დათუნა მგელაძე: „ჩემზეც ხშირად უთქვამთ, რომ გეი ვარ, მაგრამ ვაცხადებ, რომ ნატურალი ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები!..“

დათუნა მგელაძე: „ჩემზეც ხშირად უთქვამთ, რომ გეი ვარ, მაგრამ ვაცხადებ, რომ ნატურალი ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები!..“

დათუნა მგელაძემ ჟურნალ „სარკესთან“ თავის ახალ კლიპზე ისაუბრა, რომელიც პრაღაში გადაიღო და მასში უცხოელი მოდელი მონაწილეობს, ვერონიკა სტარას ხშირად იღებენ „პლეიბოისთვის“, თუმცა როგორც დათუნამ აღნიშნა, კლიპის თემა მოგონებებია და მასში ეროტიკული კადრები არ იქნება.

დათუნას ჟურნალისტმა დაუსვა აქტუალური შეკითხვა თემაზე, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ლგბტ თემის მიმართ, რაზეც დათუნამ შემდეგნაირი პასუხი გასცა:

„არ შეიძლება, ცუდად მოექცე ადამიანს, რომელსაც სრული უფლება აქვს, იცხოვროს ისე, როგორც უნდა. არც მიტინგების მოწყობა შეიძლება მათ წინააღმდეგ. რა უფლება გვაქვს, ვინმეს მივუთითოთ, როგორ იცხოვროს? ჩემზეც არაერთხელ უთქვამთ, რომ გეი ვარ.

კარიერის საწყის ეტაპზე ამ ჭორს ვერ ვიგებდი, ძალიან ვბრაზდებოდი. მინდოდა, მომეძებნა, ვინც ასეთ ჭორებს მივრცელებდა და ცუდად მოვქცეოდი. ჩემ ცხოვრებაში პოპულარობა ისე უცებ შემოიჭრა, ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი. კოლეგები მეუბნებოდნენ, ამას თუ ვერ შეეგუები, სხვა საქმით დაკავდიო.

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ასეთ ჭორებს აღარ განვიცდი, რადგან ასეთი საბაბი არასდროს არავისთვის მიმიცია. ვაცხადებ, რომ ნატურალი ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები. ვინც თავს უვლის და მოწესრიგებულია, ფიქრობენ, რომ აუცილებლად გეი უნდა იყოს.

თქვენს პირად ცხოვრებაზე ჭორები ხშირია?

კი, როგორ არა! თურმე ასაკით უფროსი ქალი მყოლია საყვარლად, რომელიც ჩემზეა გადაყოლილი და ყველაფერს მიკეთებს. ვისაც კითხვის უფლება აქვს, ყველა მეკითხება, მართალია თუ არა. არ ვიცი, ასეთი აბსურდული ჭორი საიდან მოიტანეს.

სიახლეები/

|

November 8, 2017 / 5:03 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

თბილისის მოდის კვირეულის შთამბეჭდავი გახსნა, რომელიც მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნა

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს შესანიშნავი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის გახსენებით დაიწყო. საღამო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილი გახლათ, ნაციონალური სასახლის (ყოფილი პიონერთა სასახლის( თვალისმომჭრელად ლამაზ ეზოში გაიმართა. ბაფთებიანი გოგონები გრძელ კაბებში მედეა ჯაფარიძეს, როგორც სტილის კერპის ტიტულს ამართლებდნენ. შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, სიმწვანე, ქართული სიმღერები, როგორც ტრადიციულად შესრულებული, ანთებული ფიალების თანხლებით, ასევე „ნიუტონის“ […]

ემინი 1-ელ ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში ორკესტრთან ერთად წარდგება

რუსული ესტრადის ერთ-ერთი აქტიური წევრი, აზერბაიჯანელი მომღერალი ემინი, რომელიც არაერთ მუსიკალურ ჯილდოს ფლობს, საქართველოს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა, რომელსც „ბუმერანგი“ ჰქვია. დღესდღეობით ემინის ანგარიშზეა ცხრა ინგლისურენოვანი და რამდენიმე რუსულენოვანი ალბომი, მომღერალი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა Warner Music da Sony ATV Music Publishing. ის დუეტებს ასრულებს „ა- სტუდიოსთან“, გრეგორი ლეფსთან, პოლინა გაგარინასთან, ლაიმა ვაიკულესთან… ემინის […]

