19 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში ფესტივალი „საჩუქარი“ გაიხსნება

0
796

19-20 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრში თეატრალური ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება „May B“ – შუბერტის კომპოზიციების და ბეკეტის დიდებულ სიჩუმეში გათამაშებული მარენის დრამა გახსნის 2019 წლის ფესტივალს.

„უნიკალური ნაწარმოები, რომელსაც დრო და ასაკი არ გააჩნია! May B საუკუნოდ ამკვიდრებს მაგი მარენის სახელს მსოფლიო სცენაზე“ – აღნიშნავს  ჟან პოლ მანგანარო, პარიზის შარლ დელ გოლის უნივერსიტეტის პროფესორი.

1981 წელს, როცა ახალგაზრდა და უცნობმა ქორეოგრაფმა მაგი მარენმა სემუელ ბეკეტს მიწერა, საერთოდ არ ელოდა დიდი მწერლის პასუხს.  ბეკეტმა ქალის თხოვნას, მიეცა ნებართვა, მის ნამუშევრებზე დაყრდნობით სასცენო ადაპტაციაზე ემუშავა, არა თუ თანხმობა განუცხადა, არამედ შეხვედრაც სთხოვა, რათა დეტალებში განეხილათ ახალი პიესა. რის შედეგადაც გაჩნდა „MAY B”, სულისშემძვრელი, ჭკვიანი და სასაცილო წარმოდგენა, რომელიც ერთგვარ მიძღვნად შეიძლება ჩავთვალოთ დიდი ირლანდიელი მწერლისადმი და უფრო მეტიც – „MAY B” საკულტო ნაწარმოებადაა მიჩნეული თანამედროვე ფრანგული ცეკვის ისტორიაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here