დათო ხუჯაძე ახალ ეთნოალბომს გამოსცემს

0
1268

12 ოქტომბერს დათო ხუჯაძის ახალი მინიალბომი გამოდის, რომლის სახელწოდებაა „ახალი ეთნო“. ის, როგორც ალბომის აღწერაშია მითითებული, კოლორიტული აღმოსავლური მუსიკის მოყვარულებს დააინტერესებთ.

მასში შევა ეთნოსიმღერების საავტორო არანჟირებები დათო ხუჯაძის რეპერტუარიდან. დისკში წარმოდგენილი იქნება კომპოზიციები, რომლებსაც დათო ხუჯაძე ბოლო ათი წლის განმავლობაში ასრულებდა და ეს სიმღერები თავს ერთად პირველად მოიყრის ალბომში. აქ იქნება ქართული, თურქული, სომხური მელოდიები, მათ შორის „ჯანაია“, „ჯინველოი“, „კამინ ზანა“ და სხვა კომპოზიციები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here