„ჩცდ“-მ გურულები გაანაწყენა – „ასე ხელწამოსაკრავები ნამდვილად არ ვართ…“

„ჩცდ“-მ გურულები გაანაწყენა – „ასე ხელწამოსაკრავები ნამდვილად არ ვართ…“

თამუნა მახარაძე „ჩემი ცოლის დაქალების“ „ფეისბუქ“-გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ახალ სეზონში გურიის სოფელი ცუდად არის წარმოჩენილი და ამის გამო, გურულების სახელით, საყვედურს გამოთქვამს სერიალის მესვეურების მიმართ.

გთავაზობთ პოსტს:

„მოგმართავთ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“, გადამღებ ჯგუფს და სცენარისტებს, ჯერ ერთი საერთოდ არ ვუყურებ მაგ სერიალს, მეორეც ის რომ, მე როგორც სოფელ ლიხაურის ერთ ერთი მაცხოვრებელი, ძალიან მეწყინა რომ, ასე გაპარტახებულად წარმოაჩინეთ ჩვენი სოფელი, მართალია გურიაში დიდი გაჭირვება და სიღარიბეა, მაგრამ არც მთლად მასეა საქმე როგორც მაგ ფილმში გადაიღეთ და აჩვენეთ, ჭირის და ლხინის სუფრა არ გვეშლება გურულებს, მით უმეტეს მიცვალებულის პატივისცემა განსაკუთრებულადაა ჩვენში, მარტო , „მჭადი და ლობიო“ რომ აჩვენეთ ვითომ და სადილად ჩათვალეთ, რა შეიქნა ის 1კილო ყველი ასეთი სალაპარაკო მთელი 2 სერია, ყველი არ ჰქონიათო, რომ გაიძახდით, კარგი ბატონო ყველი ( ვერ დავიჯერებ მაგას, მაგრამ), ვთქვათ და არ იყო აღარც მწვანილი იყო არავის ბოსტანში და აღარც ერთი თეფში მჟავე იშოვებოდა, რომ დაგედოთ სუფრაზე და გადაგეღოთ ლამაზად? რა ვიცი სცენარში ისე გაქვთ დაწერილი, თუკი ვინმე გაბედნიერდა. ყველა მაგ ცხონებულ ქალთან ჩამოსულა და დავიჯერო ახლა ყველას პატივისმცემელმა „ტატიანამ“, მთელს სოფელს მისი ვალი ჰქონია, მჭადით და ლობიოთი ხვდებოდა სტუმრებს და ისიც ახალდაქორწინებულებს, თქვენ ვერ მიიხვედრეთ, რა დაგედოთ და როგორ გეჩვენებინათ გურული სუფრა, თორემ დარწმუნებული ვარ, ცხონებულ „ტატიანას“ ყველიც ექნებოდა და გემრიელ ხაჭაპურსაც გამოაცხობდა…

და კიდევ ერთი, კი მაინტერესებს რომელ დიასახლისს აქვს ,, ქვიჯა” (ფილთაქვა) გატეხილი, ეს რა მოსატანი იყო სერიალში, ვერ გამიგია, ამდენი წელია, მაქ ვცხოვრობ და ჯერ არ მსმენია, რომელიმე დიასახლის ფილთაქვა გაეტეხოს, არამც თუ მეზობლის საკუთარიც კი, ვერ დავიჯერებ, რომ იმ უბანში, სადაც ეს ფილმი გადაიღეთ, მასე მშრალად ისტუმრებდნენ მიცვალებულს, მე ვცხოვრობ მაგ უბანთან ძალიან ახლოს და რომ ვიცი, იმიტომაც ვწერ ყოველივე ამას, ძალიან მიკვირს და ნაწყენი ვარ, რომ ასე სამასხარაოდ და ასე დაღატაკებულად წარმოაჩინეთ დიდი ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის)  მშობლიური სოფელი.

