგარელისა და სიმებიანი ორკესტრის (Zagareli & Strings) „აკუსტიკაში“ სტინგის ცნობილი მელოდიის შესრულებას აკრიტიკებს. ჯგუფის სოლისტი აღნიშნავს, რომ მაგარი მუსიკოსები უკრავენ, თუმცა ვერსია არ მოეწონა. რეზო წერს: „მაგარი მუსიკოსებიც არიან და ძაან გასულებიც, მაგრამ ქავერის გაკეთება და სიმღერის „დაკვლა“ რა პონტია, არ ვიცი…  ბაში-აჩუკის საუნდტრეკი რომ სტინგს დაეწერა, ეგეთი […]

„რეზო და ბავშვები“: „ჩვენი მიზანია, დავწეროთ სიმღერა, რომელზეც მთელი დედამიწა იცეკვებს!..“

ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ აქტიურად ემზადება 8 მარტს „სფეისჰოლში“ დაგეგმილი კონცერტისთვის. ბიჭები ნერვიულობენ… მათთვის ეს საპასუხისმგებლო დღეა და ამ კონცერტში ყველანაირი რესურსი ჩადეს. „რეზო და ბავშვების“ ოთხ წევრს კლუბში „10/11“ შევხვდით ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის. რეზო ბლიაძე: კონცერტისთვის ვემზადებით, რადგან გასულმა ზაფხულმა აჩვენა, რომ ჯგუფზე მოთხოვნა არის და ეს ძალიან სასიამოვნოა. კარგია, როცა ასეთი პატივი გაქვს, როცა შენს […]

„რეზო და ბავშვები“ „სფეისჰოლში“ კონცერტზე ირაკლი ჩარკვიანის „მენატრებას“ ქავერსაც წარმოადგენენ (ვიდეო)

პოპულარული ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ „სფეისჰოლში“ გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადებიან. რეპეტიციები უკვე დაწყებულია. ბიჭები ყოველდღიურად ემზადებიან და თავიანთი რეპერტუარიდან სხვადასხვა სიმღერის ახლებურ ვერსიებსაც ამუშავებენ. კონცერტზე მოსულ მსმენელს დიდი სიურპრიზი ელის. რეპერტუარში იქნება ირაკლი ჩარკვიანის „მენატრება“, რომლის საკუთარი ვარიანტი მუსიკოსებმა უკვე დაამუშავეს. შეგახსენებთ, რომ კონცერტი 8 მარტს გაიმართება „სფეისჰოლში“. ბილეთები უკვე იყიდება. ჯერჯერობით მათი ფასი 20 ლარია, […]

„რეზო და ბავშვების“ ახალი სიმღერის პრემიერა 19 ნოემბერს შედგება (ვიდეო)

19 ნოემბერს, კლუბში „10/11“ პოპულარული ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ დაუკრავს. მისი წევრები საღამოსთვის აქტიურად ემზადებიან. ახლახან გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც „ფეისბუქ“-მომხმარებლებს ახალი სიმღერის ერთგვარი მონახაზი წარუდგინეს. სიმღერის სახელწოდებაა „ბავშვური თამაშები“ და მისი პრემიერა სწორედ 19 ნოემბრის კონცერტზე შედგება. კომენტარებში, რომელიც ჯუგუფის ლაივ-ვიდეოს მოჰყვა მათი თაყვანისმცემლებისგან, წერენ, რომ მალე, სავარაუდოდ, ახალი ჰიტი გამოცხვება. „რეზო და ბავშვები“ სიმღერის […]

რეზო ბლიაძე: „ვინც „რეზო და ბავშვების“ ახალი ვიდეოს გადაღებაზე არ მოვიდა, მაინც გვევასება ძალიან…“

„რეზო და ბავშვების“ სოლისტი რეზო ბლიაძე ახალ ვიდეორგოლზე გვესაუბრება, რომელმაც „იუთუბზე“ უკვე საკმაო რაოდენობის ნახვა დააგროვა. მისი სახელწოდებაა „მევასები ძალიან“. რეზო ბლიაძე: ეს სიმღერა 4 წლის წინ დაიწერა. პრემიერა შედგა „პროფილში“. ეს ვიდეო გარკვეული პერიოდის განმავლობაში იდო „იუთუბზე“, ერთ დღეს კი გაქრა. ინტერნეტში დარჩა მხოლოდ ფოტოებით აწყობილი ვიდეო, რომელსაც უბრალოდ ეწერა სიმღერის სახელწოდება. ხალხი ისმენდა […]

რეკლამა