„ბლექ სი არენას“ ლაინაფი აპრილის ბოლოსთვის გახდება ცნობილი!..

0
2168

„ბლექ სი არენას“ ახალი დირექტორი ჰყავს, პრომოუტერი ტატო ხარჩილავა, რომელმაც თავის გუნდთან ერთად მუშაობა შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული საკონცერტო სივრცის სეზონის დასაგეგმად ორი კვირის წინ დაიწყო.

არტისტებთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, აპრილის ბოლოს არენა წარმოგვიდგენს იმ არტისტებს, რომლებიც ივნისიდან მოყოლებული „ბლექ სი არენას“ სცენას დაიკავებენ.

შეგახსენებთ, რომ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი არენა 2016 წელს მსოფლიო პოპვარსკვლავის, კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. მას შემდეგ მას ესტუმრნენ ლეგენდარული შემსრულებლები თუ ჯგუფები, მათ შორის „აეროსმიტი“, „სკორპიონსი“, ვანესა მეი, ელტონ ჯონი, რობერტ პლანტი, „ჯიფსი ქინგსი“, კონცერტები გამართეს ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა თუ ანსამბლებმა.

როგორც არენის ხელმძღვანელობა გვპირდება, წლევანდელი ლაინაფი განსაკუთრებული, საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here