ბექა გოჩიაშვილმა საშობაო კონცერტები ნიკა რურუას ხსოვნას მიუძღვნა – „ეს ყველაფერი იყო ნიკასთვის!..“

ბექა გოჩიაშვილმა საშობაო კონცერტები ნიკა რურუას ხსოვნას მიუძღვნა – „ეს ყველაფერი იყო ნიკასთვის!..“

ბექა გოჩიაშვილმა საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად 25 და 26 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საშობაო კონცერტები გამართა.

რასაკვირველია, ღონისძიებებმა საინტერესოდ და უამრავი აპლოდისმენტის ფონზე ჩაიარა.

ბექასთვის ეს საღამოები გამორჩეული იყო, რადგან ის მცირე ხნის წინ გამოემშვიდობა თავის დიდ მეგობარსა და მხარდამჭერს, ნიკა რურუას. შეგახსენებთ, პოლიტიკოსი დეკემბერში გარდაიცვალა.

ბექას ყველა პოსტი, მას შემდეგ, სწორედ ნიკა რურუას ეძღვნებოდა, ახლა კი საშობაო კონცერტებიც მას მიუძღვნა.

ბექამ დაწერა:

„ყველას დიდი მადლობა, ვინც გუშინ კონცერტზე იყავით.

თქვენ თუ ერთი ნოტი მაინც გახსოვთ, ეს ყველაფერი იყო ნიკასთვის!

ისიც გვისმენდა!“

მანამდე კი ბექამ ასევე დიდი სტატუსი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ ორი წლის წინ ნიკა რურუას ერთი თემა მიუძღვნა:

„ეს კონცერტი სექტემბერში დაიგეგმა, როცა “უღრან ტყეში” – წყნეთში, ზურა ლეჟავასთან შედგა ჩემი და ნიკოლოზ რაჭველის დებიუტი. მაგრად ვემზადებოდი, Mike Mitchell, Cameron Graves და Max Gerl ჩამოგვყავს ამერიკიდან, იქნება საშობაო განწყობის რამოდენიმე სტანდარტი და ჩემი მუსიკა.

2 წლის წინ დავწერე თემა, სულ სხვა კონცეფციის, არა-ჯაზური და დავარქვი – “Nick’s Biography”, რა თქმა უნდა, ეკუთვნის ნიკა რურუას. მოვასმენინე, მაგრად მოეწონა, დაახლოებით 10-ჯერ ჩამართვევინა. მძიმეა, მოკლემეტრაჟიანი ფილმივითაა, მაგრამ სიმძიმე ოპტიმიზმს არ გიკარგავს, პირიქით, სიძლიერე, პატრიოტიზმი და საფუძვლიანი ოპტიმიზმი იგრძნობა. უხეშად მხვდება თვალში, როცა ჩემს დაწერილ მუსიკაზე ქათინაურებით ვიმკობ თავს, მაგრამ ამ დროს ნიკას დამსახურება უფრო დიდია ამ თემის დაწერისთვის, ვიდრე ჩემი. ინსპირატორი ზოგჯერ 50% ავტორია შემოქმედების. ნიკუშას ვუთხარი, რომ ამის დაკვრას ვაპირებდი 25-26-ში და მითხრა ინგლისურად (როგორც იცოდა ხშირად) – “That will make me wanna fight more for our countries’ freedom, which is your job as well bro.” ამ უფროსი ძმის და მეგობრის დაკარგვის შემდეგ, დამიმძიმდა დაკვრის სურვილი და “დუხი”.

მაგრამ ერთადერთი გზა ამ რთული მდგომარეობის შედარებით განელების არის საქმე. მწერლისთვის წერა, მომღერლისთვის სიმღერა და ალბათ პიანისტისვის დაკვრა. ნიკას საყვარელი ფრაზა იყო: “Never, never, never give up.” ხო და ზუსტად ამ კონცერტის ჩაგდება, ჩემი “give up” იქნებოდა. ჩემი მთელი უმცროს-უფროსული ძმური სიყვარულით ვუძღვნი ნიკა რურუას სულს ამ 2-დღიან კონცერტს, სადაც უფრო მძიმედ და დიდი ბრძოლის უნარით შევასრულებთ “Nick’s Biography-ს“.

ფოტო კონცერტიდან: გია გოგატიშვილი

სიახლეები/

|

December 27, 2018 / 6:27 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ეკა ჩხეიძე ერთ-ერთ წვეულებაზე შთამბეჭდავი დეკოლტეთი გამოცხადდა (ფოტო)

მსახიობი ეკა ჩხეიძე ჟურნალ “სითის” წვეულებას ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ ღონისძიება “ეამაყები თბილისს” დაჯილდოების ფარგლებში გაიმართა. ბუკა პეტრიაშვილმა მეუღლესთან, ეკა მიშველაძესთან და სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ასეთი წარწერა დაურთო: “ანგელოზებთან ერთად”. ფოტოზე ეკა ჩხეიძეც არის გამოსახული. მას შავი აბრეშუმის ულამაზესი ორეული აცვია, რომელსაც შთამბეჭდავი დეკოლტე აქვს. (ფოტოები)

