ატირებული ნანუკა ჟორჟოლიანი: „ჩაკეტილი მაქვს ეს თემა და მარიამთანაც არ ვსაუბრობ ამაზე…“

ატირებული ნანუკა ჟორჟოლიანი: „ჩაკეტილი მაქვს ეს თემა და მარიამთანაც არ ვსაუბრობ ამაზე…“

ნანუკა ჟორჟოლიანმა ბაია დვალიშვილთან თავისი ცხოვრების ბოლო ტრაგედიაზე ისაუბრა, რაც დედის გარდაცვალებას უკავშირდება. ტელეწამყვანმა ეს მძიმე მომენტი ვერ გადალახა და ამბობს, რომ ამ მოგონებებიდან სულ გარბის…

ნანუკა ჟორჟოლიანი:

„ძალიან ჩაკეტილი მაქვს ეს თემა. აღმოვაჩინე, რომ იმაზე მეტად ძლიერი ვარ, ვიდრე ვყოფილვარ ოდესმე. ისეთი პერსონალური ტესტი ჩავაბარე დაჯის ამბავზე, მივხვდი, სირთულე არ ყოფილა მაგალითად, სახლიდან გასვლის რომ გეშინია… იცის ყველამ, რომ ჩვენ ამ თემაზე არ ვსაუბრობთ. ამაზე არ ვსაუბრობთ არც მე და მარიამი. ის მე მიმალავს, მე – იმას. წყალტუბოში რომ ჩავედი, აღმოვაჩინე, რომ არასდროს ასე ახლოს მასთან არ ვყოფილვარ, ოღონდ ეს არ მაწუხებდა, პირიქით, მსიამოვნებდა. იმ ქუჩებში სიარულიც მსიამოვნებდა, რადგან ეს ზომიერი იყო. თუკი ქუჩაში ვინმე მაჩერებდა და დედაზე მესაუბრებოდა, რაც წყალტუბოში ხშირად იყო, სითბოს გამოხატვას საყვარლად ცდილობდნენ ასე, მაგრამ მე იქიდან გავდიოდი, რადგან ამ თემაზე საუბარი არ მსურდა. სხვა შემთხვევაში დაჯი ძალიან ზომიერად იყო წყალტუბოში ჩემს ცხოვრებაში. სხვა მხრივ ვკეტავ, არაფერი მახსენდება… ყველაფერს ვაკეთებ, რომ არ გამახსენდეს. რაღაცნაირი დიდი შავი ხვრელია. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ შავმა ხვრელმა ჩემს ცხოვრებაში არ იარსებოს. გავრბივარ… ყველა მოგონებიდან გავრბივარ…

არ არსებობდა ამბავი, მას არ სცოდნოდა, ბოლო წუთამდე, სინამდვილეში მე და დაჯი, პარადოქსია, მაგრამ არ ვიყავით მასთან ახლოს. მარიამისთვის დაჯი იყო კომფორტის ზონა. შეიძლება იმიტომ, რომ ეს არ მქონდა მასთან და სულ დუელი გვქონდა, სულ რაღაცას მეწინააღმდეგებოდა, კომუნიკაცია იყო მაშინ, როცა მისთვის ამბის მოყოლა მინდოდა და ის სულ მზად იყო მოსასმენად…“

(ვიდეო)

სიახლეები/

|

April 6, 2021 / 1:57 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანმა სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად ისევ დაიწყო საკუთარი სამოსის გაყიდვა

ნანუკა ჟორჟოლიანმა განაახლა საკუთარი გვერდი ნანუკას Second hand, სადაც საკუთარი გარდერობიდან ნივთებს დებს და ყიდის. მიზეზი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. შეგროვებული ფულით ის სტუდენტებს სწავლის გადასახადს უფინანსებს. ამ კარგი პრაქტიკის გაგრძელების შესახებ თავად დაწერა და აღნიშნა: „ეს არის გვერდი, რომელიც კონკრეტული ამბისთვის შეიქმნა. დაახლოებით სამი წლის წინ გადავწყვიტე, ჩემი ტანსაცმელი გამეყიდა (სიმბოლურ ფასად) და სტატუსშეჩერებული სტუდენტების […]

ნანუკა ჟორჟოლიანი შვილს: „შენ ხარ ჩემი მთავარი სარკე, საკუთარ შეცდომებთან მასწორებ…“

ნანუკა ჟორჟოლიანმა შვილთან, მარიამთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და უფროს ქალიშვილს დაბადების დღე თბილი და ემოციებით სავსე პოსტით მიულოცა: „შენ ხარ ჩემი მთავარი სარკე, მარუს, რომელიც საკუთარ შეცდომებთან მასწორებ. ამიტომ, მაგრად გამიმართლა, ჩემს შვილად რომ დაიბადე.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „პანიკური შეტევების შემდეგ ცხოვრების სხვა ეტაპი დამიდგა…“

ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ 24 საათი ბედნიერია, „როცა მძინავს, მაშინაც“, დასძენს ტელეწამყვანი. კითხვაზე, იქნება თუ არა მისი გადაცემა ეთერში, სანამ ის მაჟორიტარად იყრის კენჭს, ნანუკა პასუხობს, რომ გადაცემა ჩვეულებრივად გავა ეთერში, წყალტუბოდან კვირაში ერთხელ ჩამოვა მის ჩასაწერად. არჩევნების შემდეგ კი, შედეგის მიხედვით გადაწყვეტს გადაცემის ეთერში ყოფნის ბედს. ნანუკა ასევე შეეეო ყველაზე […]

ნანუკა ჟორჟოლიანი: “დედა მყავს ცუდად… გთხოვთ, ილოცეთ, რომ გადარჩეს…”

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ამჟამად მისთვის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი დგას. ტელეწამყვანის დედა ცუდად არის. ნანუკა ყველას სთხოვს, ილოცონ მისი გამოჯანმრთელებისთვის. გთავაზობთ ნანუკას სტატუსს: “უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი, უბრალოდ ფაქტი იცის ყველამ. არ ვიცი ვის, რისი გწამთ. ვინ, ვის სთხოვთ, […]

ნანუკა ჟორჟოლიანი იუბილარია – ტელეწამყვანი არაჩეულებრივ ფორმაშია

ნანუკა ჟორჟოლიანმა წონაში საგრძნობლად დაიკლო და ეს ყველა ბოლო დროს გადაღებულ ფოტოზე ძალიან შესამჩნევია. შავ შარვალსა და პერანგში გამოწყობილმა ტელესახემ ახლახან ფოტო გააზიარა და დაწერა, რომ იუბილარია – “რიცხვის დედაც… დღეს ჩემი დაბადების დღეა”. ნანუკას ეს ფოტო 17000–მა ადამიანმა მოიწონა. ტელეწამყვანს უწერენ, რომ რიცხვები მართლაც არაფერს ნიშნავს და შესანიშნავად გამოიყურება.

რეკლამა