Welcome to WordPress. This is your first post. Edit or delete it, then start writing!
ბაბი კირკიტაძე: „რესტორანში რომ დავიწყე მუშაობა, ოჯახის წევრები მტკივნეულად აღიქვამდნენ… როგორც მე ვმუშაობდი, ისე მუშაობდა დედაც რესტორანში – სულ თან დამყვებოდა…“
გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „თბილისელების“ ინტერვიუდან, რომელიც გამოცემამ მომღერალსა და ტელესახესთან, ბაბი კირკიტაძესთან ჩაწერა:
რატომ მოგიწია ასე ადრეული ასაკიდან მუშაობის დაწყება. ეს შენი ახირება იყო თუ ოჯახური პირობების გამო მოხდა?
ბაბი:
მე რომ მუშაობა დავიწყე, იმ პერიოდში ჩემს ოჯახს საკმაოდ დიდი ფინანსური კრიზისი ჰქონდა. ოჯახი სტრესში იყო, რადგან ფინანსებთან ერთად, ბინებიც დავკარგეთ. მაშინ, მნიშვნელოვანი იყო ჩემი მუშაობა, პასუხისმგებლობა გავითავისე და ვიტვირთე, რომ ჩემი ოჯახისთვის მე უნდა გამეწია დახმარება. მაშინ ჩემი მუშაობა აუცილებელი იყო, ვმღეროდი და სცენაზე დგომის სიამოვნებასთან ერთად, შემოსავალიც მქონდა, რითაც ჩემებს ვეხმარებოდი. რესტორანში რომ დავიწყე მუშაობა, ოჯახის წევრები მტკივნეულად აღიქვამდნენ, რადგან ჩემი შრომით უნდა გვეცხოვრა. სხვათა შორის, მთელი სამი თვე, როგორც მე ვმუშაობდი, ისე მუშაობდა დედაც რესტორანში – სულ თან დამყვებოდა, იჯდა და მისმენდა.
„ეს ის ბიჭია, ყველაზე მეტად რომ მეამაყება“ – ანდრია გველესიანს მეუღლე დაბადების დღეს ულოცავს
ანდრია გველესიანს დღეს დაბადების დღე აქვს. მომღერალსა და მსახიობს იუბილეს ულოცავს მეუღლე, მსახიობი მაიკო ვაწაძე და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
მაიკო წერს:
„გილოცავ ჩემო ადამიანო…
აკეთებს თუ არა ავთანდილის პლაგიატს დემნა გვასალია: „გულის სიღრმეში ვფიქრობდი, მაღიარებდა თუ არა მამა“
„რუსთავი 2“-ზე ნიკოლოზ ხაჩიძის „სხვა კითხვებს“ დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე პასუხობს.
ახლახან გავრცელებული ანონსიდან ჩანს, რომ წინ გულწრფელი ინტერვიუ გველოდება, სადაც ცნობილი დიზაინერი მამასთან დამოკიდებულების შესახებ ჰყვება და ამბობს:
„ძალიან რთულია, კიდევ დაბრუნდე წარსულში. გულის სიღრმეში ვფიქრობდი, მაღიარებდა თუ არა მამა…“
ამავე გადაცემაში ავთანდილი პასუხობს წამყვანის შეკითხვას, აკეთებს თუ არა მის პლაგიატს დემნა გვასალია.
ილო ბეროშვილი: „14 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის მამა იქნებიო, ვერაფრით დავიჯერებდი…“
ილო ბეროშვილი და ანი ბებია შვილს ელოდებიან. ილოსთვის ეს მეოთხე შვილი იქნება, ანისთვის – მეორე.
„14 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის მამა იქნებიო, ვერაფრით დავიჯერებდი. ახლა ეს რეალობაა. 40 წლის ვარ. ამ ასაკში შვილის გაჩენა სხვანაირი შეგრძნებაა. ბევრი რამ გაქვს უკვე ნანახი, დაღვინებული ხარ, ბევრ რამეს სხვაგვარად უყურებ და უფრთხილდები. სესი და ევა უკვე დიდები არიან. სესის რომ ვუთხარი, გაუკვირდა და რაღაცნაირად მითხრა, „მართლა“? ვერ მივხვდი, რა რეაქცია ჰქონდა. დღეს მკითხა, ნეტავ, გოგოა თუ ბიჭიო? უნდა, რომ ბიჭი იყოს. სქესი ჯერ თავადაც არ ვიცით“.
