“24 წლის მანძილზე თავი ყველაზე ბედნიერად ვიგრძენი“ – მერსი სულხანიშვილის ამაღელვებელი მიმართვა მონასტრიდან…

0
2860

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, მერსი სულხანიშვილი, მონასტერში წასვლის შემდეგ, პირველ პოსტს აქვეყნებს. ამაღელვებელ სტატუსს თან ერთვის ფოტო, რომელზეც მერსი მაკიაჟის გარეშეა.

“ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა უბრალოდ გინდა იყო ის ვინც ხარ, არ ეკონტაქტო საერო ცხოვრებაში არავის, მათ შორის არც ოჯახს ეს რეალობიდან გაქცევა არ არის, არც სხვა სამყაროში გადანაცვლება, არც სიახლის ძიება, უბრალოდ მე ვარ მე. სამყარო სავსეა XXI-ე საუკუნეში ყალბი ღიმილით. აქ კი ყველაფერი სხვაგვარად არის ყველა გულწრფელია, შეიძლება ითქვას 24 წლის მანძილზე თავი ვიგძენი ყველაზე ბედნიერად, ყველაზე მშვიდად, აქ არ გჭირდება თამაში, არც ყალბი შესამოსელი, არც მაკიაჟი, აქ ვერ გაიგებ ვინმემ ვინმეზე აუგი თქვას. არავინ არავის ეპირფერება ყველა წრფელია. ყველაზე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ოცნება რეალობად მექცა. აღმოვაჩინე, რომ თურმე არსებობს ნამდვილი ურთიერთერობები მივხვდი, რომ ის რაზეც სულ ვოცნებობდი და მაკლდა თურმე არსებობს აქ ამ ცხოვრებაში დედამიწაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ყველაზე ბუნებრივი ფოტოა 24 წლის მანძილზე. არც მაკიაჟი არც დაყენებული სახე ერთადერთი რაც არის XXI-ე საუკუნის ეს უბრალოდ მობილურის ფუნქცია სელფია. მადლობა უფალს ამ ლამაზი ნამდვილი დღეებისთვის.“

13962694_1268422149869194_5550852295111763477_n

მერსის მიმართვას ფეისბუქზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ჟურნალისტს პირფერობაში სდებს ბრალს და აკრიტიკებს, ნაწილი კი მის გადაწყვეტილებას დადებითად ეხმაურება.

შეგახსენებთ, მერსი სულხანიშვილმა მონასტერში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, საზოგადოებას 8 აგვისტოს, ფეისბუქის სტატუსით შეატყობინა: “ ნებისმიერი ადამიანი სცოდავს, არც მე ვარ გამონაკლისი. ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ბევრ რამეს აანალიზებ და ხვდები, რომ შეგეძლო უკრთესადაც გეცხოვრა. ახლა ალბათ ამის დროა. ცოტა ხნით მონასტერში წავედი. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მრავალ დამდეგ მარიამობას დაესწარით…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here