ბელგიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი ანტვერპენში გია ყანჩელის ძეგლის დადგმის იდეით გამოდის

0
1191

ბელგიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, დაჩი ხასაია გამოდის ინიციატივით, ქალაქ ანტვერპენში, იქ, სადაც ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი წლები ცხოვრობდა, მისი ძეგლი დაიდგას.

მან უკვე მიმართა ამ თხოვნით ქალაქ ანტვერპენის მერს, რომელმაც შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად მზადყოფნა გამოთქვა.

როგორც დაჩი ხასაია წერს, ფინანსები ამ ძეგლისთვის საქართველოს კულტურის სამინისტრომ უნდა გამოყოს.

დაჩი წერს:

„ისედაც გავაკეთებ ბელგიელების დახმარებით, რადგან გიამ მოიპოვა მათი ასეთი სიყვარული, მაგრამ ეს უფრო საქართველოს გასაკეთებელი საქმეა. თან ქართული უძლეველი კრეატივი მინდა საქმეში ჩაერთოს…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here