ანკა ვასაძე: „ჩემმა ქმარმა ოთო ფოლადაშვილს უთხრა, ძალიან არ მომწონდა, ჩემს ცოლთან რომ ცეკვავდიო…“

0
1558

მსახიობი ანკა ვასაძე ჟურნალ „სარკესთან“ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვების შემდეგ საუბრობს. ის, როგორც იცით, აკაკი ვასაძისა და მარინე თბილელის შთამომავალია. როგორც თავად აღნიშნავს, თბილისში გავრცელებულია ჭორი, რომ ბაია დვალიშვილის შვილია და მალავენ – „ბაიას და მეც ძალიან გვამსგავსებენ და ბევრ უცხო ადამიანს უკითხავს, დედა და შვილი ხომ არ ხართო. მსიამოვნებს, როცა მამსგავსებენ და მგონი, ვახერხებ კიდეც, რომ მისგან განსხვავებული ვიყო. ბაია ჩემი ბაბუის ნახევარდაა“.

ანკას ჰყავს მეუღლე და შვილი. როგორც თავად აღნიშნავს, მისი მეუღლე ეჭვიანი არ არის, რადგან თეატრშიო ყველა მისი პარტნიორი გაიცნო და მათთან მეგობრობს – „რომ გითხრათ, ძალიან სიამოვნებს, როცა სხვას ვეხუტები-მეთქი, ასე არ სრის, მაგრამ… ზუსტად იცის, რომ ეს არაფერს ნიშნავს…

ოთო ფოლადაშვილიც გაიცნო?

დიახ, გაიცნო და უთხრა, ძალიან არ მომწონდა, ჩემს ცოლთან რომ ცეკვავდი და მორჩა, ამის მერე მხოლოდ ჩემთან აიცეკვებს და მე და შენ ვიმეგობროთო. იმდენად შეჩვეულია გიორგი, რომ ყველა ჩემს პარტნიორს უნდა იცნობდეს და კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს… გამიხარდა, რომ ოთოსაც კარგად გაუგო“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here