დაპირისპირება “თბილისობის“ გარშემო გრძელდება – მაიკო კაჭკაჭიშვილი: “თაკო გაჩეჩილაძე ჩემი კოლეგა არ არის…“

დაპირისპირება “თბილისობის“ გარშემო გრძელდება – მაიკო კაჭკაჭიშვილი: “თაკო გაჩეჩილაძე ჩემი კოლეგა არ არის…“

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი “ავტორადიოზე“ გადაცემა “VIP ზონას“ სტუმრობდა. მან ისაუბრა იმ პრეტენზიაზე, რომელიც თბილისობის კონცერტთან დაკავშირებით გაუჩნდა. მისი თქმით, ძვალთან ერთად შესრულებული “შენ გიმღერი ჩემო თბილის-ქალაქო“ ჰიტია და მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოხვდა კონცერტზე, რომელიც თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 18 ოქტომბერს მეიდანზე გაიმართა. მან ამ კონცერტს “პანაშვიდი“ უწოდა.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

“პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით, რომ ვინც ამ კონცერტზე მღეროდა, ჩემი მეგობრები არიან და მათთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. აქვე აღვნიშნავ, რომ არ მაქვს ის ასაკი, რომ მივიჩნევდე, ჩემი დრო დამთავრდა და არც დაბოღმილის პოზიციიდან ვლაპარაკობ. უბრალოდ, თემატურად მაქვს პრეტენზია. მე და ძვალს გვაქვს სუპერჰიტი თბილისზე “შენ გიმღერი ჩემო თბილის-ქალაქო“, შეგიძლიათ დარწმუნდეთ იუთუბზე ნახვებით, რომ დღემდე აქტუალურია. მაინტერესებს, რატომ არ ვიყავით თბილისობის კონცერტზე მე და ჩემი ბევრი მეგობარი. ის სიმღერები, რაც შესრულდა, ბავშვობიდან მიყვარს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ახალი ინტერპრეტაციები ყოფილიყო, ისევ ის ჟღერადობა იყო, რომელიც 3 წლის ასაკში მესმოდა. მე ძალიან არ მომეწონა.

ყველა ჩემს კოლეგას აქვს კითხვა, რა კრიტერიუმით შეარჩიეს მომღერლები. “რატომ არ?“ აი, ეს შეკითხვა გვაქვს. არც ჰონორარი მაინტერესებს, არც პოპულარობა. ვერ შევძლებდით ცოცხლად სიმღერას, თუ რა კრიტერიუმს არ ვაკმაყოფილებდით?!.“

წამყვანის შეკითხვაზე, ნახა თუ არა სტატუსი, რომელიც თაკო გაჩეჩილაძემ თავის “დაბოღმილ კოლეგებს“ მიუძღვნა, მაიკომ უპასუხა: “მე თაკოს კოლეგა არ ვარ, ის მომღერალია და მე კომპოზიტორი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ როგორც მომღერალს, არ დამწყდა გული, არამედ როგორც თემატური სიმღერის ავტორს. ალბათ, თაკომ არ მიგულისხმა და თუ მიგულისხმა, ეშლება, ბოღმა ნამდვილად არ არის სწორი სიტყვა“.

მაიკომ დაბლოკვის თემაც ისაუბრა და თქვა, რომ მომღერლებს არასდროს ბლოკავდნენ, თუმცა ახლა არავინ ხელს არ უწყობს.

სიახლეები/

|

October 20, 2015 / 1:39 pm

TOP სიახლეები

გადაინაცვლებს თუ არა რუსულ შოუბიზნესში ნუცა ბუზალაძე: „სერგეი ლაზარევთან რომანი არ მაქვს…“

ნუცა ბუზალაძემ რუსულ მუსიკალურ შოუში, სადაც მას ჟიურის წევრთა ასეულის გული უნდა მოეგო, ნამდვილი ფურორი მოახდინა. მართალია, მან მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა, მათ შორის ცნობილი რუსი შემსრულებელი, სერგეი ლაზარევიცაა, რომელმაც მას „სონის“ რუსულ წარმომადგენლობასთან კონტრაქტი გააფორმებინა. ნუცას პირვეოლი რუსულენოვანი სინგლი უკვე გამოსულია. მომღერალმა ჯერჯერობით არ იცის, როგორ და სად გააგრძელებს კარიერას. რადიო […]

ია ჩანტლაძე იტალიელი მეუღლის ნახვას ვერ ახერხებს – „საქართველოში დაბრუნება ვერ მოახერხა…“

მომღერალი ია ჩანტალაძე ბოლო პერიოდში მუსიკალური კარიერისთვის ნაკლებად იცლის და ბიზნესშია ჩართული. ის დეველოპერი გახლავთ. იას პირად ცხოვრებაშიც სიახლე აქვს. ორი წელია, რაც დაქორწინდა. მისი მეუღლე იტალიელი შეფმზარეული, ჯანკარლო მერკადანტეა. ახლა წყვილის ცხოვრებაში არცთუ მარტივი პერიოდი დგას, ერთმანეთის ნახვას ვერ ახერხებენ. იას მეუღლე საქართველოდან გაემგზავრა და რომიდან უკან მარტში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ავიარეისი გაუქმდა და […]

