„ჩხიკვთა ქორწილი“ „ბლექ სი არენას“ სცენას 1-ელ სექტემბერს უბრუნდება!..

„ჩხიკვთა ქორწილი“ „ბლექ სი არენას“ სცენას 1-ელ სექტემბერს უბრუნდება!..

1-ელ სექტემბერს, Check In Georgia და „ბლექ სი არენა“ წარმოგიდგენთ ლეგენდარული ანსამბლის „ივერია“ ცნობილ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“.

„ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე 40 წელია, წარმატებით იდგმება და უდიდესი აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა, მათ შორის, 2018 წლის 28 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ პირველად გაიმართა და გასული სეზონის წარმატებული პროექტი გახდა, რადგან ღონისძიებაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა. რეიტინგული პროექტი 2019 წელს ისევ უბრუნდება „ბლექ სი არენას“ გრანდიოზულ სცენას.

მონაწილეობენ:

თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ნუცა ბუზალაძე, ანდრია გველესიანი, ბორის ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე, ვახტანგ ტატიშვილი, გურამ ჯაში, მანანა თოდაძე, ქეთი წიკლაური, თამუნა ტაბატაძე, მერაბ სამყურაშვილი, დიტო საკანდელიძე, ჯანო იზორია, გია დავითიანი, გუჯა მარდალეიშვილი, ავთანდილ თაბუკაშვილი, გოგა ოსეფაშვილი, ლუიზა კობალაძე, ლილი ზღვაური, ჯემალ ბაღაშვილი,ზურა ლალიაშვილი, ვიქტორ ლალიაშვილი, დათო აბულაძე, გია ბაღაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე (უმცროსი), ლაშა მძინარაშვილი, მირიან ბერელიძე, ირაკლი ნადირაშვილი, მაიკო ვაწაძე, შორენა ჯაფარიძე ცისია კალანდაძე, ეკა მოდებაძე, ილია საბაძე, თენგო გუმბერიძე, დათო მჭედლიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე.

კომპოზიტორი – ალექსანდრე ბასილაია

ლიბრეტოს ავტორები ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი

მხატვრები – ანი ნინუა და ნინო სურგულაძე

დამდგმელი ქორეოგრაფები – კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 9 ივლისიდან, საიტებზე tkt.ge და biletebi.te. ფასი: 10-40 ლარი, ვიპზონა – 50 ლარი.

ღონისძიების პარტნიორი: ლიდერფუდი

ღონისძიების მხარდამჭერები: “საქართველოს რკინიგზა”, “ევროპის უნივერსიტეტი”, “აჭარაბეთი”, სასტუმრო “გურია პალასი”, ღონიძიების ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია “არდი”.

მედიამხარდაჭერა: იმედი, „ფორტუნა“, „არ დაიდარდო“, ჟურნალი ოქეი, ჯორჯია თუდეი, მარკეტერ.ჯი, პოპმიუზიკ ჯი, პალიტრანიუსი, ამბები ჯი.

 

 

 

 

სიახლეები/

|

July 9, 2019 / 2:01 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

თეონა კონტრიძე: „ირაკლი ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მხოლოდ მოღალატე და სხვა არაფერი?!..“

თეონა კოტრიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სოსო პავლიაშვილის სიმღერა „თენდება“ და დაწერა, რომ ის თავისუფალი საქართველოს არაოფიციალური ჰიმნია. როგორც თეონა აღნიშნავს, კიდევ კარგი, რომ ირაკლი ჩარკვიანი დროზე წაიყვანა უფალმა, თორემ ახლა ქართველებისგან უკვე დავიწყებული იქნებოდა… გთავაზობთ თეონას სტატუსს ამ თემაზე: „გინდა, მოღალატედ შემრაცხეთ, გინდა, პუტინის აგენტად, მაგრამ მე, როგორც მუსიკოსი ვამბობ, რომ იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი […]

მაია ასათიანი: „მივმართავ ადამიანებს, ვისაც სჭირდება ახსნა, როგორია, როცა ერთადერთი შვილი გიკვდება…“

