ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი საქართველოში დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიის ორგანიზებით 18 ნოემბერს ჩამოვა. 20 ნოემბერს მას სტუდენტებთან შეხვედრა ექნება, სადაც ტრანსცედენტალური მედიტაციის შესახებ ლექციას ჩაატარებს, იმავე საღამოს კინო „ამირანში“ „მალჰოლანდ დრაივის“ ჩვენებასაც დაესწრება.
დევიდ ლინჩი საქართველოში თავისი ფონდის წევრებთან ერთად ჩამოდის.
ახლახან გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც ის ქართველ თაყვანისმცემლებს ესალმება.
დევიდ ლინჩი აღნიშნავს:
„სიამოვნებით ველოდები თქვენს ნახვას საქართველოში. ჩვენ გვექნება ბევრი შეხვედრა, ავხსნით ტრანსცედენტალური მედიტაციის არსს და მის სარგებელს ადამიანებისთვის. ეს იქნება შესანიშნავი მოგზაურობა…“