ბექა გოჩიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი უღრან ტყეში…

ბექა გოჩიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი უღრან ტყეში…

ბექა გოჩიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი პირველად ახალ სივრცეში „უღრან ტყეში“ შედგა. ეს სივრცე წყნეთში მდებარეობს, იქ ამფითეატრი ბუნებაშია მოწყობილი. საღამოს, ლამაზი განათების პირობებში, ასეთ კომფორტულ გარემოში კარგი მუსიკის მოსმენა დიდი სიამოვნებაა, რომელიც ამიერიდან ხელმისაწვდომი იქნება.

ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად, შედარებით მცირე შემადგენლობით, ხოლო ბექა გოჩიაშვილმა დრამერ ზაზა ცერცვაძესთან და ბასისტ ლევან დეისაძესთან ერთად, გამორჩეული საღამო შემოგვთავაზეს. აქვე დაგვპირდნენ, რომ უფრო გაფართოვებული შემადგენლობით და ბექას და არა მხოლოდ მისი მუსიკით, ჩვენ წინაშე 24 დეკემბერს წარდგებიან, ეს კი, ამ დიდხანს ნანატრი ექსპერიმენტის პირველი ნაბიჯი გახლდათ, რომელმაც ანშლაგითა და დიდი აპლოდისმენტებით ჩაიარა.

ბექა გოჩიაშვილმა საღამო ცნობილი ჯაზური სტანდარტებით გახსნა, რომელთა შესრულება დრამერსა და ბასისტთან ერთად დაუვიწყარი გახადა შეკრებილი მელომანებისთვის. შემდეგ კი მას ნიკოლოზ რაჭველი შეუერთდა და ბოლოს მასთან ერთად ინსტრუმენტსაც მიუჯდა, ამ იმპროვიზაციის დროს, რასაკვირველია, მაყურებლის ემოციები ყველაზე თვალშისაცემი იყო…

უღრანი ტყე მთლიანად მოიცვა საუკეთესო მუსიკამ, რომლის მოსმენაც ნამდვილად დიდი ფუფუნებაა, მით უმეტეს, ისეთი პროფესიონალისგან, როგორიც ბექა გოჩიაშვილია და ის მუსიკოსები, ვინც მას მხარს უმშვენებდნენ.

ნიკოლოზ რაჭველი:

რეპეტიციების დროს ძლივს ვიკავებდი თავს, რომ ცრემლები არ წამომსვლოდა, რადგან ბექასთან მუშაობით ჩემი კიდევ ერთი ოცნება ავისრულე. შეერთება კოსმოსთან ძალიან იშვიათად მინახავს შემსრულებელში.

წლების განმავლობაში სულ გვინდა გავაკეთოთ რაიმე ერთობლივი. ისე მოხდა, რომ ამისი ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო ზურა ლეჟავამ, რომელმაც წყნეთში დაგპატიჟა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებულები ვიყავით, ყველაფერი გადავდეთ, რომ ეს კონცერტი შემდგარიყო. ამას თავისი გაგრძელება უკვე დაეგეგმა, დეკემბრის 24-ში იქნება ჩვენი ერთობლივი დიდი კონცერტი, რომელსაც შემოუერთდებიან მუსიკოსები აშშ-დან და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები ფართო შემადგენლობით.

ბექა გოჩიაშვილი:

ჩემი და ნიკოლოზ რაჭველის ურთიერთობა დიდი ხანია, დაიწყო, დღეს კი მას ბეჭედი დაესვა, როცა მუსიკალურად შევხვდით ერთმანეთს. ყვეალფერმა კარგად ჩაიარა. კონცერტის პროცესი სიურპრიზებითაა სავსე, რადგან ყველა კონცერტი და დაკვრა ერთნაირი არ არის. ეს არის ტალღა, რომელსაც ვერ გააჩერებ. დღეს თუ ამ კონცერტმა ასე ჩაიარა, მომავალში რასაც ვგეგმავთ ამსშტაბურად, დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

პროგრამა მოკლე დროში გაორკესტრდა. მადლობა ზურა ლეჟავას, რომელმაც ამ კონცერტის აქ გაკეთების იდეა მოგვაწოდა. თუ მოეწონა მსმენელს დღევანდელი საღამო, კარგია, თუ არა, პასუხიც მზად გვაქვს – უღრან ტყეში უფრო მეტს ელოდნენ?!.. (იღიმის). ტრიო, ორკესტრი და დირიჟორი, სუფთა ჰაერზე, ბუნებრივ გარემოში. მეტი რა უნდა გინდოდეს…

ნინო მურღულია

(ფოტოები)

სიახლეები/

|

September 14, 2018 / 3:00 pm

TOP სიახლეები

ნინო ნადირაძე: “3 თვეში ბებია გავხდები”

