„ჩცდ“-ის სერია, რომელმაც ძველით ახალი წელი გადაფარა – რატომ ლანძღავენ ქეთის დაქალებს

0
1488

„ჩემი ცოლის დაქალებში“ საინტერესო ხაზი ვითარდება და კულმინაციას უახლოვდება. ქეთისა და ზაზას ოჯახი დაინგრა, თუმცა ზაზას გარდა ყველამ იცის მიზეზი. ქეთის აჩიკოსთან ღალატის შესახებ ჯერ მისმა დედამთილმა, ნაირამ გაიგო შემთხვევით, შემდეგბ კი ქეთიმ თავად გაუმხილა მეგობრებს, რომელთა რეაქცია მაყურებლისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. ქეთი მორალურად არც ერთმა არ გაამხნევა თინას გარდა, ხოლო ყველა მათგანმა საკუთარ ქმრებსა და დედებს გაუმხილა მეგობრის საიდუმლო.

„“ქალბატონ ქეთის ჰყოლია საყვარელი, თან ნინას ექიმი. ჩვენ რომ დავრბოდით, არიქა, ოპერაცია, ექიმი, ფული, ხარჯები, დეპრესია და ნინას ხასიათზე მოყვანა და ათასი უბედურება და ჯანდაბა, ის თურმე ნინას ექიმს უჟუჟუნებდა თვალებს“ – უთხრა ნატო კაკაჩიამ მეუღლესა და დედას. ხოლო ნინამ ქეთის უსაყვედურა, რომ მისი ავადმყოფობის დროს ექიმთან ფლირტისთვის ეცალა.

„ჩემი ცოლის დაქალების“ „ფეისბუქ“-გვერდზე გუშინ აღშფოთებული მაყურებელი ხან ერთი ეპიზოდის ქვეშ ლანძღავდა ქეთის მეგობრებს და ხან მეორესი. განსაკუთრებული აგრესია ნინასა და ნატოს მპერსონაჟებს ხვდათ წილად.

გთავაზობთ მაყურებლის კომენტარებს:

„დააყრანტალეს ყველამ, არც ერთი გვერდით არ დაუდგა, აშკარად დამნაშავეა ქეთი, მაგრამ არა ამათ წინაშე, ცუდი მეგობრობაა ეს ძალიან“.

„რა არასწორები ხართ“

„ნათელი მაგალითი ზოგიერთი სადაქალოსი. შემეცოდა ქეთის პერსონაჟი :'( ჯერ ბანძი ქმარი, მასზე უარესი საყვარელი და უფრო უარესი „სადაქალო“. ჩვენ გარშემო უფრო უარესიც ხდება, სამწუხაროდ“.

„მაგარი დაქალები არიან რა. ჯერ ხო ყველამ იმავე დღეს დააყრანტალა და თან რა ტექსტები“

„ყველაზე საშინელი მაინც კატო და ნინაა“

„ისე ლანძღავთ გეგონება თავად არ იყოთ ეგეთები, დაქალების უმეტესობა ეგეთია. ნუ კაკ მინიმუმ ქმართან და ყველაფერს ყვებიან, პლუს სხვა დაქალებთანაც და ასე“

„ერთუჯრედიანი ჭორიკანა“

„არ განსაჯოთ და არ განისჯებით, არავინ იცის ვინ რა სიტუაციაში აღმოჩდება და ნებით თუ უნებლიეთ შეცოდავს და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ისევ ის შემცოდველი ხდება მსხვერპლი და საზოგადოებისგან გარიყული უნუგეშო და სასოწარკვეთილი და კიდევ ბევრმა არ იცის რის მოთმენა და რის ატანა უწევს ზოგიერთ ქალს“

„აუ, ნინა მათრევინეთ თმით“

„დაქალები“

„კატო რა ანგელოზი გახდა“

„მარტო მე მაღიზიანებს ნინა ამ თავისი საზიზღარი ხასიათით? რატომ ჰგონია, რომ დედამიწის ღერძია და სამყარომ მხოლოდ მის გარშემო უნდა იტრიალოს?“

„წაშალეთ ეს ქალი“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here