ანი ბებია: „ილომ მითხრა, რომ სადაც ბავშვს მოუნდება, იქ უნდა ვაჭამო…“

ანი ბებია: „ილომ მითხრა, რომ სადაც ბავშვს მოუნდება, იქ უნდა ვაჭამო…“

ილო ბეროშვილის მეუღლე, ანი ბებია ჟურნალ „სარკესთან“ ბუნებრივი კვების მნიშვნელობაზე საუბრობს. მას ვაჟი, ჯერი, ბუნებრივ კვებაზე ჰყავს. ახლახან ფოტოსესიაც გადაიღო, სადაც ეს პროცესია ასახული.

ანი ბებია:

„გამაოცა ჩემი ასაკის გოგონების კომენტარებმა. ამ ფოტოების დადების დანიშნულება არ არის, რომ ყურადღება მივიქციო. თავიდან მეც ვფიქრობდი, ბავშვს რომ ქუჩაში ჭამა მოუნდეს, რა უნდა ვქნა-მეთქი. ილოსაც ვკითხე, მითხრა, სადაც ბავშვს მოუნდება, იქ უნდა აჭამოო.

ძალიან ბევრი დედა იმიტომ არ აჭმევს ბავშვს, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილშიც არ მოუწიოთ ამის კეთება. რაღაცნაირად „უტყდებათ“ სახალხოდ ამის გაკეთება. მე კი მინდა, სტიმული მივცე მათ ამ ფოტოსესიით, ყველას ვეუბნები, რომ არ უნდა „გაგიტყდეთ“ ბავშვის ბუნებრივი გზით გამოკვება“.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

April 7, 2021 / 1:02 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ანი ბებია აქვეყნებს ფოტოს, სადაც ვაჟს ძუძუთი კვებავს: „საოცარი რამ არის ლაქტაცია…“

მსახიობი ანი ბებია თავისი ვაჟის ძუძუთი კვების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ თავად ფიქრობს, რომ პროცესიც და თავად ფაქტიც ძალიან კარგი რამ არის. ანი ბებია: „ალბათ, აბდაუბდად დავწერ :)) დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა უფრო მგონია, რომ მოგეწონებათ, მაგრამ საკუთარ თავს არ გამოუტყდებით… მე ძალიან მომწონს! ყველაზე საოცარი […]

ანი ბებია: „არაადეკვატური ფიქრები მქონდა, მეშინოდა ყველაფრის, მათ შორის – ბავშვის…“

მსახიობი, ანი ბებია ახლახან დედა გახდა. მას და მსახიობსა და ტელეწამყვანს, ილო ბეროშვილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ჯერი დაარქვეს. ფეხმძიმობის ემოციურად რთული პერიოდის შესახებ ანი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა. ანი ბებია: ჩემს შემთხვევაში ორსულობა ძალიან მოულოდნელი იყო. წლების განმავლობაში ვერ ვორსულდებოდი და როცა ეს მოხდა, სრული შოკი მქონდა. არ მივსულვარ ექიმთან და არ გამომიკვლევია, რა პრობლემა მქონდა… […]

ანი ბებია: „ილო ჩემთვის გმირია, რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია…“

მსახიობები ანი ბებია და ილო ბეროშვილი ორი წელია, ერთად არიან, მაგრამ როგორც ანი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, ჰგონია, რომ დიდი ხანია, ერთად არიან. „მე და ილომ ერთად იმდენი რამ გადავიტანეთ, რომ ასე მგონია, 10 წელი ერთად ვართ. ილო ჩეთვის გმირია. რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია. ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს, თვითონ ილოს […]

ილოსა და ანის სიყვარულის ამბავი – „სრულფასოვანი ოჯახი ვართ…“

ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას სიყვარულის ამბით ჟურნალი „სარკე“ დაინტერესდა. როგორც მსახიობები გამოცემასთან აღნიშნავენ, ჯერ არ დაქორწინებულან, მაგრამ სრულფასოვანი ოჯახი აქვთ. ილოსაც და ანისაც აქვთ ოჯახური ცხოვრების გამოცდილება, ილო მეუღლეს, ნელიკო აგირბას რამდენიმე წლის წინ დაშორდა, ხოლო ანი ბებია ქმარს, კახა ხუციშვილს ახალი დაშორებული იყო, როცა მის ცხოვრებაში ილო გამოჩნდა… ანი: რამდენიმე თვეა, ერთად ვართ. […]

ანი ბებიამ და ილო ბეროშვილმა საკუთარი დაქორწინების შესახებ მედიიდან შეიტყვეს

მსახიობები ანი ბებია და ილო ბეროშვილი ბოლო პერიოდია, ერთად არიან. შეყვარებულები გრძნობებს აღარ მალავენ. ისინი ერთად გადაღებულ ან ერთმანეთის ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ანი ბებია მაყურებლისთვის სერიალ „ხელოვნური სუნთქვიდან“ გახდა ცნობილი, ხოლო შემდეგ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ ითამაშა აფთიაქის თანამშრომლის როლი. მისი პერსონაჟით ილო ბეროშვილის გმირი, შავლეგო მადლიანი დაინტერესდა, თუმცა მათი სასიყვარულო ხაზი […]

რეკლამა