2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის!

2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის!

„ალტერვიჟენი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მუსიკალური ფესტივალი თბილისი ოფენ ეარი წელსაც ვერ გაიმართება. შეგახსენებთ, 2020 წელს, პანდემიის გამო, მუსიკალური ღონისძიება გადაიდო.

„მეგობრებო, სამწუხაროდ, გვიწევს, გითხრათ, რომ 2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის.

მთელი ამ დროის განმავლობაში, დიდი იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და ფესტივალის ჩატარებას წელს მაინც შევძლებდით, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოქმედი ან მოსალოდნელი რეგულაციები და ვაქცინაციის ტემპი არ გვაძლევს საშუალებას, რომ სრულფასოვნად ჩავატაროთ დიდი მასშტაბის საერთაშორისო ფესტივალი, თუნდაც შემოდგომაზე.

ამ პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თქვენი უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველვყოთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ უცხოელი შემსრულებლების ქვეყანაში ჩამოყვანაზე.

დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ურთულეს პერიოდს ერთად გადავლახავთ და 2022 წელს ისეთ ფესტივალს შემოგთავაზებთ, რომელიც სამწლიან მოლოდინს სრულად აანაზღაურებს.

ვაუქმებთ Tbilisi Open Air 2021-ის ფეისბუქის ივენთს (facebook.com/events/501806750721717), 2022 წლის ფესტივალის თარიღებსა და ლაინაფს კი მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვაცხადებთ.

ოფიციალური ივენთის გარდა, სამწუხაროდ, უცნობი პირების მიერ შექმნილია ფესტივალის რამდენიმე ფეიქ-ივენთი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ.

წელს, ისევე როგორც შარშან, აუცილებლად ჩავატარებთ მცირე მასშტაბის ღონისძიებებს, როგორც კი რეგულაციები ჩვენთვისაც შემსუბუქდება და ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს.

ათწლიანი და ორწლიანი სასაჩუქრე საშვების მფლობელთა საყურადღებოდ: თქვენ უფასოდ დაესწრებით 2022 წლის ფესტივალს + 10 წელი და 2 წელი, შესაბამისად.

ვისაც საშვები ჯერ არ წაუღია, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ. ფოსტის მისამართზე info@altervision.ge ან გამოგვიგზავნოთ პირადი შეტყობინება.

P. S. უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ აპრილში დაგეგმილი ორი ივენთის (Lisi Wonderland: Chapter #5 და Lisi Wonderland: Chapter #6) სავარაუდო თარიღებს. 17 და 24 აპრილს მათი ჩატარება, ბუნებრივია, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვერ მოხერხდება.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის.

იმედია, 2022-ში ყველანი ერთად დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, რომლის ნაწილი ჩვენი ფესტივალიცაა“.

სიახლეები/

|

April 7, 2021 / 1:36 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„თბილისი ოფენ ეარი“ 2021 წლამდე გადაიდო

„თბილისი ოფენ ეარი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც  აღნიშნულია, რომ მუსიკალური ღონისძიება 2021 წლამდე გადაიდო. გთავაზობთ სტატუსს სრულად: „ალბათ, ყველა თქვენგანმა, ვინც წლებია ოფენ ეარზე დადიხართ, იცით, თუ როგორ გვიმძიმს ახლა და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ამჯერად უკვე დარწმუნებით გვიწევს, გითხრათ, რომ 2020 წელი Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის. ჩვენი ფესტივალის დაარსების დღიდან მოყოლებული, ამ […]

რომელი ქართული ჯგუფი დაუკრავს Franz Ferdinand-ის კონცერტამდე “თბილისი ოფენ ეარზე“

21 ივნისს Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე ფესტივალის ჰედლაინერის, Franz Ferdinand-ის დღეს, ჯგუფი Four Dimensional Monster Lobsters დაუკრავს. Four Dimensional Monster Lobsters თბილისში, 2019 წლის იანვარში შეიქმნა. ჯგუფის წევრები საკუთარ შემოქმედებას ფსიქოდელიური სინთპოპის ჟანრში აერთიანებენ. ამ ეტაპზე პირველ ალბომზე, Secret Missions-ზე მუშაობენ. Tbilisi Newcomers 2019-ის ფინალურ კონცერტში მონაწილეობა 12-მა ჯგუფმა/მუსიკალურმა პროექტმა მიიღო. წლის ნიუქამერის გარდა, […]

Tbilisi Open Air-ზე კვლავ შეხვდებით ახალბედა მუსიკოსებს

Tbilisi Newcomers ახალბედა, ნიჭიერი მუსიკოსებისა და ბენდების აღმოჩენას 10 წელია ემსახურება. პროექტი Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორთა ინიციატივით, 2009 წელს შეიქმნა. Tbilisi Newcomers 2019-ში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი მისამართზე http://tbilisiopenair.ge/newcomers უნდა შეიტანონ. გაგზავნონ 3 საავტორო ნამუშევარი, ბენდის/პროექტის აღწერა და ფოტოსურათი/ბრენდბუქი. განაცხადების მიღება 3 მაისის ჩათვლით გრძელდება. 9 დ 10 მაისს “ხიდში“ შოუქეისები გაიმართება, ფინალური კონცერტი კი 26 […]

Tbilisi Open Air-მა სოციალური კამპანია დაიწყო

„თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“ – ასე ჰქვია სოციალურ კამპანიას, რომელიც Tbilisi Open Air-ის ინიციატივით დაიწყო. კამპანიის ფარგლებში 8 ადამიანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე საუბრობს. ფესტივალის პირველი წლის სლოგანი, „მუსიკა ათავისუფლებს“ დღეს უკვე თავისთავად გვკარნახობს ფესტივალის როლს სოციუმში თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის სტიმულირების მიმართულებით. პროექტში 8 ადამიანი მონაწილეობს – ირაკლი ნადარეიშვილი (Tbilisi Open Air-ის გენერალური […]

Tbilisi Open Air-ის ბილეთებისა და აბონემენტების ფასები ცნობილია

Tbilisi Open Air-ის დღიური ბილეთების ფასი ცნობილია. ფესტივალის პირველი კალათის ბილეთები და აბონემენტები 8 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით გაიყიდება. დღიური ბილეთის ღირებულება 60 ლარია, აბონემენტის ფასი კი 145 ლარს შეადგენს. 1-ლი ივნისიდან ყოველდღიური ბილეთებისა და აბონემენტების ღირებულება გაიზრდება. შეძენა შესაძლებელია მისამართზე www.tkt.ge/OpenAir და ფილარმონიის სალაროებში. შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air 21,22 და 23 ივნისს Lisi […]

რეკლამა