“ადამიანი ადამიანში შეიძლება შევიდეს მზერით, სიყვარულით, ქორეოგრაფიით… ეს არის ერთგვარი გროტესკი”

0
27254

პაატა თედიაშვილის სიმღერა “სიყვარულის არმია” დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და ამ კომპოზიციის გამო, პაატას სოციალურ ქსელში უამრავ ადამიანი დასცინის. “მიუზიკ ბოქსმა” გაარკვია, რომ ერთობ პოპულარული სიმღერა, თედიაშვილმა ნაკლებად პოპულარული ევროპული ჯგუფისგან Porcelain Black მოიპარა, ქართული ტექსტი მოარგო და საზოგადოებას წარუდგინა.

– პაატა, ვინ არის “სიყვარულის არმიის” ავტორი?

– ტექსტის ავტორი ვარ მე და მუსიკა არის ევროპული ჯგუფის.

– რა საერთო დაინახეთ ამ ჯგუფს და თქვენს შორის?

– საერთო არაფერი.  უბრალოდ მელოდიური ხაზი გადმოვტანე, ჩემს სიმღერას ჰქვია “სიყვარულის არმია”, მაგრამ ხალხმა მაინცდამაინც ის ფრაზა აიტაცა “უნდა შემოვიდე ამაღამ შენში” და აქტიურად განიხილავენ ამას სოციალურ ქსელში.

– ქორეოგრაფიაც Porcelain Black-ისგან გაქვთ აღებული?

– არა, ცეკვა აბსოლიტურად დამოუკიდებელია. მათგან ვერ ავიღებდით, რადგან სტუდიური ჯგუფია. ისინი ევროპულ კლუბებში უკრავენ და მათი  ცოცხალი შესრულება  არსად არ დევს.

– ინტერნეტში დევს მათი გამოსვლის ვიდეო, სადაც ზუსტად თქვენნაირი ქორეოგრაფია აქვთ ამ სიმღერაზე, ეს უბრალო დამთხვევაა?

– ერთი ვიდეო დევს სოციალურ ქსელში, სადაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გოგონები ცეკვავენ ამ სიმღერაზე და არ ვიცი, შესაძლოა ჩემმა ქორეოგრაფმა იხელმძღვანელა ამით.

– სად შესვლა იგულისხმეთ ფრაზაში “უნდა შემოვიდე ამაღამ შენში” ?

– ძალიან ფართო გაგება აქვს თვითონ ამ ფრაზას იმიტომ, რომ ადამიანი ადამიანში შეიძლება შევიდეს მზერით, სიყვარულით, ერთი სიტყვით, ქორეოგრაფიით, სიყვარულით. ადამიანს უნდოდეს შესვლა გარკვეულ ტერიტორიაზე და იყოს ეს არის ერთგვარი გროტესკი. სიმღერა თავიდან რომ დაიწერა, აბსოლიტურად სხვა თემას ეხებოდა. უფრო მეტად ამ სიმღერაში პატრიოტული მარცვლები დევს. თავიდან როცა დავიწყე ამ სიმღერაზე მუშაობა ტექსტი იყო ასეთი “თუ წამომყვები ძმობის საზღვართან, იარაღი უნდა ავიღო ხელში, ამდენი მოთმინება დამთავრდა, უნდა ავმაღლდე კაციდან ღმერთში”, მაგრამ შემდეგ როცა გავიაზრე ეს ტექსტი, მივხვდი რომ ომის პროპაგანდა იქნებოდა და ტექსტი შევცვალე.

– სულ ცოტა ხნის წინ, კონცერტი ჩაატარეთ, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ კონცერტისთვის სახლი ჩადეთ ბანკში, მართალია?

– კი, “თიბისი ბანკიდან” ავიღეთ სესხი 20 000 ლარის ოდენობით. 10 000 დაჯდა ჩემი კონცერტი და ახლა სესხს ეტაპობრივად ვფარავ. რთულია სესხის გადახდა, მაგრამ მართლა დამთავრდა ამდენი მოთმინება და გავაკეთე კონცერტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here