სად გადაინაცვლა მარინა ბერიძემ „მხოლოდ ქართულის“ ჟიურიდან

მარინა ბერიძე „მხოლოდ ქართულის“ ჟიურიში აღარ იქნება. მან ამავე პროექტში ახალი ამპლუა მოირგო, თუმცა შეიძლება ითქვას, ზოგადად, მისთვის არცთუ ახალი, ის ქართული სიმღერების ყველაზე პოპულარული კონკურსის პროდიუსერი გახდა. „მხოლოდ ქართულში“ ახალი საქმიანობის შესახებ ის fortuna.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა. მარინა ბერიძე:   ჩვენ წელს ისე დავიწყეთ ყველაფერი, რომ კასტინგების დაწყებამდე უკვე ვიცოდით ათივე ტური, რომლის გავლაც მოუწევდათ […]

ნინი გოგიჩაიშვილის კლიპი, რომლითაც „მის მსოფლიოზე“ წარდგება

„იუთუბზე“ უკვე ხელმისაწვდომია კლიპი, რომლითაც „მის საქართველოზე“ მის მსოფლიოს“ მაყურებლებს წარმოდგენა შეექმნებათ. ვიდეორგოლში ნინი საქართველოს საუკეთესო ადგილებს, სამზარეულოს, ღვინოს უკეთებს რეკლამას და ასევე საკუთარი თავის შესახებაც საუბრობს. მათ შორის ამბობს იმას, რომ ძალიან უყვარს ვარჯიში და ძალიან მოსწონს წერა. კლიპში ნინი საჭადრაკო ოლიმპიადაზე მუშაობის პერიოდსაც იხსენებს. ნინი გოგიჩაიშვილის კლიპის ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია ძველ თბილისში მდებარე […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ბექა გოჩიაშვილი გია ყანჩელს კონცერტს უძღვნის

10 ოქტომბერს, რესტორან „რესპუბლიკაში“ ბექა გოჩიაშვილი კონცერტს გამართავს. ჯაზმუსიკოსი, რომლის ნიჭს გია ყანჩელი დიდად აფასებდა, საღამოს ცნობილი კომპოზიტორის ხსოვნას მიუძღვნის. ბექა გოჩიაშვილი ღონისძიებას მეგობარი მუსიკოსების მონაწილეობით გამართავს. როგორც მუსიკოსი ამბობს, სამწუხაროა, რომ „ჰერიო ბიჭებოს“ საკუთარი ვერსია, რომლის ჩაწერასაც გია ყანჩელი სთხოვდა, მის სიცოცხლეში ვერ ჩაწერა. როგორც ბექამ დაწერა, საღამოზე მხოლოდ გია ყანჩელის კომპოზიციებს შეასრულებს.

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ბექა გოჩიაშვილი: „მოსკოვში არ ჩავდივარ… მტრისთვის დაკვრა ნოტების გაცდენა მგონია!..“

ბექა გოჩიაშვილი „იმედის დღის“ სტუმარი გახლდათ. ჯაზპიანსიტმა ისაუბრა საკუთარ გადაწყვეტილებაზე, არ გამგზავრებულიყო სტენლი კლარკის ბედნთან ერთად კონცერტებზე, რომლებიც ტურნეს ფარგლებში მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დაიგეგმა. როგორც ბექა აღნიშნა, სტენლი კლარკი თანახმა იყო, რუსეთში ორი კონცერტი საქართველოში ერთ კონცერტზე გაეცვალა, მაგრამ ამ კონცერტის გამართვა ვერ მოხერხდა. ბექა გოჩიაშვილი: პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ იმას, რომ მოსკოვში დაკვრის შემოთავაზება […]

ბექა გოჩიაშვილი სტენლი კლარკის ბენდთან ერთად რუსეთში დაგეგმილ კონცერტებში მონაწილეობას არ მიიღებს

ცნობილი ქართველი პიანისტი, ბექა გოჩიაშვილი, მოგეხსენებათ, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსის, სტენლი კლარკის ბენდში მოღვაწეობს. ბენდმა ახლახან გამოსცა ალბომი, ახლა კი ტურნე აქვთ დაგეგმილი. კონცერტები მთელ მსოფლიოში გაიმართება, მათ შორის რუსეთშიც, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, თუმცა ქართველი პიანისტი რუსეთში გამგზავრებას არ აპირებს. ბექა სოციალურ ქსელში დაგეგმილი კონცერტების ნუსხას აქვეყნებს და წერს: „2019 წლის გაზაფხულის ტურნე. მე დავუკრავ ყველა […]

ბექა გოჩიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი უღრან ტყეში…

ბექა გოჩიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი პირველად ახალ სივრცეში „უღრან ტყეში“ შედგა. ეს სივრცე წყნეთში მდებარეობს, იქ ამფითეატრი ბუნებაშია მოწყობილი. საღამოს, ლამაზი განათების პირობებში, ასეთ კომფორტულ გარემოში კარგი მუსიკის მოსმენა დიდი სიამოვნებაა, რომელიც ამიერიდან ხელმისაწვდომი იქნება. ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად, შედარებით მცირე შემადგენლობით, ხოლო ბექა გოჩიაშვილმა დრამერ ზაზა ცერცვაძესთან და ბასისტ […]

რეკლამა