ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ მუსიკალური ხელმძღვანელი, ცნობილი კომპოზიტორი, დავით მალაზონია გასული წლის ნოემბერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა, რის შედეგადაც მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, რომელსაც ხანგრძლივად მკურნალობდა.
სანამ კომპოზიტორი გამოჯანმრთელდებოდა, მისი ანსამბლის წევრებმა კონცერტებზე უარი თქვეს. ახლა კი დავით მალაზონია ჯგუფსა და სცენას უბრუნდება.
„ირიაოს“ პირველი გამოსვლა „უღრან ტყეში“ ექნება, ეს არის საკონცერტო ლოკაცია, რომელიც წყნეთში მდებარეობს.
ღონისძიება 3 მაისსაა ჩანიშნული.
April 15, 2019 / 2:57 pm
მომღერალი ია ტომაში ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვებს, რომლებიც თიკა ჯამბურიას „ფარულ კონვერტში“ მისდამი გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვს. როგორც თიკამ აღნიშნა, იასთან მეგობრობდა და მან მის შეყავრებულთან გააბა რომანი, რაზეც თიკას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. ია ამბობს, რომ თავი არც ისეთი ცნობილი ეგონა და ეს ამბავი საკუთარი თავის პიარად მიიჩნია: „საერთოდ, ვინ არის ეს გოგოო, კითხულობდნენ […]
ცნობილი ინგლისელი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, პალომა ფეითი (Paloma Faith) გიორგი ქებურიას სამოსში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქებურიას მიერ შექმნილ სამოსს ან აქსესუარს, კონკრეტულად კი, სათვალეს, რომელიმე ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი ირგებს. სხვადასხვა გადაღებასა თუ წვეულებაზე ქართველი დიზაინერის ნამუშევრებით საზოგადოების წინაშე წარდგენენ რიანა, ლედი გაგა, კორტნი კარდაშიანი და სხვები. გიორგი საკუთარ […]
ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელ მეუღლესთან, ბენ ჩეიმთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს იმ სირთულეების შესახებ, რომელიც წყვილს აქვს, თუმცა დასძენს, რომ რადგან იცის, რომ ბენისნაირად არასდროს არავის ჰყვარებია, ამ სიძნელეებს უმკლავდება… გთავაზობთ ტელეწამყვანის პოსტს: „თუ გიყვარს ადამიანი, სულ უნდა უმეორო,რომ გიყვარს…. ზოგჯერ რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ ისევ საქართველოში:))) (ხშირად!) მაგრამ ზუსტად ვიცი, […]
ანსამბლ „ირიაოს“ მუსიკალურ ხელმძღვანელს, ცნობილ კომპოზიტორს, დავით მალაზონიას ნოემბრის დასაწყისში პეკინზე სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე გახლდათ, როდესაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს. კომპოზიტორს სახესა და ორივე ფეხზე ოპერაციები ჩაუტარდა და დიდი ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. მცირე ხნის წინ ის გამოწერეს, თუმცა დავით მალაზონია იმავე საღამოს ცუდად გახდა და ამჟამად „ნიუ ჰოსპიტალსში“ იმყოფება. მას […]