ანასტასია ხაჩიძის ჩანახატი დედაზე: „მახსოვს, როგორ ჰქონდა ვენები, როგორ გასცვივდა თავისი ლამაზი ქერა თმა, ხმაშიც კი ბზარი შეეპარა…“

0
521

ხათუნა ჟორდანიამ გამოაქვეყნა ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძის ინგლისურენოვანი ესსე, რომელიც გოგონამ დედას მიუძღვნა. ეს ჩანახატი ძალიან ემოციურია. ხათუნამ აღნიშნა: რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ ფბ, უნდა დავდო ანასტასიას ესსე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ ეს უნდა გამეკეთებინა!!!!!!“

გთავაზობთ მის სრულ ვერსიას:

„მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი ისტორიის გმირს დავეძებდი, თუმცა, ბოლოს გავაანალიზე, რომ ეს გმირი დიდი ხანია ჩემთან იყო. 2 წლის წინ, 2019 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც არდადეგები დაიწყო, ჩემი გონება მოიცვა სურვილმა – მემოგზაურა და კარგი დრო გამეტარებინა. როგორც კი ბარგის ჩალაგება დავიწყეთ, დედაჩემი ცუდად გახდა, ის გამუდმებით ახველებდა.

დედაჩემი ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი იყო მათ შორის, ვისაც ვიცნობდი. ის არასდროს ავადმყოფობდა და არც ექიმებში დადიოდა. მას ისინი არ უყვარდა. ამ შემთხვევასაც ყურადღება არ მიაქცია და „დროებით“ ავადმყოფობად ჩათვალა.

შემდეგ დღეს კვლავ განაგრძო ხველება. პირველად ჩვენ ბათუმში ჩავედით, შემდეგ ახალციხეში, ბაკურიანში, მერე ისევ ბათუმში დავბრუნდით. მას ხველება უარესდებოდა. ხველებისგან ღამეც კი ეღვიძებოდა.

დიდხნიანი საუბრის შემდეგ, ჩემმა დამ ის დაარწმუნა, ექიმთან წასულიყო. შედეგები საშინელი იყო. მახსოვს, როგორ ვიდექი და ვხედავდი, როგორ ეცვლებოდა დედას სახის გამომეტყველება.

მთელი სამყარო თავდაყირა დადგა. ვტიროდი და იმას ვფიქრობდი, როგორ არ ვიყავი მზად მისი დაკარგვისთვის.

მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ თუნა და ჩემი და ქიმიოთერაპიისთვის ისრაელში გაფრინდნენ. ის მუდმივად მირეკავდა და მიყვებოდა ყველა იმ სიგიჟის შესახებ, რასაც ის და ჩემი და აკეთებდნენ.

ქიმიოთერაპიამ ნელ-ნელა დაასუსტა ის~, მაგრამ ნება მომეცით გითხრათ: ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში იყო ყველაზე კაშკაშა და სიბნელეს მისი დამარცხება არ შეეძლო.

(ვრცლად/ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here