სულ რამდენიმე ხნის წინ გადაიღეს ლიხაურში ფილმი ექვთიმე თაყაიშვილზე, ყოველივე ამის შემდეგ როგორ იფიქრეთ რომ ასე დაჩაჩანაკებულად და ასე სამასხარაოდ აგეგდოთ სოფელი, უბანი, ხალხი, იმ კუთხის სამეზობლო და ვითომდა გურული სატირელის სუფრა, არ ვართ მთლად მასე წასული ხელიდან გურულები და მითუმეტეს ,, ლიხაურლები”, მართალია ბევრი მომენტი რეალური და ყოველდღიური ცხოვრებისეული ეპიზოდებიც არის სერიალში, ზოგიერთი რამ მომეწონა და კიდეც ვიმხიარულე, მაგრამ რამაც გული დამწყვიტა და რაც მეწყინა, რომ არ მომეწერა ვერ მოვითმინე, დიდ ბოდიშს გიხდით ასეთი მწარე სიმართლისთვის.

ჭირისა და ლხინის სუფრა საქართველოს არც ერთ კუთხეში არ ეშლებათ და ყველა კუთხემ უაღრესად კარგად იციან სტუმარ-მასპინძლობა და პურ-მარილი, მაგრამ ასე ხელწამოსაკრავები ნამდვილად არ ვართ არც  გურულები, არც გურული ადათ- წესები, არც ჩვენებური სუფრა და პურ-მარილი და არც გურია, სხვათა შორის (იმ ატალახებულ ეზოში ერთი ტომარა ნახერხი დაგეყარათ, მადლი იყო)“.

სიახლეები/

|

March 12, 2019 / 12:05 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სოფო შევარდნაძე: „კარგად რომ გამოიყურებოდე, შენი თავი ნაკლოვანებებით უნდა გიყვარდეს…“

რუსული ELLE რუსული ბიზნესის გავლენიან ქალებთან ინტერვიუების სერიას სოფო შევარდნაძესთან ინტერვიუთი ხსნის. საუბარი ქართველ ტელწამყვანთან, რომელიც დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობს და კარიერა სწორედ იქ გაიკეთა, ცნობილი ჟურნალის რუსულმა გამოცემამ „იუთუბზე“ ახლახან ატვირთა. სოფო შევარდნაძემ ჟურნალისტის სხვადასხვა კითხვას უპასუხა, მათ შორის იმას, როგორი ცხოვრების წესს მისდევს. „ჩემი პრინციპები იგივეა, რაც დარწმუნებული ვარ თქვენი, იქიდან გამომდინარე, თუ […]

Let’s show fucking Russian how we can party !!! – Oscar and the wolf-მა ქართველ მსმენელს მიმართა

12 ოქტომბერს ბელგიური ბენდი Oscar and the Wolf საქართველოში Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ იმყოფებოდა. „მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ – სწორედ ასე მიმართა ბენდის სოლისტმა მაქს კოლომბიმ ღონისძიებაზე მისულ მელომანებს, რამაც ქართველი მსმენელისგან ოვაციები დაიმსახურა. საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა მისი, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. ბელგიური ჯგუფს Oscar &the […]

ნათია დუმბაძე და მასტერი მორიგი ახალი დუეტის პრემიერას მასტერის სოლოკონცერტზე გეგმავენ

13 ოქტომბერს, „ოტიუმში“, რეპერი გიორგი პავლიაშვილი, ანუ მასტერი სოლოკონცერტზე გვიწვევს. ის თავის ჰიტებს ბენდის თანხლებით შეასრულებს. საღამოს სტუმარია მისი კოლეგა ნათია დუმბაძე, რომელთან ერთადაც უკვე ჰიტად ქცეულ სიმღერას „არ უყურო დროს“ შეასრულებს. გარდა ამისა, მასტერმა და ნათიამ უკვე მეორე დუეტი ჩაწერეს, რომელსაც პირველად სწორედ ამ საღამოზე შეასრულებენ. მათ სიმღრიდან ამონარიდი ახლახან „ფეისბუქზე“ გააზიარეს (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

როდის გავა ეთერში „ჩემი ცოლის დაქალები“?