თიკა ფაცაცია: „აქამდე ცოტათი რობოტებს ვგავდით, კორონას შემდეგ, ალბათ, უფრო მეტად დავემსგავსებით ადამიანებს…“

თიკა ფაცაცია, გარდა იმისა, რომ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს და „რუსთავი 2“–ის ეთერში გადაცემას უძღვება, ოჯახური საქმიანობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო, ასრულებს რეკომენდაციას და რჩება შინ. თავიდან ცოტა გაუჭირდა, ახლა კი, ყველა საქმეს საკუთარი დრო და ადგილი გამოუძებნა და შვილების ონლაინგგანათლების საკითხშიც აქტიურადაა ჩართული. თიკა, რაც დრო გადის, ბევრს უფრო უჭირს რეკომენდაციების გათვალისწინება და შინ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თაკო გაჩეჩილაძის ემოციებით სავსე მიმართვა შვილს: „შენ მე შემცვალე…“

დღეს თაკო გაჩეჩილაძისა და ბორის მილანოვის ქალიშვილს, გაბრიელას ერთი წელი შეუსრულდა. თაკო გაჩეჩილაძემ შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები და ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც პატარას დაბადების დღეს ულოცავს: „დღეს არის ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულის დაბადების დღე! მადლობა, გაბრიელა იმისთვის, რომ მოხვედი ჩემთან და ამირჩიე დედად და რომ ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქციე! შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება და შემცვალე […]

თაკო გაჩეჩილაძე: „ვფიქრობ, ყველაზე სექსუალური მეუღლე მყავს!..“

თაკო გაჩეჩილაძე ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს. მისი მეუღლე პროდიუსერია, ბორისლავ მილანოვი თამარამ „ევროვიზიაზე“ გაიცნო და წყვილის ურთიერთობა ქორწილით დაგვირგვინდა, მცირე ხნის წინ კი მათ შვილი შეეძინათ. თაკომ ბორისლავის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „ვფიქრობ, ყველაზე სექსუალური მეუღლე მყავს. გილოცავ დაბადების დღეს და დიდი მადლობა ყველაფრისთვის…“ წყვილი ავსტრიაში ცხოვრობს, თუმცა თაკო ხშირად ჩამოდის საქართველოში. (ფოტოები)

თაკო გაჩეჩილაძის მეუღლემ წლევანდელი „ევროვიზიისთვის“ ორი სიმღერა დაწერა (ვიდეო)

თაკო გაჩეჩილაძის უცხოელი მეუღლე წარმატებული კომპოზიტორი და პროდიუსერია. ის წლებია, აქტიურად მუშაობს „ევროვიზიისთვის“ და შესაბამისი დაკვეთებიც აქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან, რომლებსაც საევროვიზიოდ სიმღერებს უწერს. წელს ბორისლავმა „ევროვიზიისთვის“ ორი წარმატებული ნამუშევარი შექმნა. ერთი მალტის წარმომადგენლისთვის, მეორე კი აზერბაიჯანის კონკურსანტისთვის. ამ ორს შორის უფრო მეტად „ევროვიზიის“ მაყურებელს ჩინგიზის გამოსვლა მოეწონა, სიმღერამ სახელწოდებით Turth მომღერალსა და აზერბაიჯანს წლევანდელ […]

მაიკო კაჭკაჭიშვილი: „ამ სიმღერაში ტრაგედია არ აუსახავთ!..“

მაიკო კაჭკაჭიშვილი ეხმაურება კრიტიკას, რომელიც ჯემალ სეფიაშვილის „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“-ს ახალ ვერსიას მოჰყვა. როგორც საზოგადოების ნაწილი წერს, როგორც მუსიკალურად, ასევე იმ იდეით, რომ სიმღერა მხოლოდ მამაკაცებმა შეასრულეს, ასევე განწყობითაც, კომპოზიცია არ ეხმიანება 9 აპრილის თემატიკას. მაიკო კაჭკაჭიშვილი კი წერს, რომ ეს პროდიუსერის შეცდომაა, მომღერლები კი არაფერ შუაში არიან: „მოკლედ, ახლა გავიგე რომ კრიტიკის ქარცეცხლში გაგიტარებიათ […]

თაკო გაჩეჩილაძეს შვილი შეეძინა

2017 წელს თაკო გაჩეჩილაძე საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ წარდგა. სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, პროდიუსერი, ბორისლავ მილანოვი. წყვილის ურთიერთობა განვითარდა და 2018 წლის შემოდგომაზე მათ იქორწინეს. მომღერალმა მცირე ხნის შემდეგ საზოგადოებას გაუმხილა, რომ საყვარელი მამაკაცისგან ბავშვს ელოდებოდა. პატარა 21 იანვარს დაიბადა. სოციალურ ქსელში თაკოს მეგობრები გოგონას შეძენას ულოცავენ და მას პატარა პრინცესას უწოდებენ. თაკო გაჩეჩილაძე დაქორწინების […]

რეკლამა