ფოტო/ვიდეო: სალომე ღვინიაშვილისა და ზურა ხიზანიშვილის მოგზაურობა მარბელაზე და გოლფის თამაში
სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი ესპანეთში, მარბელაზე იმყოფებიან. ისინი დროს შესანიშნავად ატარებენ, რაც სალომეს „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო თუ ფოტომასალით კარგად ჩანს.
კურორტი ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციად მიიჩნევა. იქაური დილა მყუდრო და მშვიდია, რაც სალომეს ამ ვიდეოშიც კარგად ჩანს.
ნინუცა მაყაშვილი: „რაც ედუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, ჩემ გარშემო ყველაფერი შეიცვალა, სამყარო ამოტრიალდა…“
ნინუცა მაყაშვილი საყვარელი მამაკაცის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:
დალი ჩიტალაძე: „როგორ შეიძლება, გათხოვება თავისუფლებად ჩათვალო? ადრე თუ ქალები აუცილებლად 15-16 წლის ასაკში უნდა გათხოვილიყვნენ, დღეს პირიქით, ეს სირცხვილია…“
დალი ჩიტალაძე ჟურნალ „გზასთან“ 16 წლის ასაკში თავისი გათხოვების ამბავს იხსენებს და დასძენს, რომ ერთხელ ვინც მოეწონა, სწორედ მას გაჰყვა ცოლად. კითხვაზე, როგორი აღმოჩნდა რეალობა და მიიღო თუ არა ის თავისუფლება, რომელიც ეგონა, გათხოვების შემდეგ ექნებოდა, მოდის ბლოგერი და კრიტიკოსი ასე პასუხობს:
„როგორ შეიძლება, გათხოვება თავისუფლებად ჩათვალო? ჯერ საკუთარ თავში არ მქონდა თავისუფლება ნაპოვნი, ბავშვი ვიყავი. პიროვნულ თავისუფლებას ვგულისხმობ. სანამ ამ შეგრძნებას მიიღებს ადამიანი, ამისთვის ძალიან ბევრი უნდა გაიაროს: თავისუფლება თავდაჯერებიდან, ინტელექტიდან, გამოცდილებიდან მოდის. ასე რომ, მაშინ აბსოლუტურად დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი. სულ ვამბობ, რომელ და ჯულიეტას სიყვარული ნამდვილი გრძნობა არის-მეთქი. მერე ცხოვრება უკვე ისეთი რთული და არაპროგნოზირებადია, „ზრდასრული სიყვარული“ გვიან მოდის. დღეს 21-ე საუკუნეა და არა შუა საუკუნეები, ან თუნდაც მე-19 საუკუნე, როდესაც ქალისა და მამაკაცის როლი სხვანაირი იყო. კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება 21-ე საუკუნეში კიდევ უფრო რთულია… ადრე თუ ქალები აუცილებლად 15-16 წლის ასაკში უნდა გათხოვილიყვნენ, დღეს პირიქით, ეს სირცხვილია, რადგან ჯერ რაღაც საკუთარი უნდა შექმნა. ბევრი შემეკამათება, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია…“
„რა კარგია, რომ მყავხარ“ – ეკა ხოფერია ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს
ჟურნალისტი ეკა ხოფერია თავისი ვაჟის შესახებ წერს, ირაკლი დღეს 11 წლის გახდა:
„იუბილარ))) იკა 11 წლის!
რა კარგია, რომ მყავხარ იკრა, პარდონ, იკა ხუჯაძე“.
ლელა წურწუმიას განსაკუთრებული ჩაცმულობა – ვერცხლისფერი მოდური ზედა
ლელა წურწუმია „ნონ სტოპ“ ბენდთან ერთად კონცერტების სერიას მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს.
ახლახან კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა, სადაც ლელა წურწუმია განსაკუთრებულად გამოიყურებოდა. მან გრძელ ქვედაბოლოს შავ-ვერცხლისფერ ფერში გადაწყვეტილი ფეხსაცმელი და ვერცხლისფერი მოდური ფართო ზედა შეუხამა.
აღსანიშნავია, რომ მომღერალი ჩაცმის საკითხს განსაკუთრებულად უდგება და ყოველთვის ითვალისწინებს მიმდინარე ტენდენციებს, თუმცა მაინც საკუთარი კლასიკური სტილი აქვს.