მაია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ მიმართვა გაავრცელა, სადაც გამოთქვამს გაკვირვებას იმის შესახებ, რატომ გამოიწვია მისმა საცურაო კოსტიუმში დადებულმა ფოტოებმა აჟიოტაჟი და კრიტიკა ქალბატონების მხრიდან. მაია ასათიანის მიმართვას გთავაზობთ: „იმ მდგომარეობაში, რაშიც მე ვარ, ნებისმიერი პოზიტიური სიტყვა არის ჩემთვის სინათლის სხივი. ჩემს თავს სულ ვაძლევ პირობას, რომ უარყოფით დამოკიდებულებაზე არ მექნება რეაქცია, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებს ჩემზე.  მაპატიეთ, […]

ხატია ბუნიათიშვილის შესრულება პარიზში, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე

14 ივლისს, ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი პარიზში, ეიფელის კოშკთან გაიმართა. ღონისძიებაზე გამოდიოდა ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი, რომელმაც მოცარტის „ადაჯიო“ შეასრულა. პიანისტის შესრულებით აღფრთოვანება ვერ დამალა მსმენელმა და ასევე სოცქსელებშიც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს გაიხსნება

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2019 წლის 7-9 სექტემბერს,  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს მესამედ გამართავს. ფოლკლორის  საერთაშორისო  ფესტივალი,  ევროპული  და  ქართული  ანსამბლების ერთობლივი  კონცერტით,   „ბლექ  სი  არენაზე“  2019  წლის 7  სექტემბერს   „ჩექ  ინ  ჯორჯიას“  ფარგლებში გაიხსნება. შეკვეთილში  მდებარე  არენაზე   მსმენელის  წინაშე  წარდგებიან  ხალხური  სიმღერისა  და ცეკვის  ანსამბლები,  საქართველოდან  და  უცხოეთიდან.  საფრანგეთს  (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს,  იტალიას (სარდინია)  […]

ვერდის ფესტივალს საქართველოში თბილისის ოპერა და „ბლექ სი არენა“ უმასპინძლებენ!..

5 ივლისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარკეებიან დარბაზში, გაიმართა პრესკონფერენცია ვერდის ფესტივალის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრნენ  თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი მაისურაძე, ოპერის მომღერალი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ანდღულაძე და “ბლექ სი არენას” დირექტორი ტატო ხარჩილავა. უდიდესი იტალიელი […]

17 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება

17 აგვისტოს, „ბლექ სი არენა“ და „ჩექ ინ ჯორჯია“ წარმოგიდგენთ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების საღამოს. „ბლექ სი არენას“ მსმენელი კახიძეების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ დაუვიწყარ მუსიკალურ კომპოზიციებს ორ განყოფილებად მოისმენს. კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები. ჯანსუღ კახიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის მოღვაწეობას კინოსა და თეატრისათვის, რომლისთვისაც მან არაერთი […]

„ბლექ აიდ ფისი“: „ჩვენ საქართველოში დავბრუნდებით!..“

საათნახევარზე მეტის განმავლობაში, „ბლექ სი არენას“ სეზონის გახსნაზე, 16 ივნისს, ფერადი ემოციებისა და მუსიკალური ჰანგების თანხლებით, ათასობით ადამიანმა „ბლექ აიდ ფისის“ დაუვიწყარი შოუ ნახა და მოისმინა მუსიკა, რომელსაც ამერიკული ჯგუფი ათეულობით წელია, მილიონობით თაყვანისმცემლისთვის ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მოითმენლად ელოდნენ ქართველ ფანებთან შეხვედრას, მაინც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ შოუმდე რამდენიმე საათით ადრე, სასტუმრო „პარაგრაფის“ აკვარიუმიან დარბაზში […]

რა გელოდებათ „ბლექ სი არენაზე“ 16 ივნისს? – დაათვალიერეთ რუკა

16 ივნისს, „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ გახსნის. შოუს ორგანიზატორები ბოლო შტრიხებს ავლებენ, ტექნიკურად  უკვე ყველაფერი მზადაა. „ბლექ სი არენა“ აქვეყნებს ღონისძიების რუკას, სადაც მონიშნულია ყველა ის წერტილი, რომელმაც შესაძლოა, დაგაინტერესოთ. მათ შორისაა სიახლე, რომელსაც წელს გვთავაზობენ  – არენის გარე ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სცენა, სადაც მას შემდეგ, რაც ტერიტორიის კარი […]

რეკლამა