ალექსანდრე ზაზარაშვილი ელენ დეჯენერესის მიერ შექმნილ ტალანტების შოუში მიიწვიეს

0
727

ალექსანდრე ზაზარაშვილი, ქართული „რანინას“ მონაწილე, უკრაინული „ვოისის“ ტრიუმფატორი, ამერიკულ ბავშვთა ტალანტების შოუში მიიწვიეს. Little Big Shots არის ბავშვებისთვის შექმნილი ნიჭიერთა შოუ, რომელიც პოპულარული ტელეწამყვანების, ელენ დეჯენერესისა და სტივ ჰარვის ერთობლივი იდეით შეიქმნა, ტელეშოუს წამყვანი კი სტივ ჰარვი გახლავთ.

პირველად ამ შოუს ისტორიაში, მასში მონაწილეობას მიიღებს ქართველი. ალექსანდრე ზაზარაშვილმა შესაბამისი ზარი ჰოლივუდიდან ახლახან მიიღო და სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here