„ჩემი ცოლის დაქალები“ ისევ ბარბარიკას გარეშე დარჩა

„ჩემი ცოლის დაქალები“ ისევ ბარბარიკას გარეშე დარჩა

„ჩემი ცოლის დაქალები“ მალე მე-17 სეზონს გახსნის. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ერთ-ერთი პერსონაჟის, ბარბარიკას ხაზი არ განვითარდება. თაკო კორინთელი, რომელიც მის როლს ასრულებდა, სერიალიდან წავიდა. მიზეზი კი „პოსტივიზე“ ტელეწამყვანის ამპლუაშ გამოჩენა გახდა.

როგორც თაკო კორინთელი ჟურნალ „გზასთან“ აღნიშნავს:

„სერიალის გუნდი საქმის კურსია. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ისინი და დიდ პატივს ვცემ. მათ ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებდი. ახლაც ასე მოვიქეცი. ჩემი პერსონაჟის – ბარბარიკას ხაზს რაც შეეხება, ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება, საერთოდ გაგრძელდება თუ არა, ან თუ გაგრძელდება, ვინ იქნება როლში“.

შეგახსენებთ, რომ ბარბარიკას პერსონაჟზე მსახიობიე რთხელ უკვე შეიცვალა. თავიდან ამ გმირს მარიშკა ჯავახაძე განასახიერებდა, რომელმაც ერთ დღეს სერიალიდან წასვლა გადაწყვიტა. ვნახოთ, ვინ იქნება შემდეგი ბარბარიკა პოპულარულ სერიალში.

სიახლეები/

|

March 4, 2021 / 3:43 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

რეკლამა