25 მაისს „სფეისჰოლი“ ბერლინურ ტექნოსაღამოს მასპინძლობს

MONUMENT-ისა და MOVEMENT-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისში, კერძოდ კი, SPACEHALL-ში ბერლინური ტექნო საღამო მოეწყობა, 25 მაისს არის დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან შემდეგი არტისტები: MIND AGAINST // EINMUSIK // JONAS SAALBACH. MIND AGAINST – ეს არის იტალიური დუო, რომელიც უკვე მრავალი წელია, ტექნო მუსიკას ქმნის, ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს, მიიჩნევიან საკმაოდ წარმატებულ არტისტებად, მათი შემოქმედება […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

დათუნა მგელაძე პრაღაში კლიპს იღებს – „პლეიბოის“ ვარსკვლავი მონაწილეობს…“

დათუნა მგელაძე ვერიკო ტურაშვილსა და კახა კუხიანიძესთან ერთად რამდენიმე დღის წინ ჩეხეთში, პრაღაში გაემგზავრა, სადაც კონცერტი გამართა. იქვე გადაწყდა, რომ თავის ახალ ქართულ-ფრანგულ სიმღერაზე კლიპს გადაიღებდა. იდეის ავტორი პრაღაში მცხოვრები ქართველი ასმათ შანავა გახლავთ. დათუნას პრაღაში დავუკავშირდით. დათუნა მგელაძე: პრაღაში მე, ვერიკოსა და კახა კუხიანიძეს, ასმათ შანავასგან მიწვევა გვქონდა, აქ კონცერტი გავმართეთ. შემდეგ კი გადაწყდა, […]

რა შეემთხვათ კახა კუხიანიძეს და ვერიკო ტურაშვილს კიევის აეროპორტში?

კახა კუხიანიძე და ვერიკო ტურაშვილი წლების წინ დამეგობრდნენ. მათ დუეტიც ჩაწერეს, რომელიც წარმატებული ჰიტი აღმოჩნდა. ვერიკო, კახა და დათუნა მგელაძე, რამდენიმე დღის წინ პრაღაში გაემგზავრნენ, მომღერლები უკრაინის გავლით მიფრინავდნენ, მაგრამ თვითმფრინავი ჩეხეთში მათ გარეშე ჩაფრინდა.

დათუნა მგელაძე: „შეგვეშვით, გვაცხოვრეთ ბედნიერად…“

როგორც ჩანს, მომღერალი დათუნა მგელაძე სოციალურ ქსელში სხვადასხვა უარყოფითი ინფორმაციით აღშფოთებულია და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს „ფეისბუქის“ გვერდზე. პოპულარული შემსრულებლის მოსაზრებით, ორშაბათს დილიდან თავი უარყოფითი ამბების მოსმენით არ უნდა დავიტვირთოთ. დათუნა მგელაძე აღნიშნავს: „დილიდან ამ ორშაბათ დღეს რატო იგრუზავთ თავს, მართლა ვერ ვხდები. მაგრად გაჭედილი გაქვთ და მოდით აზრზე და შეგვეშვით, ჩვენ გვაცხოვრეთ ბედნიერად თუ შეიძლება. […]

დათუნა მგელაძე ახალ კლიპს იღებს

მომღერალი დათუნა მგელაძე საკუთარ მსმენელს მუდმივად ანებივრებს ახალ-ახალი სიმღერებით და კლიპებით. სულ ცოტა ხნის წინ, დათუნას და რუსა სერგიას ერთობლივი კლიპი გამოვიდა. მგელაძე ამჯერად მორიგ სიმღერას წერს, რომელიც თავად დაწერა.

დათუნა მგელაძე: „მეშინია, არ ავფეთქდე…“

„სამსუნგ გალაქსი note 7“-ის გარშემო ატეხილი აურზაური საქართველოსაც შეეხო. მოგეხსენებათ, „სამსუნგმა“ ახალი მოდელები უკან გაიწვია იმ მიზეზით, რომ ტელეფონის დატენვისას ისინი ფეთქდებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტელეფონების ქონა თვითმფრინავშიც იკრძალება. მომღერალ დათუნა მგელაძეს იგივე პრობლემა აწუხებს. მას სწორედ ეს მოდელი აქვს, მაღაზიაში მიიტანა, თუმცა არ გადაუცვალეს. სოციალურ ქსელში დათუნა შემდეგ პოსტს აქვეყნებს: „სამსუნგ გალაქსი note […]

რეკლამა