ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „ცივი ნოემბერი“ არის წარდგენილი. „მიუზიკბოქსთან“ ინტერვიუში მომღერალმა საკუთარ მოლოდინებზე და „ოქროს ტალღის“ კონკურსის შესახებ, რომელიც წელს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება, ვრცლად საიუბრა.
ანრი ჯოხაძე:
ჩემთვის „ოქროს ტალღა“ ასოცირდება მოულოდნელობასთან. პირველი, რაც მახსოვს, როცა ჩემი სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერა გახდა, ერთი პროცენტითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე იქნებოდა. სულელის სახით ვიდექი დარბაზში. ცხოვრებაში ვისწავლე, რომ ნებისმიერი მიმართულებით, რისგანაც შეიძლება ადამიანი რაღაცას ელოდოს, არაფერს ველოდები, ასე უფრო კარგია ცხოვრება.
წელს „ოქროს ტალღაზე“ წარდგენილია ჩემი სიმღერა „ცივი ნოემბერი“. მელოდია მეკუთვნის მე, ლექსი – ნიკა ჩერქეზიშვილს. კლიპი, როგორც ყოველთვის, თავად გადავიღე.
ფაქტობრივად, ამ კლიპს ორ მილიონზე მეტი ნახვა აქვს, მათ შორის რადიო „ფორტუნას“ საიტზეც. კარგია, როდესაც შეთავსებულია არცთუ ცუდი მომღერალი, ლამაზი სიმღერა და ფანტასტიკური ლექსი. ძალიან მადლობელი ვარ ნიკა ჩერქეზიშვილის.
რაც შეეხება ჩემს ფავორიტს „ოქროს ტალღაზე“, ის ისევ ჩემი გაკეთებული სიმღერაა. მოულოდნელად გავარდა ეს სიმღერა, არ იყო გასაჰიტებლად გათვალისწინებული. ეს არის გიორგი გასვიანისა და ლიზა ყენიას მიერ შესრულებული „იმღერე რამე“. ჩავწერეთ „პრაიმშოუს“ საახალწლო გადაცემისთვის. ამ დუეტს ვგულშემატკივრობ. „ცივი ნოემბერი“ არ გამიზიარებია ჩემს გვერდზე, ვაზიარებ მხოლოდ გიორგისა და ლიზას ნამღერს.
ყოველთვის მივესალმები მსგავს ღონისძიებებს. ამ ქვეყანაში არაფერი კეთდება შოუბიზნესისა და გართობის მიმართულებით, ძალიან ცოტაა ასეთი პროექტი. „ოქროს ტალღა“ კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს.
„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“
May 21, 2019 / 3:53 pm
ნინი ბადურაშვილის უმცროსი და, ქეთო თოფურიძე, რომელიც არ მალავს, რომ რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული, „პრაიმშოუს“ ესტუმრა. მან მაყურებელს მოუთხრო იმის შესახებ, რომ ცხვირის ოპერაციამდე ერთი დღით ადრე მისი გადადება მიშა ცაგარელის რჩევით გადაწყვიტა. ქეთო თოფურიძე: „ძალიან საინტერესოა ჩემი ამბავი, რომელიც მიშა ცაგარელს უკავშირდება. დაბადების დღე მაქვს პირველ მაისს და დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით […]
ექიმი, ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე საკუთარი თვისებების შესახებ ვრცლად ჟურნალ „გზის“ კითხვებს პასუხობს. როგორც ცნობილი სახე აღნიშნავს, მთელი ცხოვრება მოგების წყურვილი ამოძრავებს: „ეს აზარტია. მოგების წყურვილი. ეს თვისებები მამოძრავებს. ძალას მმატებს. მიუხედავად იმისა, რომ პრაგმატული ადამიანი ვარ, მატერიალისტი – ნაკლებად. ფუფუნების, ბევრი ფულისა და ქონების მოყვარული ნაკლებად ვარ. აღიარების, დაფასებისა და გამარჯვების ჟინი – აი, ამ […]
ეკა კვალიაშვილი რადიო „ფორტუნას“ ეთერში თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ სტუმრობდა. მან ისაუბრა ერთ-ერთ შემთხვევაზე, როდესაც ლელა წურწუმიას ერთ-ერთი ჰიტი რუსა მორჩილაძემ მას შესთავაზა შესასრულებლად. რატომ განაცხადა უარი მომღერალმა კოლეგის სიმღერის შესრულებაზე, ეკა კვალიაშვილმა სწორედ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გაამხილა: „ლელა წურწუმიას აქვს რუსა მორჩილაძის ერთ-ერთი სიმღერა, რომლის შესრულება საახალწლო გადაცემაში შემომთავაზა, თუმცა მასაც უარი ვუთხარი. […]
ანრი ჯოხაძემ „პრაიმშოუს“ გადაცემაში, რომელიც შოუბიზნესში პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას ეძღვნებოდა, საკუთარ კოლეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე რთული მდგომარეობა მომღერლების კლასტერს შორის კონკრეტულად ერთ ფენას აქვს… ანრი ჯოხაძე: ყველაზე მეტად გული მტკივა და მე მხოლოდ სასიმღერო ჟანრიდან გამომდინარე ჩემი კოლეგების სოლიდარობის ნიშნად ვსაუბრობ. მე პირადად ყველაზე მეტად მაღელვებს იმ მომღერლების ბედი, არა ე.წ. შოუბიზნესის, […]
,,შენთან ერთად მინდა ზამთარი, ბევრი თოვლი, ბევრი ზღაპარი, შენთან ერთად მინდა სიბერე…” – ეს არის ამონარიდი ანრი ჯოხაძის ახალი სიმღერიდან, რომელზე კლიპის ანონსიც ახლახან განათავსა სოციალურ ქსელში. მისი თაყვანისმცემლები მომღერლისგან უკვე ახალ ჰიტს ელოდებიან, ცივი ნოემბრის შემდეგ ამჯერად ცივ ზამთარზე, რომელსაც ანრი ჯოხაძე სიმღერით გაუთბობს მსმენელს. ვნახოთ, როგორი იქნება ახალი ნამუშევარი. (ვიდეო)
ანრი ჯოხაძემ ახალი ვიდეორგოლი წარმოადგინა. მან ბათუმის სახელმწიფო კაპელასთან ერთად შეასრულა სიმღერა “ბათუმს, ქათქათას”. ორიგინალური და განსხვავებული შესრულება მსმენელს ძალიან მოეწონა. (ვიდეო)
მეგობრებმა და კოლეგებმა, ანრი ჯოხაძემ და ნინი ბადურაშვილმა ძველ სიმღერაზე ახალი დუეტი ჩაწერეს და „პრაიმშოუს“ მაყურებელს წარყდგინეს. სიმღრის ავტორი გახლავთ გია მაჭარაშვილი, ტექსტი ლალი სხირტლაძეს ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდებაა „საღამომდე“. სიმღერას ორიგინალში მერაბ სეფაშვილი ასრულებდა. (ვიდეო)
ანრი ჯოხაძის სიმღერის და მასზე გადაღებული კლიპის „უღუბზე“ გამოსვლიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ სიმღერით „ცივი ნოემბერი“ მომღერალმა წლის მთავარი ჯილდო აიღო. ანრიმ კლიპი სოცალურ ქსელში გააზიარა და წერს: „დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა „ცივი ნოემბრის“ პრემიერიდან ჯამში 4 000 000-ზე მეტი ნახვა, მსმენელის სიყარული და “წლის საუკეთესო სიმღერა” ოქროს ტალღაზე ❤ მადლობა ჩემს გულშემატკივრებს […]