დალი ჩიტალაძე: „ჩემმა დამ დაიძინა და აღარ გაიღვიძა… შვილივით გავზარდე… თავს ვიდანაშაულებ…“

დალი ჩიტალაძე: „ჩემმა დამ დაიძინა და აღარ გაიღვიძა… შვილივით გავზარდე… თავს ვიდანაშაულებ…“

დალი ჩიტალაძე „სიცრუის დეტექტორს“ სტუმრობდა და დედმამიშვილების გარდაცვალებაზე ისაუბრა. დალიმ ამ თემაზე ცრემლების გარეშე ლაპარაკი ვერ შეძლო.

„როცა გყავს და და ძმა გვერდზე, ეს არის ძალიან დიდი სიძლიერე. ძალიან მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი. ორივემ შოკი მომგვარა ცხოვრებაში. როცა ადამიანი ავადმყოფობს, სნეულება შეეყრება და გარდაუვალია ცუდად დამთავრება, ეგუება ადამიანი რაღაცნაირად, ერთის და მეორეს გარდაცვალებაც ჩემი შოკი იყო. ჩემს ძმას იარაღი გაუვარდა… მე ამერიკაში ვიყავი და ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. დაკრძალვის დღეს გავიგე, რომ გარდაიცვალა. ვერ ჩამოვედი, ვერ მოვასწარი… ძალიან რთული იყო. თითქოს გამოვედი ამ მდგომარეობიდან… ჩემს ძმას ორი შვილი დარჩა და ჩემმა მშობლებმა გაზარდეს. თითქოს მზრუნველობაში რომ ხარ, არ გცალია, რომ გლოვას მიჰყო ხელი. დიანა ჩემზე ცხრა წლით პატარა იყო. ჩემი შვილი და დიანა გავზარდე, როგორც შვილები და ჩემთვის დიანა მეორე შვილი იყო. ჩათვალეთ, რომ შვილი მომიკვდა… დიანამ დაიძინა და აღარ გაიღვიძა. ეს არის ჩემი ცხოვრების მძიმე ჯვარი. ჯერაც ძალიან მტკივა, ერთიც და მეორეც, მაგრამ დიანამ კიდევ რაღაცა დამმართა…“

დალი ჩიტალაძემ გასცა პასუხი კითხვას, იდანაშაულებს თუა რა დის გარდაცვალებაში თავს და ამ კითხვას დადებითად უპასუხა:

„იმ ტრაგიკულ ღამეს ვიცოდი, რომ დიანა ცუდად იყო. ანორექსია ჰქონდა. მისთვის ნერვიულობა, ან ჭამაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა. რომ ვიცოდი, რომ ჰქონდა სანერვიულო თავისი შვილის გამო, რომელსაც უსიამოვნება ჰქონდა პოლიციასთან, მთელი დღე მინდოდა მივსულიყავი და სახლიდან გამომეყვანა. დიანა ჩემზე ათიათასჯერ ემოციური იყო და ყველაფერს ძალიან განიცდიდა. დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, რომ იმ დღეს არ მივედი, რომ არ მოვეფერე, არ ვაჭამე ძალით. ის მეუბნებოდა, არა, შენ სახლში იყავი, ჩემი შვილი არსად გაუშვა და მე დილას ჩამოვალო. რაღაც ხმა მეუბნებოდა, წადი დიანასთანო. დავიძინე… დილას კი…“

(ვიდეო)

სიახლეები/

|

December 23, 2020 / 2:00 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

დათო ხუჯაძე: “ჩემს მეუღლეს საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს…”

დათო ხუჯაძემ თათა სადრაძის გადაცემაში “ფორტუნას” ეთერში ისაუბრა დაოჯახების შესახებ. მისი მეუღლე მუსიკოსი ეკა დალაქიშვილი გახლავთ. – დათო, სულ ცოტა ხნის წინ მოიყვანე ცოლი. მოგვიყევი ცოტა რამ მის შესახებ? – ჩემი მეუღლე – ეკა დალაქიშვილი თბილისელია, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს – საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია, თუმცა არასდროს უმუშავია საკუთარი პროფესიით. ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით, სადაც ადრე მუშაობდა და სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც. – რამდენადაც ვიცი, ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნები გქონდა გოგონების მიმართ? – სინამდვილეში, ყოველთვის […]

ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც 8 მარტს არიან დაბადებულები

დღეს 8 მარტია, ქალთა დღე. ქალბატონები სიამოვნებით იღებენ მილოცვებს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთისთვის ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, რადგან დაბადების დღეს აღნიშნავს. დღეს ცნობილი ტელეჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას დაბადების დღეა. მას საიუბილეო მრგვალი თარიღი აქვს – 50 წელი შეუსრულდა. ხუმრობით აღნიშნავს, რომ უკვე ნახევარ საუკუნეს მიაღწია. დღევანდელ მილოცვებში მას კიდევ 50 ბედნიერი წლის გალევას უსურვებენ. 8 […]