„ჩემი ცოლის დაქალები“ „რუსთავი 2“-ზე მრავალწლიანი ეთერის შემდეგ, ამ არხს დაემშვიდობა. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ახალი ტელევიზია  „ფორმულა“ დააფუძნა, რომელიც ეთერში პირველი ოქტომბრიდან გავა. მაყურებელს აინტერესებს, როდის დაუბრუნდება ეთერს პოპულარული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. Fortuna.ge დაუკავშირდა სერიალის პროდიუსერს, ირაკლი საღინაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ამჟამად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს და სერიალის ეთერში დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ გვეტყვის, თუმცა […]

რადიო „ფორტუნა“ „ჩემი ცოლის დაქალების“ ობიექტივში (ვიდეო)

რადიო „ფორტუნა“ პოპულარული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ ობიექტივში მოხვდა. ბიზნესმენ თენგო მაზიაშვილს ყოფილი მეგობრისა და თანამოაზრის, ბაქარ ორჯონიკიძის შესახებ ბევრი აქვს სათქმელი და ცოლის რჩევით, რადიოგადაცემას ესტუმრება, რადგან ახლად წამოჩიტულ პოლიტიკოსს წარსული შეახსენოს. ის რადიო „ფორტუნას“ ესტუმრება ინტერვიუსთვის. ჟურნალისტის როლს სერიალში რადიოჰოლდინფ „ფორტუნას“ პიარსამსახურის უფროსი და ასევე გადაცემა „არტ ფმ“-ის წამყვანი, თათა სადრაძე განასახიერებს.

„ჩცდ“ და სექსის ფარული ჩანაწერები – „ამ სერიის ნახვის გამოც არ დაგვიჭირონ…“

ნინო კასრაძე სერიალს დაუბრუნდა. მისი პერსონაჟი მაკა „ჩემი ცოლის დაქალებისთვის“ კვლავ საინტერესო პერსონაჟი გახდა. ნინო კასრაძის, ანუ როგორც სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, „ღმერთივით ქალის“ დაბრუნებას მაყურებელი დადებითი კომენტარებით შეხვდა. მაკას ხაზით სერიალში ამ ბოლო წლების ერთ-ერთი აქტუალური თემის, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების თემა წამოწიეს წინ. მას შემდეგ, რაც მაკა ერთ-ერთი გავლენიანი კაცის მხატვარ […]

„ღარიბაშვილის, ზიდანის თუ ცოტაშვილის დაბრუნება?“ – „ჩცდ“-ს რეიტინგული პერსონაჟი შეუერთდა

როგორც „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი დაგვპირდა, სერიალში ძველი პერსონაჟი დაბრუნდა, რომელსაც ბევრი ელოდებოდა. ეს გახლდავთ ცოტნე ცოტაშვილი, რომელსაც გიორგი ბახუტაშვილი განასახიერებს. დიდი ხანია, მისი პერსონაჟის ხაზი არ განვითარებულა და სერიალიც გარკვეული პერიოდი მის გარეშე არსებობდა, თუმცა სერიალის მესვეურებმა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გმირის დაბრუნება მაინც გადაწყვიტეს და გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ, ათიანში მოარტყეს. მღვდელი ცოტნე […]

რას უნდა ველოდოთ „ჩცდ“-ს დღევანდელი სერიიდან – „ეჰ, ვატყობ ქეთიც მიუწვება ტატიკოს…“

ის, რასაც მთელი საქართველო ელოდა, შეიძლება, დღეს მოხდეს – „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ ეპიზოდში შესაძლოა, გაირკვეს, რომ ქეთი ზაზას ღალატობდა და ამის შესახებ გურიის სოფელში ქეთის ქმრის ბებიის, ტატიანას დასაფლავებაზე შეკრებილი საზოგადოება გაიგებს. მისასამძიმრებლად მისული ერთ-ერთი ქალბატონი, ოთახსი შესული კითხულობს, ამას აქ რა უნდაო… მაყურებლის ნაწილს ჰგონია, რომ ეს რეპლიკა ქეთის მისამართით გაისმის, თუმცა მეორე […]

რეკლამა