ანიტა რაჭველიშვილი „მეტროპოლიტენ ოპერას“ 10 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა

0
1293

პრესტიჟული გამოცემა operawire.com „მეტროპოლიტენ ოპერას“ 2018-19 წლების სეზონს აჯამებს და გვთავაზობს საუკეთესო პერფორმანსების ჩამონათვალს. მომღერლებს შორის ერთი ქართველია, ცნობილი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, რომელსაც სწორედ ახლა კარიერაში ბრწყინვალე პერიოდი უდგას.

როგორც სტატიაში წერია, ანიტა რაჭველიშვილს მეტოპერაში შესანიშნავი სეზონი აქვს ჩატარებული, სამი როლით, რომელთაგან თითოეულში განსხვავებული ვოკალური შესაძლებლობები წარმოაჩინა – „ანიტა რაჭველიშვილმა მთელი თავისი არსენალი გამოიყენა, რომ თითოეული პერსონაჟი საუკეთესოდ წარმოედგინა“, აღნიშნულია წერილში.

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here