ვიდეო: როგორ დაამარცხეს მძიმე დაავადებები გიორგი მახარაძემ და თამუნა ქორქიამ

მოდელი და მსახიობი, თამუნა ქორქია და მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი მახარაძე “იმედის” დილის გადაცემას სტუმრობდნენ და ისაუბრეს იმის შესახებ, როგორ დაამარცხეს მძიმე დაავადებები, გიორგიმ – სიმსივნე, ხოლო თამუნამ – დიაბეტი… თამუნა ქორქია: გააზრებულად რომ მივდგომოდი ჩემს დაავადებას, ასეთ შედეგამდე არ მივიდოდი, რადგან დიაბეტი არ არის ასეთი დაავადება… ძალიან დიდი პროტესტი მქონდა… სახალხოდ ვიკეთებდი ნემსს, სახალხოდ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

დალი ჩიტალაძის სრულიად შავი ანსამბლი თეთრი შარფით გიორგი გასვიანის ქორწილში

ტელეწამყვან გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის ქორწილში წყვილის ახლობელი ადამიანები შეიკრიბნენ. მათ შორის, რასაკვირველია ცნობილი სახეებიც იყვნენ. ჯვრისწერაზე განსაკუთრებულად გამოიყურებოდა მოდის ექსპერტი, დალი ჩიტალაძე. მან უპირატესობა მთლიანად შავ ანსამბლს მიანიჭა, შავ კაბაზე ამავე ფერის პალტო ჰქონდა მორგებული და მთლიან ჩაცმულობას შავი შლაპაც შეუხამა. ერთადერთი განსხვავებული ფერი თეთრი გახლდათ, სწორედ ამ ფერის შარფი ამოარჩია თავისი ჩაცმულობის დასასრულებლად მოდის […]

დალი ჩიტალაძე: „ვისაც სვანეთი არ უნახავს, ის ნამდვილ ქართველად ვერასოდეს იგრძნობს თავს…“

დალი ჩიტალაძე დიზაინერ ნანა შუკვანის მიწვევით, სვანეთში ისვენებს და იქ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს. დალი წერს: „სასწაული სვანეთი, ენით აუღწერელი ემოცია, ზღვის დონიდან 3200 მეტრზე, თეთნულდის მყინვარწვრის შოკისმომგვრელი სანახაობა… ვერც სიტყვებით და ვერც კამერით ვერ გადმოვცემ ამ გრძნობებს, ერთი კი ნამდვილად ვიცი, ვისაც სვანეთი არ უნახავს, ის ნამდვილ ქართველად ვერასოდეს იგრძნობს თავს. დიდი მადლობა […]

ნინო ნადირაძემ დალი ჩიტალაძეს შოპინგში გადაუჯოკრა

ნინო ნადირაძე და დალი ჩიტალაძე დიდი ხნის მეგობრები არიან, ერთი სანაცნობო წრე ჰყავთ, ძალიან ბევრი საერთო თვისება აქვთ და ერთი ზოდიაქოს წარმომადგენლები არიან. დალისთვის ნინო გაჭირვების ტალკვესია. მეგობრებს სასტუმრო „ადამოში“ შევხვდით ინტერვიუსთვის და გავიგეთ, რა აერთიანებს ამ ორ ცნობილ ქალბატონს. ორივე ვერძი ხართ, რამდენიმე დღის გამოტოვებით გაქვთ დაბადების დღეები. ორი ვერძის მეგობრობა როგორ გამოვიდა? დალი: […]

დალი ჩიტალაძის პომპეზური კაბა და დუეტი ანრი ჯოხაძესთან (ვიდეო)

პირველ იანვარს „იმედის“ ეთერში საახალწლო „პრაიმშოუ“ გავიდა, შესრულდა უამრავი ახალი დუეტი და სოლოსიმღერა, ძველი კომპოზიციების ახლებური ვერსიებიც წარმოგვიდგინეს. გამორჩეული გახლდათ დალი ჩიტალაძისა და ანრი ჯოხაძის დუეტი მოდის თემაზე. მოდის ექსპერტის ტექსტში ასეთი ფრაზებია: „თუ გინდა იყო ტრენდული, დარჩი ბრენდების ერთგული“, „მოდას არ უყვარს სტანდარტი, არც უგემოვნო აზარტი“, „ბალენსიაგა“ დემნასი, მოთხოვნადია ყველასთვის“ და ა.შ. დალი ჩიტალაძე, […]

დალი ჩიტალაძის გლამურული დაბადების დღე

მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე 55 წლის გახდა. დაბადების დღე მეგობრულ წრეში აღნიშნა. თვლის, რომ მთავარია ის განწყობა სამყაროს მიმართ, რომელიც გვაძლევს ახალგაზრდულ ენერგიასა და სტიმულს. როგორც დალიმ “მუზიკ ბოქსთან” საუბარში აღნიშნა: ბედნიერია იმით, რომ წლები ემატება და თვლის, რომ ღვთისგან ბოძებული დიდი მადლია დაბერება, იმ ბედნიერების შეგრძნება რასაც ამ ქვეყნად ცხოვრება ჰქვია. სტუმრებს შორის იყვნენ […]

რეკლამა