ნინო ნადირაძეს მალე ბებიობას მივულოცავთ. მას პირველი შვილიშვილი სამ თვეში შეეძინება. მისი გოგონა, ბაია, ფეხმძიმედ არის. “3 თვეში ბებია გავხდები”, წერს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი და ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს. ამ პოსტის ქვეშ დედა–შვილა უამრავი მილოცვა მიიღო. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ბაია კუზანოვა ძალიან ლამაზი ორსულია. (ფოტო)

ია ჩანტლაძე ტყუპების მოლოდინში – „ეს ამბავი რომ გავიგე, ვიტირე…“

მომღერალ ია ჩანტლაძეს, რომელმაც წლებია, უკვე ბიზნესში გადაინაცვლა, პირად ცხოვრებაში დიდი სიახლე აქვს. ის და მისი იტალიელი მეუღლე, ჯანკარლო მერკადანტე ტყუპებს ელოდებიან. წყვილს დიდი ხანია, ერთმანეთი არ უნახავს. პანდემიის გამო, ჯანკარლომ საქართველოში დაბრუნება ჯერჯერობით ვერ მოახერხა. როგორც მომღერალმა გვითხრა, ამ განშორებას რაციონალურად უდგებიან და მსჯელობენ, რომ მოუყვებიან შვილებს იმის შესახებ, როგორ გაატარეს კარანტინი მათმა მშობლებმა […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვიდეო: ნიკოლოზ რაჭველი – “საჭმლის მომზადება ვისწავლე…”

“მთავარი არხი” დირიჟორსა და კომპოზიტორს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ რაჭველს შინ ესტუმრა. როგორც აღმოჩნდა, მაესტრო უპირატესობას ჩაის ანიჭებს, მაგრამ დილას აუცილებლად ჭიქა ყავით იწყებს. კარანტინის პერიოდში მან კერძების მომზადება ისწავლა. როგორც თავად ამბობს, მოამზადა გამომცხვარი ორაგული და ასევე სხვადასხვა ტიპის პასტა ანიტა რაჭველიშვილის რეცეპტებით. კარანტინის დროს, როგორც “მთავარი არხის” რესპონდენტი აღნიშნავს, მუსიკალურად არ უაქტიურია. […]

6 მარტს ბექა გოჩიაშვილი თანამედროვე ჯაზის ვირტუოზებთან ერთად „რესპუბლიკაში“ წარდგება

6 მარტს რესპუბლიკის „ივენთ ჰოლში“ ჯაზის მოყვარულებისათვის გამორჩეული საღამო იგეგმება. ბექა გოჩიაშვილი თანამედროვე ჯაზის ვირტუოზებთან ერთად კონცერტს გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობენ: მაიკ მიტჩელი (დრამი), ქეისი ბენჯამინი (საქსაფონი, ვოკოდერი), მაქს გერლი (ბას გიტარა), ფრენკ მოკა (პერკუსია, დასარტყამი ინსტრუმენტები) საღამოს გააგრძელებს DJ მიშო ურუშაძე. კარი გაიხსნება: 22:00 საათზე, საღამო დაიწყება 23:00 საათზე. დასაჯდომი ბილეთები: 60 ლარი – 100 […]

ნატალია ქუთათელაძისა და ბექა გოჩიაშვილის საშობაო დუეტი

ბექა გოჩიაშვილმა გამოაქვეყნა ახალი დუეტი, რომელიც მან საშობაოდ ნატალია ქუთათელაძესთან ერთად მოამზადა. ჯაზპიანისტმა ვახტანგ კახიძის საშობაო ალილოს თავისი ვერსია შემოგვთავაზა, რომელიც მეცოსოპრანოს ვოკალის თანხლებით წარმოგვიდგინა (ვიდეო)

ბექა გოჩიაშვილი გია ყანჩელს კონცერტს უძღვნის

10 ოქტომბერს, რესტორან „რესპუბლიკაში“ ბექა გოჩიაშვილი კონცერტს გამართავს. ჯაზმუსიკოსი, რომლის ნიჭს გია ყანჩელი დიდად აფასებდა, საღამოს ცნობილი კომპოზიტორის ხსოვნას მიუძღვნის. ბექა გოჩიაშვილი ღონისძიებას მეგობარი მუსიკოსების მონაწილეობით გამართავს. როგორც მუსიკოსი ამბობს, სამწუხაროა, რომ „ჰერიო ბიჭებოს“ საკუთარი ვერსია, რომლის ჩაწერასაც გია ყანჩელი სთხოვდა, მის სიცოცხლეში ვერ ჩაწერა. როგორც ბექამ დაწერა, საღამოზე მხოლოდ გია ყანჩელის კომპოზიციებს შეასრულებს.

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

რეკლამა