„ჩვენს გადაცემაში პოლიტიკურ ხუმრობებზე უარი ვთქვით!“

„ჩვენს გადაცემაში პოლიტიკურ ხუმრობებზე უარი ვთქვით!“

ილო ბეროშვილი, ნიკა გრიგოლია და ვანიკო თარხნიშვილი „მთავარი ბიჭები“ არიან. გადაცემის იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნის, მანვე შეკრიბა წამყვანების სწორედ ეს შემადგენლობა, რომელთაც ერთნაირი გემოვნება აქვთ და ფორმატზეც მარტივად ჩამოყალიბდნენ. ბიჭები მიიჩნევენ, რომ მათგან ნათქვამ ხუმრობას რესპონდენტი არასდროს აღიქვამს შეურაცხმყოფელად, რადგან თავად ასეთი განზრახვა არასდროს აქვთ. ბიჭების მიზანია, იხუმრონ ისე, რომ არავინ გაანაწყენონ, თუმცა ეს ხუმრობა უნდა იყოს აქტუალური, საინტერესო და რაც მთავარია, სახალისო. გადაცემაც ასეთია. წამყვანები საკუთარ უნარებს იყენებენ, რომ მაყურებელი გაახალისონ, ჰყვებიან ამბებს საკუთარი თავების შესახებ და ფიქრობენ, რომ სიყალბე მათ გადაცემაში არ არის.

ვიცი, რომ საკმაოდ ინერვიულეთ შოუს ეთერში გასვლის წინ…

ვანიკო:

რაც უნდა გამოცდილება გქონდეს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველაფერში მაგარი ხარ და ყველაფერს საუკეთესოდ გააკეთებ?!. პირველი წარდგენა მაყურებელთან ყოველთვის რთულია. ჩემთვის, პირადად, სწორედ ეს იყო სანერვიულო.

ილო:

ჩვენი ნერვიულობის მიზეზი იყო პროფესიონალიზმი და კიდევ ის, რომ ადამიანები ვართ. ადამიანებს ახასიათებთ ღელვა, მით უმეტეს, როცა საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებენ. ღელვა ნებისმიერი საქმიანობის თანმდევია.

ნიკა:

მე ნერვიულობას ვერ დავარქმევ, უბრალოდ, მოჭარბებული ემოციები გვქონდა. ყველაზე მეტი ინტერესია პირველი ეთერის შემდეგ. ჩაწერაზე მეტად ეთერში გასვლის შემდეგ უფრო ვნერვიულობდით. ეს შოუ ეთერში, გარკვეული მიზეზების გამო, რეპეტიციისა და საპილოტე ჩანაწერების გარეშე გავუშვით. შოუ უფრო ადრეც უნდა დაგვეწყო, მაგრამ კორონამ ხელი შეგვიშალა. როგორც კი გამოჩნდა შანსი, რომ ეთერში შევსულიყავით, შევედით პირდაპირში. ეს რისკია, ან გაამართლებს, ან – არა, მაგრამ პირდაპირი ეთერი თუ გაამართლებს, წინააღმდეგობები და დაბრკოლებები გადალახულია. კარგი გამოხმაურებების მიღებამ დაგვარწმუნა, რომ სწორი გზა ავირჩიეთ. მეორე შოუ, ჩემი აზრით, პირველს ჯობდა საყურებლად.

(ვრცლად/ფოტოები)

სიახლეები/

|

July 3, 2020 / 6:19 pm

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნინი ბადურაშვილის ახალი ცხოვრება: „ბევრი იმედგაცრუების შემდეგ ვიცი, როგორი ადამიანები არ უნდა მოვუშვა ახლოს…“

ნინი ბადურაშვილმა პანდემიის შემდეგ ახალი სიმღერა და კლიპი გამოუშვა – „გაზაფხულია“ ერთ თვეში მილიონჯერ ნახეს „იუთუბზე“. ნინი ამ შედეგს ელოდა და თავისი ნამუშევრით კმაყოფილია, თუმცა შემოქმედებითი თვალსაზრისით უფრო მეტზე ფიქრობს. ტელევიზიაში თავს კარგად გრძნობს და დედა-შვილობაშიც ახალი აღმოჩენები აქვს. თუმცა მთავარი, რაც ახლა აღმოაჩინა, არის ის, რომ არასდროს ახლოს აღარ მოუშვებს ადამიანებს, რომლებიც მისი საშუალებით […]

ფოტო: ილო ბეროშვილმა და ანი ბებიამ შვილი გამოაჩინეს

პატარა ჯერი ბეროშვილის ფოტო მსახიობმა ანი ბებიამ სოციალურ ქსელში განათავსა. ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ვაჟი, როგოც დედიკომ დააწერა, “შექმნილია სიყვარულით”. როგორც ფოტოზე ჩანს, დედ-მამამ შვილს ძალიან კარგი და ლამაზი გარემო მოუწყო. (ფოტოები)

ილო ბეროშვილმა ქალიშვილებს ძმა გააცნო

ილო ბეროშვილი ახლახან მესამედ გახდა მამა. მას და მსახიობ ანი ბებიას პირველი საერთო შვილი შეეძინათ, რომელსაც ჯერი დაარქვეს. ილომ ახლახან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ასახულია, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ილოს ქალიშვილები პირველი ქორწინებიდან და მათი ახლად დაბადებული ძმა. „ძმა გაიცნეს”, აღნიშნულია ფოტოების აღწერაში. (ფოტოები)

ვიდეო: ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას ოჯახური იდილია

მსახიობები, ილო ბეროშვილი და ანი ბებია თავიანთ პირველ შვილს ელოდებიან. “მთავარი არხის” დილა მათ შინ ესტუმრა. ილომ და ანიმ მხიარულად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ ატარებენ დილას. “როგორც ყოფილი სპორტსმენი და ფეხბურთელი, გეუბნებით, რომ დილას ჭამა არის აუცილებელი. ანი მე მჭამს დილას”, ამბობს ილო. როგორც ანი აღნიშნავს, ორსულობისას სულ შია და დილაობით აუცილებლად მიირთმევს. (ვიდეო)

ექსკლუზივი: თამუნა ნიკოლაძე და ბაჩო ქაჯაია ახალ სერიალში ისევ ერთად ითამაშებენ

თამუნა ნიკოლაძე და ბაჩო ქაჯაია, წლების შემდეგ, გადასაღებ მოედანს ისევ ერთად დაუბრუნდნენ. ამჯერად ისინი ცოლ–ქმარს არ ითამაშებენ. თუ როგორ პერსონაჟებს განასახიერებენ, ეს საიდუმლოა, მაგრამ  სერიალისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს იქნება სიტუაციური კომედია, სახელწოდებით „დიდი ოჯახი“, რომელიც მალე „მთავარი არხის“ ეთერში გავა. მსახიობები გადასაღებ მოედანზე ერთად დაბრუნების შეგრძნებას ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღწერენ და […]

რეკლამა