აპირებს თუ არა ია ტომაში თიკა ჯამბურიასთვის სასამართლოში ჩივილს

აპირებს თუ არა ია ტომაში თიკა ჯამბურიასთვის სასამართლოში ჩივილს

მომღერალი ია ტომაში ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვებს, რომლებიც თიკა ჯამბურიას „ფარულ კონვერტში“ მისდამი გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვს. როგორც თიკამ აღნიშნა, იასთან მეგობრობდა და მან მის შეყავრებულთან გააბა რომანი, რაზეც თიკას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა.

ია ამბობს, რომ თავი არც ისეთი ცნობილი ეგონა და ეს ამბავი საკუთარი თავის პიარად მიიჩნია:
„საერთოდ, ვინ არის ეს გოგოო, კითხულობდნენ და ამიტომ ჩავთვალე პიარად. არც ისეთი ცნობილი მეგონა საკუთარი თავი, როგორც თიკამ ახსენა, მაგრამ არ წყდება ამ თემის მასშტაბურად განხილვა. დღემდე მირეკავენ და მეკითხებიან, რა პასუხს გასცემ თიკასო. საკუთარი ენით, შუამავლის გარეშე, მარტივია ადამიანთან საუბარი, მაგრამ სულელთან რომ რამის მტკიცებას დაიწყებ, თავადაც სულელი გამოდიხარ…“

როგორც ია აღნიშნავს, თიკას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სრული სიცრუეა:

„არც თიკა და ზუკა ყოფილან შეყვარებულები და არც მე და ზუკას გვქონია არანაირი ურთიერთობა. თიკას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ჩვეულებრივი ცილისწამებაა. ზუკა თიკასგან გავიცანი, ეს მართალია. ერთადერთხელ ვნახე ერთად, რაღაცაზე „ღადაობდნენ“, მაგრამ მერე მე და ზუკას არანაირი ურთიერთობა არ გვქონია…“

მომღერალი ამბობს, რომ თიკამ მას და მის ოჯახს წარწერით „აქ ცხოვრობს ბოზი“, რომელიც სახლთან დაუწერა, დიდი ფსიქოოლოგიური ტრავმა მიაყენა. მომღერალი ჩივილს არ აპირებს და არც თიკასთან რაიმე სახის კომუნიკაციას. ია ტომაში ამჟამად გათხოვილია, – „მე და ჩეს მეუღლეს ურთიერთობა ტყუილზე რ აგვიგია“, აღნიშნავს მომღერალი.

ვრცლად მის ინტერვიუს ჟურნალ „თბილისელებში“ გაეცნობით.

სიახლეები/

|

December 9, 2019 / 2:13 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

დღეს „მხოლოდ ქართულში“ ლელა წურწუმიასა და სტეფანეს სიმღერები შესრულდება

დღეს, 27 იანვარს, „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალური ტური გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ხუთი მონაწილე დარჩა დღევანდელ ტურში – თამთა ხუხუნაიშვილი, ანა ქურთუბაძე, გიორგი ძოწენიძე, ლუკა ჭოხონელიძე და ნინი შონია. კონკურსი „მთავარი არხის“ ეთერში, ტრადიციისამებტ, საღამოს ათ საათზე დაიწყება. ხუთივე მონაწილე დღეს ორ სიმღერას შეასრულებს, ერთს ლელა წურწუმიას, მეორეს კი სტეფანეს რეპერტუარიდან. შესაბამისად, ერთი ნომრიდან შეგიძლიათ თქვენს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თიკა ჯამბურიას მიმართვა მედიასაშუალებებს: „სცადეთ გოიმობისა და ნაგვის გარდა კიდევ რაიმეს გაშუქება!..“

თიკა ჯამბურია მედიასაშუალებებს მიმართავს და ვრცელ სტატუსში წერს, რომ საქართველოში უამრავი ნიჭიერი ხელოვანია, რომელთაც ჯეროვან ყურადღებას არ უთმობენ, სამაგიეროდ კი ხშირად უგემოვნო და უხარისხო მუსიკასა და ამბებს უწევენ პროპაგანდას. გთავაზობთ მომღერლის სტატუსს: „მინდა შევახსენო ყველა მედიასაშუალებას, ტელევიზიებს, ონლაინტელევიზიებს და ა.შ., რომ ჩვენს პატარა და ძალიან ლამაზ ქვეყანაში გვყავს ძალიან ბევრი ლამაზი და ნიჭიერი მომღერალი, ახალგაზრდა […]

თიკა ჯამბურიამ საკუთარი სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა (აუდიო)

თიკა ჯამბურიამ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის, „გავუსწროთ დროს“, რომელსაც პატარაობისას უცნობთან ერთად ასრულებდა, ახალი ვერსია ჩაწერა. ვერსიის ავტორი მუსიკოსი და მომღერალი, სოფო ტოროშელიძე გახლავთ. თიკამ ახალი კომპოზიცია „იუთუბზე“ ატვირთა და შემდეგ სოციალურ ქსელში გააზიარა. მან სტატუსში ყველა მონაწილეოს მადლობა გადაუხადა: „გავუსწროთ დროს… ეს სიმღერა ვიცი, რომ ყველას ძალიან გიყვარდათ და დღემდე უსმენთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ სიმღერის […]

თიკა ჯამბურია „გავუსწროთ დროს“ ახალ ვერსიას წერს

თიკა ჯამბურია უცნობთან დუეტის ახალ ვერსიაზე მუშაობს. „გავუსწროთ დროს“ გია გაჩეჩილაძესთან ერთად მან ერთ-ერთ კონცერტზე შეასრულა. მელოდია ჯემალ სეფიაშვილს ეკუთვნის, ლექსი: რატი ამაღლობელს. როგორც თიკამ გვითხრა, სიმღერის ვერსიაზე სოფო ტოროშელიძე და ნიკა მარგველაშვილი მუშაობენ, ხმის მონტაჟზე, – ნიკა მარგველაშვილი. ახალ ვერსიაში უცნობი აღარ იქნება და თიკა სოლოდ შეასრულებს. ჩვენს კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა 14 წლის წინანდელი […]

თიკა ჯამბურია: „განსხვავებული აზრის გამო რუსეთუმეს მეძახით!..“

პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად ჩართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს მკვეთრად უპირისპირდებიან. რაც უფრო ახლოვდება მეორე ტური, დუღილის ტემპერატურა მით უფრო იმატებს. სოციალურ ქსელში ნამდვილი ლანძღვა-გინებაა გაჩაღებული. თიკა ჯამბურია მის მიმართ გაკეთებულ კომენტარებს პასუხობს და წერს: „ჩემი აქტიურად გამოჩენა მიმდინარე მოვლენებთან, უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ იმ პროსტესტის გამოხატვას, რომელიც, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, დამიგროვდა წინა რეჟიმის დროს. […]

თიკა ჯამბურია: „ერთმანეთის დაბულინგება ძალიან „მეცუდსაქციელება“

თიკა ჯამბურია გუშინდელ „რეაქციაში“ გამოსვლის შემდეგ, სადაც ნინი ქარსელაძემ „საუკეთესო სისხლისღვრა“ ახსენა და ამის გამო ბულინგის მსხვერპლად იქცა, მეგობარს თანადგომა გამოუცხადა. თიკა წერს: „მესმის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ისევე, როგორც ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკა და მასში განვითარებული მოვლენები, მაგრამ ერთმანეთის დაბულინგება ძალიან „მეცუდსაქციელება“ . ძალიან არ მინდა, რომ ვინმე დავაზარალოთ მორალურად, და ჩვენი ბრძოლა, […]

რეკლამა